მეთოდური მითითებები განკუთვნილია სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების პერსონალისათვის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური და სადეზინფექციო სამსახურის თანამშრომლებისათვის, აგრეთვე სხვა დაწესებულებებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ სადეზინფექციო საქმიანობის განხორციელების უფლება.
1. ზოგადი მონაცემები
1.1 ნეიტრალური ანოლიტი (შემდგომში – აქვასოლი), დამზადებული ნატრიუმის ქლორიდის წყალხსნარის ელექტროქიმიური დამუშავების მეთოდით, წარმოადგენს უფერო, ქლორის სუნის მქონე სითხეს, რომელიც შეიცავს ქლორის მაღალაქტიურ ჟანგბადოვან ნაერთებს და სხვა კომპონენტებს.
დანიშნულების მიხედვით მიიღება და გამოიყენება აქვასოლი აქტიური ქლორის შემცველობით 0.01%–0.05% და pH-ის მნიშვნელობით 7.2–8.2 ერთეული.
აქვასოლი გამოიყენება განზავების გარეშე, ერთჯერადად.
1.2 აქვასოლს გააჩნია ანტიმიკრობული (ვირულიციდული, ბაქტერიციდული, ფუნგიციდული, ტუბერკულოციდული, სპოროციდული) და სარეცხი თვისებები.
ორგანული დაბინძურებების (სისხლი, ფეკალიები და სხვა) არსებობის შემთხვევაში აქვასოლის სადეზინფექციო თვისებები მცირდება.
1.3 ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხით აქვასოლი ГОСТ 12.1.007-76-ის მიხედვით მიეკუთვნება ნაკლებად საშიშ ნივთიერებათა IV კლასს. კუჭში მოხვედრისას ან კანზე დატანისას ნაკლებად ტოქსიკურია, პარენტერალურად შეყვანისას არ ახდენს ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას კანზე და თვალის ლორწოვან გარსზე.
აქტიური ქლორის 0.05%-იანი კონცენტრაციის აქვასოლის აორთქლება უმნიშვნელოდ აღიზიანებს ზედა სასუნთქ გზებსა და თვალის ლორწოვან გარსს, ხოლო კანზე მრავალჯერ მოხვედრისას შესაძლებელია გამოიწვიოს კანის სიმშრალე.
აქტიური ქლორის 0.01%, 0.02% და 0.03% კონცენტრაციის მქონე აქვასოლი გაღიზიანებას არ იწვევს.
1.4 აქვასოლი გამოიყენება სხვადასხვა სახის ობიექტების სადეზინფექციოდ ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ეტიოლოგიის ინფექციების დროს.
2. აქვასოლის გამოყენება სადეზინფექციოდ
2.1 აქვასოლი გამოიყენება სხვადასხვა ობიექტის სადეზინფექციოდ (შენობების ზედაპირები, ავადმყოფის მოვლისათვის საჭირო ნივთები, ჭურჭელი, თეთრეული, სათამაშოები, სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობები) ბაქტერიული (ტუბერკულოზის ჩათვლით), ვირუსული (შიდსისა და პარენტერალური გადაცემის მექანიზმის მქონე ჰეპატიტების ჩათვლით) და სოკოვანი (კანდიდოზისა და დერმატოფიტიის ჩათვლით) ეტიოლოგიის ინფექციების დროს; აგრეთვე სამედიცინო დანიშნულების ნივთების (მინის, პლასტმასის, რეზინის, ლითონის, მათ შორის ტიტანის შენადნობების) სტერილიზაციისწინა გაწმენდისა და სტერილიზაციისათვის (სტერილიზაციისთვის აქვასოლის გამოყენების ვადა შეადგენს 10 დღე-ღამეს იმ პირობით, რომ ინახება დახურულ მინის, პლასტმასის ან ემალირებულ ჭურჭელში (ზედაპირის დაზიანების გარეშე), ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას).
