ხსნარები

ხსნარები

კანისა და ჭრილობების მოვლის ხსნარი

კანისა და ჭრილობების გარეგანი მოვლის ხსნარი.

სრული აღწერა

აირჩიეთ შეფუთვა

ჯამი40 ₾
კალათაში დამატება

შემდეგ შეამოწმებთ კალათას და შეავსებთ თქვენს მონაცემებს. WhatsApp-ში გადახვალთ მხოლოდ ფორმის შევსების შემდეგ. მიწოდების ფასი ჯამში არ შედის.

ხელმისაწვდომობა და მიწოდების პირობები დააზუსტეთ შეკვეთამდე.

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის

მოლისანი გამოიყენება დაზიანებული კანისა და ჭრილობის ზედაპირის მოვლისთვის და ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალური ფუნქციის აღდგენას.

განკუთვნილია ქრონიკული და ძნელად შეხორცებადი ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, ოპერაციის შემდგომი ჭრილობების, პირველადი დახმარების შემდეგ დამწვრობებისა და კანის სხვა დაზიანებების გარეგანი მოვლისთვის, ასევე ლიმფოსტაზისა და წითელი ქარის დროს.

პრეპარატის შესახებ

როდესაც ჭრილობა დიდხანს არ ხორცდება

ხანგრძლივად არსებული ჭრილობა მხოლოდ კანის ზედაპირის დაზიანება არ არის. მის მდგომარეობაზე შეიძლება გავლენას ახდენდეს ქსოვილების სისხლმომარაგება, ვენური შეგუბება და შეშუპება, მუდმივი ზეწოლა, ინფექციური პროცესი, დიაბეტი, განმეორებითი ტრავმა, კვება, მოძრაობის უნარი და ადამიანის ზოგადი მდგომარეობა.

ამიტომ ქრონიკული ჭრილობის დროს ერთდროულად ორი ამოცანაა მნიშვნელოვანი: თავად ჭრილობის სწორი მოვლა და იმის გაგება, რა უშლის ხელს ქსოვილების აღდგენას.

რისთვის არის განკუთვნილი მოლისანი

ქრონიკული და ძნელად შეხორცებადი ჭრილობები. ჭრილობის ზედაპირის რეგულარული გარეგანი მოვლისთვის, მათ შორის მაშინ, როცა ჭრილობა დიდხანს ღია რჩება ან განმეორებით ზიანდება.

ტროფიკული წყლულები. ჭრილობის ზედაპირის ადგილობრივი მოვლისთვის. ფეხზე წყლულის დროს მნიშვნელოვანია მისი მიზეზის გაგებაც — მაგალითად, ვენური და არტერიული სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა, შეშუპების ხარისხი და სხვა ფაქტორები.

ნაწოლები. დაზიანებული კანისა და ჭრილობის ზედაპირის მოვლისთვის. ნაწოლის დროს ადგილობრივი მოვლა აუცილებლად უნდა ერწყმოდეს დაზიანებულ უბანზე ზეწოლის შემცირებას.

ოპერაციის შემდგომი ჭრილობები. გარეგანი მოვლისთვის მას შემდეგ, რაც შეფასებულია ჭრილობის ხასიათი და მისი მართვის საერთო ტაქტიკა.

დამწვრობები. შემდგომი მოვლისთვის სწორი პირველადი დახმარებისა და დაზიანებული ზედაპირის გაგრილების შემდეგ.

დაზიანებული და პრობლემური კანი. გარეგანი წყლის ბაზაზე მოვლისთვის კანის მთლიანობის დარღვევის, გაღიზიანებისა და იმ მდგომარეობებისას, სადაც ასეთი მოვლა მიზანშეწონილია.

კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაზიანებების, ფსორიაზის, ეგზემისა და პრობლემური კანის ყოველდღიური მოვლისთვის საიტზე ცალკე გვერდებია გათვალისწინებული.

