შემადგენლობა

პაპაიას (Carica Papaya) ექსტრაქტი, ჟელატინი (კაფსულა).

დანიშნულება
  • პაპაინი ეფექტურად მოქმედებს ქრონიკული გასტროინტესტინალური დისფუნქციის დროს, ხსნის ყაბზობასთან და შებერილობასთან დაკავშირებულ დისკომფორტს. რეკომენდებულია მისი გამოყენება ცილებით მდიდარი საკვების მიღებისას.
  • საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობისას;
  • პანკრეასის ანთების, პანკრეატიტის დროს. როდესაც არის პანკრეასის ექსკრეციული ფუნქციის უკმარისობა;
  • ღვიძლის აღდგენის, გაწმენდისა და შენარჩუნების მიზნით;
  • ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის ბუშტის ტრაქტის დარღევევებისა და დაავადების დროს, მათ შორის სხვადასხვა მოწამვლისას;
  • ქიმიოთერაპიის შემდეგ საჭმლის მონელების და მადის აღსადგენად
  • ხშირად იყენებენ,როგორც დანამატი ცეროზის მკურნალობისას.
  • ეს საოცარი ფერმენტი ეფექტურად ამცირებს კუნთების ტკივილს, რომელიც ხშირია ვარჯიშისა და ფიზიკური დატვირთვის დროს;
  • პაპაინი ეფექტურია გრიპისა და გაციების დროს. ამშვიდებს ყელის ტკივილს.
  • გამოიყენება ალერგიული რეაქციების დროს

    მიღების წესები, უკუჩვენება

    მიღების წესები: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში, ჭამის დროს.

    უკუჩვევები: ინდივიდუალური აუტანლობა. ორსულობის და ლაქტაციის დროს გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

    შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან

  • პროდუქტის აღწერა

    ამ ენზიმის მიღება შესაძლებელია პაპაიას ნაყოფის საკვებად გამოყენების გზით. ასევე ის ხელმისაწვდომია საღეჭი აბებისა და კაფსულების სახით. პაპაიას ფხვნილი გახლავთ ხალხური სამკურნალო საშუალება ტკივილის, ანთებისა და შეშუპების შესამცირებლად. ის აუმჯობესებს ათვისების პროცესებს, ებრძვის ინფექციას, დიარეას და ალერგიულ რეაქციებს. შესწავლის პროცესშია მისი გამოყენების ეფექტურობა სიმსივნეებთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლაში. პაპაინი წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფერმენტს და აქვს უამრავი სასარგებლო თვისება.

    პაპაინი-ს შეუძლია გაყოს უცხიმო ხორცი საკუთარ მოლეკულაზე 35 ჯერ მეტი მასით, გადაამუშავებს კვერცხის ალბუმინს, რომელიც 300 ჯერ აღემატება თავის მასას. პაპაინი-ი არის ფართო სპექტრის ფერმენტი, რომელიც ასრულებს სპეციალურ ცილების განლაგების ფუნქციას იმ მდგომარეობამდე, სადაც ისინი შეიძლება ადვილად აითვისონ.

    მცენარეულ ენზიმებსა და ფერმენტებს გააჩნიათ დიდი უპირატესობა სხვა არამცენარეული ფერმენტებისგან განსხვავებით:
    1) მცენარეული ენზიმები-ფერმენტები არ იწვევენ დამოკიდებულებას.
    2) ისინი სრულიად უვნებელია ორგანიზმითვის, აქვს მაღალი ეფექტურობა და გამოიყენება როგორც სწრაფი დახმარება გამწვავების დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
    3) მცენარეულ ფერმენტებს კარგად გამოხატული სამკურნალო თვისებები გააჩნიათ.
    4) მცენარეულ ფერმენტებს შეუძლიათ იმუშაონ როგორც კუჭში, ასევე ნაწლავებში.

    რადგან კუჭი საჭმელს არ ითვისებს,ამიტომ მცენარეულ ფერმენტებს აქვთ უპირატესობა, წინასწად შეუწყონ ხელი კუჭში საკვების მონელებას(დაახლოებით ერთი საათით ადრე, სანამ საჭმელი მოხდება წვრილ ნაწლავში, სადაც დაიწყება საჭმლის გადამუშავება).