2.2 აქვასოლით დეზინფექცია ტარდება გაწმენდით (შენობების ზედაპირები, სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობები) და ჩაძირვის მეთოდით (სამედიცინო დანიშნულების ნაწარმი, ავადმყოფის მოვლისათვის საჭირო ნივთები, ჭურჭელი, თეთრეული, სათამაშოები, დასალაგებელი მასალა).
2.3 შენობების ზედაპირებს (იატაკი, კედლები, ავეჯი) და სანიტარიულ-ტექნიკურ მოწყობილობებს წმენდენ ერთხელ ან ორჯერ, 15-წუთიანი ინტერვალით, აქვასოლით უხვად დასველებული ტილოთი. დასამუშავებელი ზედაპირი თანაბრად უნდა დასველდეს.
აქვასოლის ხარჯვის ნორმა ერთჯერადი დამუშავებისათვის შეადგენს 200 მლ/მ²-ს, ხოლო ორჯერადი დამუშავებისათვის — 300–400 მლ/მ²-ს.
ძლიერ დაბინძურებულ სანიტარიულ-ტექნიკურ მოწყობილობებს წინასწარ გულდასმით ასუფთავებენ აქვასოლში დასველებული ჯაგრისით.
2.4 სამედიცინო დანიშნულების ნაწარმის დეზინფექციას, მათ შორის წინასასტერილიზაციო გაწმენდასთან შეთავსებულს, ატარებენ პლასტმასის ან დაუზიანებელ მომინანქრებულ თავდახურულ ჭურჭელში. დეზინფექციის რეჟიმები მოცემულია ცხრილებში №1 და №2.
ნაწარმს მთლიანად ჩაყრიან აქვასოლში. სპეციალური ხელსაწყოების (შპრიცი, პიპეტი) საშუალებით აქვასოლით ავსებენ ნაკეთობის არხებსა და ღრუებს ისე, რომ გამოიდევნოს ჰაერის ბუშტები. დასაშლელ მოწყობილობებს ამუშავებენ დაშლილ მდგომარეობაში.
ჩამკეტ ინსტრუმენტებს (მაკრატლებს, კორნცანგებს) ჩაყრიან აქვასოლში გახსნილ მდგომარეობაში. ჩაყრის შემდეგ რამდენჯერმე ასრულებენ სამუშაო მოძრაობებს, რათა აქვასოლმა შეაღწიოს ჩამკეტ მექანიზმებში.
სადეზინფექციო დროის გასვლის შემდეგ ინსტრუმენტებს ერთი წუთის განმავლობაში რეცხავენ გამდინარე სასმელი წყლით ან ერთი წუთით აჩერებენ წყლიან ავზში ისე, რომ წყალმა ყველა ღრუ და არხი გამოავლოს.
2.5 ავადმყოფის მოვლისათვის საჭირო ნივთებს მთლიანად ჩაყრიან აქვასოლში, ხოლო სადეზინფექციო დროის გასვლის შემდეგ რეცხავენ გამდინარე წყლით ქლორის სუნის სრულ გაქრობამდე.
2.6 ჭურჭელს ათავისუფლებენ საკვების ნარჩენებისაგან და მთლიანად ჩაყრიან აქვასოლში.
აქვასოლის ხარჯვის ნორმაა 2 ლ ერთი კომპლექტისათვის (ორი თეფში, ერთი ფინჯანი ან ჭიქა).
დეზინფექციის შემდეგ ჭურჭელს ერთი წუთის განმავლობაში რეცხავენ გამდინარე სასმელი წყლით თითოეულ საგანს ცალ-ცალკე, ან მთლიანად ჩაძირულ მდგომარეობაში ერთი წუთით აჩერებენ წყლიან ავზში.
2.7 ლითონის ჭურჭელი აქვასოლით დეზინფექციას არ ექვემდებარება.
2.8 თეთრეულს მთლიანად ჩაყრიან აქვასოლში. აქვასოლის ხარჯვის ნორმაა 5 ლ 1 კგ მშრალი თეთრეულისათვის.
დეზინფექციის შემდეგ თეთრეულს რეცხავენ და ავლებენ წყალში.
2.9 სათამაშოებს მთლიანად ჩაყრიან აქვასოლში, ხოლო დეზინფექციის შემდეგ რეცხავენ გამდინარე წყლით ქლორის სუნის სრულ გაქრობამდე.