რატომ განსხვავდება ქრონიკული ჭრილობები ერთმანეთისგან

გარეგნულად მსგავსი ჭრილობები შეიძლება სრულიად განსხვავებული მიზეზებით იყოს გამოწვეული. მაგალითად, წვივის წყლული შეიძლება იყოს ძირითადად ვენური, არტერიული ან დიაბეტური, დაკავშირებული იყოს გამოხატულ შეშუპებასთან ან რამდენიმე მექანიზმს აერთიანებდეს.

თავად ჭრილობას ყოველდღიური ადგილობრივი მოვლა სჭირდება. მაგრამ თუ ძირითადი მიზეზი კვლავ მოქმედებს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ საერთო ტაქტიკაში. ამიტომ ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობა მხოლოდ ფოტოს მიხედვით არ უნდა შეფასდეს — მნიშვნელოვანია ადამიანის ისტორიაც.

გამოყენების ზოგადი წესები

როგორ გავათბოთ მოლისანი აპლიკაციისთვის

  1. სუფთა ჭიქაში ჩაასხით მხოლოდ ერთი პროცედურისთვის საჭირო რაოდენობის ხსნარი.
  2. ჭიქა მოლისანით მოათავსეთ ცხელი წყლით სავსე ჭურჭელში — გამოიყენეთ წყლის აბაზანა.
  3. ხსნარი გაათბეთ დაახლოებით 42 °C-მდე.
  4. გათბობილი ხსნარი გამოიყენეთ დაუყოვნებლივ. დარჩენილი გათბობილი მოლისანი არ შეინახოთ და უკან ფლაკონში არ ჩაასხათ.

თბილი მოლისანის აპლიკაცია

ჭრილობის მოვლისას თბილი მოლისანის აპლიკაცია გრძელდება 3 საათი.

აპლიკაციისთვის გამოყენებული მასალა უნდა იყოს სუფთა ან სტერილური და შეესაბამებოდეს ჭრილობის მდგომარეობას. მუდმივი ნახვევი ცალკე შეირჩევა ჭრილობის სიღრმის, მდებარეობის, გამონადენის რაოდენობის, ტკივილისა და გარშემო კანის მდგომარეობის მიხედვით.

ზოგადი მოვლის წესები

  • მოვლის წინ დაიბანეთ ხელები.
  • ღია ჭრილობისთვის გამოიყენეთ მისი მდგომარეობის შესაბამისი სუფთა ან სტერილური მასალა.
  • ფლაკონის ყელი არ შეახოთ ჭრილობას, კანს ან გამოყენებულ მასალას.
  • გამოყენებული ან გათბობილი ხსნარი უკან ფლაკონში არ ჩაასხათ.
  • დააკვირდით დინამიკას: ჭრილობის ზომასა და სიღრმეს, გამონადენს, სუნს, ტკივილსა და გარშემო კანის მდგომარეობას.

მოლისანი და ცხიმოვანი მალამოები / ზეთები

მოლისანი წყლის ბაზაზე დამზადებული ხსნარია. ვაზელინის, ცხიმოვანი მალამოს ან ზეთის სქელი ფენა ქმნის ჰიდროფობურ გარსს და შეიძლება შეამციროს წყლის ხსნარის პირდაპირი კონტაქტი კანთან ან ჭრილობის ზედაპირთან.

ამიტომ წყლის ბაზაზე მოვლის ეტაპი ტარდება სუფთა ზედაპირზე, ხოლო სხვა გარეგანი საშუალებების თანმიმდევრობა ისე იგეგმება, რომ მოლისანი უშუალოდ ეხებოდეს ქსოვილებს. საუბარია ფიზიკურ კონტაქტზე და არა საშუალებების „ქიმიურ შეუთავსებლობაზე“.

გამოყენება დაავადებების დროს

ტროფიკული წყლული, ჩირქოვანი და ოპერაციის შემდგომი შეუხორცებელი ჭრილობა

ტროფიკული წყლული, ჩირქოვანი და ოპერაციის შემდგომი შეუხორცებელი ჭრილობა

მოლისანი ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალური ფუნქციის აღდგენას და აჩქარებს შეხორცების პროცესს, ამავდროულად აუმჯობესებს შეხორცების ხარისხს.

ჩირქოვანი ღრუს გახსნისა და ნეკროზული ქსოვილების მოცილების შემდეგ, გამოიყენება პატარა ოყნა და ჭრილობა მუშავდება თბილი მოლისანით (2-3 წუთი), შემდეგ ედება სტერილური, მოლისანით დასველებული ტამპონი.

ნახვევი შეიძლება შეიცვალოს დღეში 2-ჯერ. მე-3 დღიდან, ჭრილობა მუშავდება მოლისანით 3-5 წუთით. დამუშავების შემდეგ, ტამპონი ჭრილობაში შეიძლება დარჩეს 24 საათით. მე-4, მე-5 დღეს ჭრილობა მუშავდება მოლისანით ტამპონის გარეშე.

ტროფიკული წყლულის მკურნალობისას რეკომენდებულია შიგნით მისაღებად ექინაცეა და მოლისან დეტოქსი.

წითელი ქარი, ლიმფოსტაზი, წყლულები.

წითელი ქარი, ლიმფოსტაზი, წყლულები.

დღეში 5-6 ჯერ გამოიყენება შემთბარი მოლისანის საფენი ან უკვე გამზადებული თერაპიული საფენი.

შინაგანად დღეში 3-ჯერ, 4 კვირის განმავლობაში მიღება დეტოქსი და მოლისანის ექინაცეა. დილით უზმოზე და უშუალოდ ძილის წინ, სუბლინგვურად (ენის ქვეშ) 5 წუთით 5-10 მლ. მიღება ვერცხლის ნანო კოლიდი.

განსაკუთრებული წესი ნაწოლების დროს

განსაკუთრებული წესი ნაწოლების დროს

ნაწოლი ვითარდება და შენარჩუნდება იქ, სადაც ქსოვილებზე ზეწოლა კვლავ გრძელდება. ამიტომ ადგილობრივი დამუშავება მოვლის მხოლოდ ერთი ნაწილია.

  • სხეულის პოზიცია რეგულარულად შეცვალეთ ადამიანის მდგომარეობის შესაბამისად;
  • შეამცირეთ დატვირთვა ნაწოლის უბანზე და განსაკუთრებით რისკის ზონებზე, მაგალითად ქუსლებზე;
  • საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი მატრასი ან წნევის გადანაწილების სხვა ზედაპირი;
  • აკონტროლეთ კანის ტენიანობა, კვება და ადამიანის ზოგადი მდგომარეობა;
  • მუდმივი ნახვევი შეარჩიეთ კონკრეტული ჭრილობის მიხედვით და არა ერთი უნივერსალური სქემით ყველა ნაწოლისთვის.
სოკო (ფეხის, ფრჩხილის, კანის)

სოკო (ფეხის, ფრჩხილის, კანის)

ფეხის და კანის სოკო - მკურნალობის დაწყების წინ, დაზიანებული ადგილები უნდა ჩამოიბანოთ საპნითა და ცხელი წყლით და გაიმშრალოთ. მკურნალობის პირველ ეტაპზე დაზიანებულ ზედაპირზე დაიდოთ მოლისანის ოთხფენოვანი საფენი. პერიოდულად დაისველეთ ის 10-15 წუთის შემდეგ და გაიმეორეთ პროცედურები დღეში 6-8-ჯერ. ასეთი მკურნალობა გრძელდება 5-6 დღე.