2.10 დასალაგებელ მასალას (ტილოებს) მთლიანად ჩაყრიან აქვასოლში. სადეზინფექციო დროის გასვლის შემდეგ ავლებენ წყალში და აშრობენ.
3. აქვასოლის გამოყენება სამედიცინო დანიშნულების ნაწარმის წინასასტერილიზაციო გაწმენდისათვის დეზინფექციის გარეშე
3.1 აქვასოლი გამოიყენება სამედიცინო დანიშნულების ნაწარმის წინასასტერილიზაციო გაწმენდისათვის დეზინფექციის გარეშე №3 ცხრილში მოცემული რეჟიმების შესაბამისად, 2.4 პუნქტით გათვალისწინებული ჭურჭლის გამოყენებისა და აქვასოლში ჩაყრის წესების ანალოგიურად.
3.2 სამედიცინო ნაწარმის წინასასტერილიზაციო გაწმენდის ხარისხის კონტროლი ხორციელდება ამიდოპირინის ან აზოპირამის სინჯებით, რომელთა საშუალებითაც მოწმდება ნარჩენი სისხლის არსებობა „სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობათა წინასასტერილიზაციო გაწმენდის მეთოდურ მითითებაში“ (№28-6/13, 08.06.1982) და მეთოდურ მითითებაში „სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობათა წინასასტერილიზაციო გაწმენდის კონტროლი რეაქტივ აზოპირამის დახმარებით“ (№28-6/13, 25.05.1988) აღწერილი მეთოდიკის შესაბამისად.
3.3 კონტროლს ექვემდებარება ერთდროულად დამუშავებული ერთი დასახელების ნაკეთობათა 1%, მაგრამ არანაკლებ 3 ერთეულისა.
სხვადასხვა ობიექტის აქვასოლით დეზინფექციის რეჟიმები:
ცხრილი №1
| სადეზინფექციო ობიექტი |
ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები (ტუბერკულოზის გარდა) |
ტუბერკულოზი |
სოკოვანი ინფექციები |
დეზინფექციის მეთოდი |
| აქტიური ქლორი % |
დრო, წთ |
აქტიური ქლორი % |
დრო, წთ |
აქტიური ქლორი % |
დრო, წთ |
შენობების ზედაპირები (იატაკი, კედლები, მყარი ავეჯი) |
0,02 |
120* |
0,02 0,05 |
360 90 |
0,02 0,05 |
120 30 |
გაწმენდა |
სამედიცინო დანიშნულების ნაწარმი: მინა, ლითონი, ტიტანის შენადნობები |
0,02 |
180 |
0,05 |
30 |
0,05 |
30 |
ჩაძირვა |
| პლასტმასი, სილიკონის რეზინი |
0,02 |
60 |
0,02 0,05 |
180 30 |
0,02 0,05 |
240 30 |
ჩაძირვა |
| ნატურალური კაუჩუკის რეზინი |
0,05 |
60 |
0,02 0,05 |
240 120 |
0,02 0,05 |
240 60 |
ჩაძირვა |
| ავადმყოფის მოვლისათვის საჭირო ნივთები |
0,02** 0,05 |
180** 60 |
0,02** 0,05** 0,05 |
180** 30** 120 |
0,02 0,05** 0,05 |
240 30** 60 |
ჩაძირვა |
ჭურჭელი საკვების ნარჩენების გარეშე |
0,02 |
60 |
— |
— |
— |
— |
ჩაძირვა |
ჭურჭელი საკვების ნარჩენებით |
0,02 |
360 |
0,02 0,05 |
360 60 |
0,02 0,05 |
360 60 |
ჩაძირვა |
თეთრეული დაუბინძურებელი |
0,02 |
60 |
— |
— |
— |
— |
ჩაძირვა |
თეთრეული დაბინძურებული |
0,02 |
360 |
0,05 |
180 |
0,02 0,05 |
240 60 |
ჩაძირვა |
| სათამაშოები |
0,02** 0,05 |
180** 60 |
0,05 |
60 |
0,05 |
60 |
ჩაძირვა |
| სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობები |
0,05 |
60* |
0,05 |
120 |
0,02 0,05 |
240 30 |
გაწმენდა |
| დასალაგებელი მასალა |
0,02 |
360 |
0,05 |
180 |
0,05 |
60 |
ჩაძირვა |
შენიშვნა:
* — დეზინფექცია ტარდება ორჯერადი გაწმენდით 15-წუთიანი ინტერვალით. მითითებულია დეზინფექციის საერთო დრო, გაწმენდებს შორის 15-წუთიანი ინტერვალის ჩათვლით.