ფრჩხილის სოკო - თუ სოკომ დააზიანა ფრჩხილები, ისინი უნდა გააჩეროთ ცხელ წყალში, შემდეგ დაიჭრათ და დაისუფთაოთ. ფრჩხილების სოკოს სამკურნალოდ სასურველია გაიკეთოთ აბაზანა ფეხებისათვის და დააყოვნოთ ტერფები ცხელ* (40 - 42°) მოლისანში 30-35 წუთით, ან გაიკეთოთ ცხელი მოლისანის საფენი და პერიოდულად ასველოთ იგი, რომ არ გაშრეს.

შინაგანად მიიღება მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა და დეტოქსი.

სავარაუდოთ კანის სოკო ქრება 7-10 დღეში, ფრჩხილის სოკო კი უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მანამ სანამ თანდათანობით არ მოცილდება (პერიოდულად მოიჭრება) დაზიანებული ფრჩხილები და არ წამოიზრდება ახალი, ჯანსაღი. წინდებსა და ფეხსაცმელს აუცილებლად ჭირდება მოლისანით დეზინფიცირება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფრჩხილის სოკოს მკურნალობა საკმაოდ დიდხანს გრძელდება - მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც საჭიროა ფრჩხილის მთელი ფირფიტის გასაზრდელად. ხელის ფრჩხილები 3-4 თვის განმავლობაში იზრდება, ფეხისა - კიდევ უფრო მეტხანს, 5-6 თვეს. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, ვიდრე დაზიანებული ფირფიტის ადგილს მთლიანად ჯანსაღი ფრჩხილი არ დაიკავებს. მოთმინება ყველას არ ჰყოფნის - ბევრი თერაპიას შუა გზაზე, მცირე შედეგის დანახვისთანავე ანებებს თავს, ამას კი რეციდივი მოჰყვება.

ფსორიაზი

ფსორიაზი კანზე

მკურნალობამდე საჭიროა კარგად დაიბანოთ საპნით დაზიანებული ადგილები და დაიორთქლოს მაქსიმალურად მოსათმენი ტემპერატურით, სასურველია რომ გაკეთდეს ცხელი კომპრესები, რათა ქერცლი და დაზიანებული კერა დარბილდეს, ამის შემდეგ დაზიანებულ ადგილს გაუკეთდეს საფენი თბილი* (38° - 40°) მოლისანით 20-40 წუთით. (როგორ გავიკეთოთ საფენი? დააწკაპუნეთ აქ!)

პროცედურები უნდა განმეორდეს 3-4-ჯერ დღეში. დაავადება ძნელად განკურნებადია, ამიტომ ავადმყოფს მოეხოვება ნებისყოფა და მოთმინება. პროფილაქტიკის მიზნით სასურველია მოლისანის ყოველდღიურად გამოყენება.

მოლისანი დეტოქსი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას. ხელს უწყობს შხამების, წიდების, დაგროვილი მარილების გამოდევნას ორგანიზმიდან და ამცირებს ძვალ-სახსრების ტკივილს.

მოლისანი დეტოქსი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ალერგიული რინიტების, ბრონქული ასთმის, ალერგიული დერმატიტების დროს მოლისანი მოქმედებს როგორც ანტიალერგენი.

ფსორიაზი თავზე

საპნით ან შამპუნით დაბანის შემდეგ, პირსახოცით შემშრალებულ თავის კანში უნდა შეიზილოთ მოლისანი. მოლისანი შეზელვა აჯანსაღებს და აღადგენს დაზიანებულ კანს.

რეკომენდირებულია შეზელვის ასეთი მეთოდი: თავის ერთ მხარეს სავარცხლით გადავწიოთ თმები და მოლისანით დასველებული ბამბით კარგად გადავწმინდოთ თავის კანი, და ასე თანმიმდევრულად, სანამ არ დავამუშავებთ თავის მთელ კანს.

მერე მთელ თავზე გადაეფარება პოლიეთილენი ან პირსახოცი. დაყოვნება 15-20 წუთი. მოლისანის ტემპერატურა 40°. პროცედურები უნდა განმეორდეს მინიმუმ 2 ჯერ დღეში, კურსი 6-8 დღე.

თავის დაბანა დღეში ერთხელ საკმარისია. მოლისანი ჩამობანვას არ საჭიროებს.

კარგ შედეგს იძლევა, უშუალოდ ძილის წინ, 5 წუთით 5-10 მლ. ოქროს ნანო კოლოიდის სუბლინგვური (ენის ქვეშ) მიღება. ოქროს ნანო კოლოიდით ამშვიდებს ნერვულ სისტემის და აუმჯობესებს ძილის, იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით, ნახევარი საათის ინტერვალით მიიღება ვერცხლის ნანო კოლოიდი .

ფსორიაზის მკურნალობისას რეკომენდებულია შიგნით მისაღებად ანტიპარაზიტული ფორმულა, პრიალა (წითელი) თელა და მოლისან დეტოქსი.

მკურნალობის პროცესში უნდა ვერიდოთ ცხარე საკვებს, განსაკუთრებით შებოლილ, დაშაშხულ პროდუქტებს, ალკოჰოლს. არ მოწიოთ, ეცადეთ არ ინერვიულოთ.

ეგზემა

ეგზემა

მკურნალობამდე, დაზიანებული ადგილები დაიორთქლეთ (გაიკეთეთ ცხელი საფენი), რის შემდეგ დაასველეთ მოლისანით და მიეცით გაშრობის საშუალება. პროცედურები გაიმეორედ კვირის განმავლობაში ან უფრო რანგრძლივად. ჩვეულებრისამებრ დაზიანებული ადგილები უნდა შეხორცდეს 5-6 დღეში, ზოგჯერ უფრო მალე.

‼დამატებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მდგომარეობას, და დააჩქარებს გამოჯანმრთელებას მოლისანი ელექსირის და ცოცხალი წყალის მიღება. მოლისანი ელექსირი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას. აჩქარებს ორგანიზმიდან შხამების, წიდების და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას. მოლისანი ელექსირი მიიღება 15-20 მლ. დილით უზმოზე, 15-20 მლ. დღეში სამჯერ. დილით უზმოზე, შუადღეს, ჭამამდე 30წ. ადრე, და საღამოს, 30 წუთით ადრე დაძინებამდე.

‼როგორ შევათბოთ მოლისანი? მოლისანის საჭირო რაოდენობა ჩაასხით ფინჯანში, და ჩადგით ცხელ წყალში, ამ შემთხვევაში მოლისანის აქტიურობა მნიშვნელოვნად იმატებს, მაგრამ გაცხელბული მოლისანი მალე კარგავს თავის თვისებებს და არ ინახება. გააცხელეთ მხოლოდ პროცედურებისთვის საჭირო რაოდენობა.

გაითვალისწინეთ რომ მოლისანი მცენარეული საშუალებაა და მოითხოვს ინტენსიურ გამოყენებას.

თუ ეს დამწვრობაა

თუ ეს დამწვრობაა

ახალი თერმული დამწვრობისას პირველი მოქმედებაა დაზიანებული უბნის გაგრილება გრილი გამდინარე წყლით სულ მცირე 20 წუთის განმავლობაში.

  • არ გამოიყენოთ ყინული;
  • გაგრილებამდე არ წაისვათ ზეთი, ცხიმი ან სქელი სახლის საშუალებები;
  • არ მოაძროთ კანზე მიწებებული ტანსაცმელი ან მასალა;
  • ბუშტუკები განზრახ არ გახეთქოთ.

გაგრილების შემდეგ შემდგომი მოვლა დამოკიდებულია დამწვრობის სიღრმეზე, ფართობსა და მდებარეობაზე. შესაბამისი ზედაპირული დაზიანებისას მოლისანი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდგომი გარეგანი მოვლის ეტაპზე — გათბობის გარეშე.