** — ნატურალური კაუჩუკის რეზინის ნაკეთობების გარდა.
სამედიცინო დანიშნულების საგნების აქვასოლით დეზინფექციის რეჟიმი წინასასტერილიზაციო გაწმენდასთან ერთად
ცხრილი №2
| დამუშავების ეტაპი |
დამუშავების რეჟიმები |
აქვასოლის კონცენტრაცია (აქტიური ქლორი, %) |
სამუშაო ხსნარის ტემპერატურა, °C |
დამუშავების დრო, წთ |
დასველება სამუშაო ხსნარში სრული ჩაძირვით, არხებისა და ღრუების ხსნარით შევსებით:
მინა, ლითონი, ტიტანის შენადნობები |
0,02 0,05 |
არანაკლებ 18 |
180* 30** |
| პლასტმასი, სილიკონის რეზინი |
0,02 0,05 |
არანაკლებ 18 |
60* 180(3)* 240(4)* 30** |
| ნატურალური კაუჩუკის რეზინი |
0,02 0,05 |
არანაკლებ 18 |
240** 60(5)* 120(4)* |
ყველა საგნის გარეცხვა იმავე ხსნარში, რომელშიც ჩატარდა დასველება, ჯაგრისით, ბამბის ან ქსოვილის ტამპონით, ხოლო არხების — შპრიცის მეშვეობით:
ნაწარმი, რომელსაც აქვს ჩამკეტი ნაწილები, არხები და ღრუები |
დასველების ეტაპზე გამოყენებული ხსნარის კონცენტრაციის შესაბამისად |
არანაკლებ 18 |
1,0 |
| ნაწარმი, რომელსაც არ აქვს ჩამკეტი ნაწილები, არხები და ღრუები |
დასველების ეტაპზე გამოყენებული ხსნარის კონცენტრაციის შესაბამისად |
არანაკლებ 18 |
0,5 |
გავლება გამდინარე სასმელ წყალში (არხების — შპრიცით ან ელექტროგამწოვით) |
არ ნორმირდება |
არ ნორმირდება |
1,0 |
გავლება დისტილირებულ წყალში (არხების — შპრიცით ან ელექტროგამწოვით) |
არ ნორმირდება |
არ ნორმირდება |
0,5 |
შენიშვნა: აქვასოლში დასველების ეტაპზე უზრუნველყოფილია საგნების დეზინფექცია:
* — ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს, ტუბერკულოზის გარდა.
** — ვირუსული და სოკოვანი ინფექციების დროს.
(3)* — ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს, ტუბერკულოზის ჩათვლით.
(4)* — ვირუსული, ბაქტერიული, ტუბერკულოზის ჩათვლით, და სოკოვანი ინფექციების დროს.
(5)* — ვირუსული, ბაქტერიული, ტუბერკულოზის გარდა, და სოკოვანი ინფექციების დროს.
სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობათა აქვასოლით წინასასტერილიზაციო გაწმენდის რეჟიმები დეზინფექციის შემდეგ
ცხრილი №3
| წინასასტერილიზაციო გაწმენდის ეტაპი |
გაწმენდის რეჟიმები |
სამუშაო ხსნარის კონცენტრაცია (პრეპარატზე გათვლით), % |
სამუშაო ხსნარის ტემპერატურა, °C |
დამუშავების დრო, წთ |
დასველება სამუშაო ხსნარში სრული ჩაძირვით, არხებისა და ღრუების ხსნარით შევსებით:
სილიკონისა და ნატურალური კაუჩუკის ნაწარმი |
0,01 |
არანაკლებ 18 |
30 |
| მინა, ლითონი, ტიტანის შენადნობები |
0,02 |
არანაკლებ 18 |
20 |
| პლასტმასი |
0,02 |
არანაკლებ 18 |
20 |
ყველა საგნის გარეცხვა იმავე ხსნარში, რომელშიც ჩატარდა დასველება, ჯაგრისით, ბამბის ან ქსოვილის ტამპონით:
საგნები, რომლებსაც არ აქვთ ჩამკეტი მოწყობილობები, არხები და ღრუები |
დასველებისას გამოყენებული ხსნარის კონცენტრაციის შესაბამისად |
არანაკლებ 18 |
0,5 |
| საგნები, რომლებსაც აქვთ ჩამკეტი მოწყობილობები, არხები და ღრუები |
დასველებისას გამოყენებული ხსნარის კონცენტრაციის შესაბამისად |
არანაკლებ 18 |
1,0 |
გავლება სასმელ წყალში (არხებისა და ღრუების — შპრიცით ან ელექტროგამწოვით) |
არ ნორმირდება |
არ ნორმირდება |
1 |
გავლება დისტილირებულ წყალში (არხებისა და ღრუების — შპრიცით ან ელექტროგამწოვით) |
არ ნორმირდება |
არ ნორმირდება |
0,5 |
სამედიცინო დანიშნულების საგნების აქვასოლით სტერილიზაციის რეჟიმები
ცხრილი №4
| ნაკეთობათა მასალა |
აქტიური ქლორის კონცენტრაცია, % |
სასტერილიზაციო დრო, წთ |
მინის, პლასტმასის, სილიკონის კაუჩუკის რეზინისა და ლითონისგან დამზადებული ნაკეთობები (მარტივი ინსტრუმენტები ტიტანის შენადნობებიდან — პინცეტები, სკალპელები და სხვა) |
0,02 |
60 |
| ნატურალური კაუჩუკის რეზინისგან დამზადებული ნაკეთობები |
0,02 |
180 |
4. აქვასოლის გამოყენება სამედიცინო დანიშნულების საგნების სტერილიზაციისათვის
4.1 სამედიცინო დანიშნულების საგნების აქვასოლით სტერილიზაცია ტარდება №4 ცხრილში მოცემული რეჟიმებით, 2.4 პუნქტში მითითებული ჭურჭლის გამოყენებისა და საგნების აქვასოლში ჩაყრის წესების ანალოგიურად.
4.2 სტერილიზაციის ჩატარებისას, მათ შორის საგნების ხსნარის ნარჩენებისგან გარეცხვის ეტაპზე, ყველა მანიპულაცია სრულდება ასეპტიკის წესების დაცვით. სტერილიზაციისათვის გამოიყენება აქვასოლისათვის განკუთვნილი სტერილური ჭურჭელი.
4.3 სასტერილიზაციო დროის გასვლის შემდეგ საგნებს აქვასოლიდან იღებენ სტერილური პინცეტით ან კორნცანგით, აშორებენ აქვასოლს არხებიდან და ღრუებიდან და გადააქვთ სტერილურ ჭურჭელში, სადაც მოთავსებულია სტერილური სასმელი წყალი აქვასოლის ნარჩენების მოსარეცხად.
გარეცხვა ტარდება 1 წუთის განმავლობაში, ნაწარმის სრულად ჩაძირვით წყალში და არხებისა და ღრუების წყლით შევსებით.
4.4 აქვასოლის ნარჩენებისგან გათავისუფლებულ საგნებს იღებენ წყლიდან, ათავსებენ სტერილურ საფენზე, სტერილური შპრიცით ან სხვა ხელსაწყოთი აშორებენ არხებში დარჩენილ წყალს და გადააქვთ სტერილური საფენით ამოგებულ სტერილურ სასტერილიზაციო ყუთში.
გასტერილებული საგნების შენახვის ვადა არ აღემატება სამ დღე-ღამეს.