უსაფრთხოება და შენახვა

როდის საჭიროებს ჭრილობა ექიმის შეფასებას

ყურადღება მიაქციეთ ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება გართულებაზე მიუთითებდეს:

  • ჭრილობის გარშემო სიწითლე ფართოვდება;
  • გარშემო კანი აშკარად უფრო ცხელდება ან მეტად შუპდება;
  • ჩნდება ახალი ან ძლიერდება ტკივილი;
  • მკვეთრად იმატებს გამონადენი ან ჩნდება ჩირქი;
  • ჭრილობა სწრაფად იზრდება ან ღრმავდება;
  • ჩნდება მაღალი ტემპერატურა, შემცივნება ან საერთო მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება;
  • ჭრილობა ძალიან ღრმაა, ჩანს მყესი ან ძვალი, ან არის გამოხატული ნეკროზული ქსოვილი;
  • ფეხზე ჭრილობის დროს ტერფი ცივდება, ფერმკრთალდება ან ლურჯდება, ან ჩნდება ძლიერი ტკივილი.

ასეთ სიტუაციებში იგივე სქემის ავტომატურად გაგრძელება არ არის სწორი — საჭიროა ცვლილების მიზეზის შეფასება და მოვლის ტაქტიკის კორექტირება.

უკუჩვენებები და ამტანობა

არ გამოიყენოთ პროდუქტის კომპონენტების მიმართ ცნობილი ინდივიდუალური აუტანლობის ან ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

თუ გამოყენების შემდეგ ვითარდება ძლიერი გაღიზიანება, უჩვეულო რეაქცია ან კანის მდგომარეობა აშკარად უარესდება, გამოყენება შეწყვიტეთ და შეაფასეთ მდგომარეობა.

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

შენახვის პირობები

  • ფლაკონი შეინახეთ მჭიდროდ დახურული ოთახის ტემპერატურაზე.
  • დაიცავით პირდაპირი მზის სხივებისგან.
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • გასათბობად ჩაასხით მხოლოდ ერთი პროცედურისთვის საჭირო რაოდენობა; გათბობილი დარჩენილი ხსნარი არ შეინახოთ.
შემადგენლობა და დოკუმენტები

შემადგენლობა

მოლისანის კანისა და ჭრილობების მოვლის ხსნარის აქტუალური ფორმულა:

  • სტრუქტურირებული წყალი;
  • ნატრიუმის ქლორიდი;
  • ჩაის ხის ეთერზეთი;
  • გუნდრუკის ეთერზეთი;
  • ევკალიპტის ეთერზეთი;
  • პიტნის ეთერზეთი.

კვლევები და დოკუმენტები

მოლისანი — კანისა და ჭრილობების მოვლის ხსნარი ჩვენი კანისა და ჭრილობების მოვლის ხაზს აგრძელებს. ამ ხაზის სხვადასხვა წლის კვლევები და დოკუმენტები ერთ განყოფილებაშია თავმოყრილი.

კვლევები და დოკუმენტები

NCDC-ის ლაბორატორიული შეფასება

NCDC 9 26 01181701

NCDC-ის 2026 წლის 4 სექტემბრის დოკუმენტების თანახმად, მზა სახით წარმოდგენილმა მოლისანის ხსნარმა 15-წუთიანი ექსპოზიციის პირობებში აჩვენა სრული ეფექტურობა საოპერაციო და საინექციო არეების კანის ანტისეპტიკური დამუშავებისთვის.

მოლისანის №26CO414840 ნიმუშის ლაბორატორიულ შედეგებში P. aeruginosa ATCC 27853-ის, E. hirae ATCC 10541-ისა და S. aureus ATCC 25923-ის ზრდა არ დაფიქსირდა.

ლაბორატორიული კვლევის პირობები: BSL-2

  1. NCDC-ის ოფიციალური წერილი

    ოფიციალური დასკვნა / წერილი

  2. ლაბორატორიული კვლევის შედეგები

    წერილის საფუძვლად გამოყენებული ლაბორატორიული ჩანაწერი

კითხვები და მხარდაჭერა

გამოყენების ისტორიები

მოლისანს აქვს ქრონიკული ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, დამწვრობებისა და კანის პრობლემების დროს გამოყენების მრავალწლიანი რეალური გამოცდილების არქივი.

ისტორიების წაკითხვა

მოლისანი და COALESIA-ს ექიმის მხარდაჭერა

თუ ჭრილობა დიდხანს არსებობს, განმეორებით იხსნება, ახლავს გამოხატული შეშუპება ან ტკივილი, კიდურის ფერის ან ტემპერატურის ცვლილება, ან მდგომარეობა გაურკვეველია, COALESIA-ს საშუალებით შესაძლებელია ექიმისთვის ისტორიისა და ფოტოების გადაცემა.

ასეთი შეფასების მიზანია არა მხოლოდ ჭრილობის ზედაპირის, არამედ იმ ფაქტორების დანახვაც, რომლებიც აღდგენას შეიძლება უშლიდეს ხელს.

ხშირად დასმული კითხვები

საჭიროა თუ არა მოლისანის ჩამობანა აპლიკაციის შემდეგ?

გარეგანი აპლიკაციის შემდეგ მოლისანის დაუყოვნებლივ ჩამობანა ავტომატურად საჭირო არ არის. შემდეგი ნაბიჯი დამოკიდებულია ჭრილობის მდგომარეობასა და შერჩეულ ნახვევზე.

შეიძლება მოლისანის წასმა ცხიმოვანი მალამოს ზემოდან?

ცხიმის სქელმა ფენამ შეიძლება შეამციროს წყლის ხსნარის კონტაქტი ზედაპირთან. ამიტომ მოლისანი გამოიყენება სუფთა ზედაპირზე, სქელი ცხიმოვანი ფენის წინ.

შეიძლება მოლისანის გამოყენება ნაწოლების დროს?

დიახ, დაზიანებული კანისა და ჭრილობის ზედაპირის ადგილობრივი მოვლის ნაწილად. ამავე დროს საჭიროა დაზიანებულ უბანზე ზეწოლის შემცირება და შესაბამისი მუდმივი ნახვევის შერჩევა.

შეიძლება მოლისანის გამოყენება ტროფიკული წყლულის დროს?

დიახ, ჭრილობის ზედაპირის ადგილობრივი მოვლისთვის. ფეხზე წყლულის დროს მნიშვნელოვანია მისი სისხლძარღვოვანი და სხვა შესაძლო მიზეზების დადგენაც.

შეიძლება მთელი ფლაკონის გათბობა?

არა. სუფთა ჭიქაში ჩაასხით მხოლოდ საჭირო რაოდენობა და წყლის აბაზანაზე გაათბეთ დაახლოებით 42 °C-მდე. გათბობილი დარჩენილი ხსნარი არ შეინახოთ.

შეიძლება თბილი მოლისანის გამოყენება ახალ დამწვრობაზე?

არა. ახალი დამწვრობა ჯერ გრილი გამდინარე წყლით უნდა გაგრილდეს. მოლისანი გამოიყენება მოგვიანებით, თუ დაზიანება გარეგანი მოვლისთვის შესაფერისია, და გათბობის გარეშე.

შეიძლება მოლისანის გამოყენება ღრმა ჭრილობაზე?

ღრმა ჭრილობა საჭიროებს მისი სიღრმის, ჭრილობის ფსკერის ქსოვილების, გამონადენისა და შესაძლო გართულებების შეფასებას. მოლისანი შეიძლება იყოს ადგილობრივი მოვლის ნაწილი საერთო ტაქტიკის განსაზღვრის შემდეგ.

ჩუტყვავილა და ჰერპეს ზოსტერი

ჩუტყვავილას დროს მოლისანს გამონაყარის ბუშტუკოვან ელემენტებზე ისვამენ, ხოლო ჰერპეს ზოსტერის დროს სველი საფენების სახით იყენებენ.

კატალოგი

ძიება