პაპაინი
60 კაფსულა - 55,0 лари
Получите рекомендацию от семейного врача | тел: 032 214-10-10
პაპაინი არის პროტეოლიზური ფერმენტი, რომელიც პაპაიას ნაყოფისგან მიიღება. პროტეოლიზური ფერმენტები ეხმარებიან რთულ ცილებს მცირე ზომის პროტეინულ ფრაგმენტებად დაშლაში, როგორებიც არიან პეპტიდები და ამინომჟავები. პაპაინი აქტიურია ნებისმიერ გარემოში — მჟავე, ტუტე, ნეიტრალური. ამიტომ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მჟავიანობის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებების დროს და ცილებით მდიდარი საკვების მიღებისას. პაპაინის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ინფექციური დაავადებების მრავალი პათოგენის ტოქსინების, მათ შორის ტეტანუსის განადგურების უნარი.
პაპაიას (Carica Papaya) ექსტრაქტი, ჟელატინი (კაფსულა).
მიღების წესები: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში, ჭამის დროს.
უკუჩვევები: ინდივიდუალური აუტანლობა. ორსულობის და ლაქტაციის დროს გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან
Описание продукта
ამ ენზიმის მიღება შესაძლებელია პაპაიას ნაყოფის საკვებად გამოყენების გზით. ასევე ის ხელმისაწვდომია
საღეჭი აბებისა და კაფსულების სახით.
პაპაიას ფხვნილი გახლავთ ხალხური სამკურნალო საშუალება ტკივილის, ანთებისა და შეშუპების შესამცირებლად.
ის აუმჯობესებს ათვისების პროცესებს, ებრძვის ინფექციას, დიარეას და ალერგიულ რეაქციებს. შესწავლის
პროცესშია მისი გამოყენების ეფექტურობა სიმსივნეებთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლაში. პაპაინი
წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფერმენტს და აქვს უამრავი სასარგებლო თვისება.
პაპაინი-ს შეუძლია გაყოს უცხიმო ხორცი საკუთარ მოლეკულაზე 35 ჯერ მეტი მასით, გადაამუშავებს კვერცხის ალბუმინს, რომელიც 300 ჯერ აღემატება თავის მასას. პაპაინი-ი არის ფართო სპექტრის ფერმენტი, რომელიც ასრულებს სპეციალურ ცილების განლაგების ფუნქციას იმ მდგომარეობამდე, სადაც ისინი შეიძლება ადვილად აითვისონ.
მცენარეულ ენზიმებსა და ფერმენტებს გააჩნიათ დიდი უპირატესობა სხვა არამცენარეული ფერმენტებისგან განსხვავებით:
1) მცენარეული ენზიმები-ფერმენტები არ იწვევენ დამოკიდებულებას.
2) ისინი სრულიად უვნებელია ორგანიზმითვის, აქვს მაღალი ეფექტურობა და გამოიყენება როგორც სწრაფი დახმარება გამწვავების დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
3) მცენარეულ ფერმენტებს კარგად გამოხატული სამკურნალო თვისებები გააჩნიათ.
4) მცენარეულ ფერმენტებს შეუძლიათ იმუშაონ როგორც კუჭში, ასევე ნაწლავებში.
რადგან კუჭი საჭმელს არ ითვისებს,ამიტომ მცენარეულ ფერმენტებს აქვთ უპირატესობა, წინასწად შეუწყონ ხელი კუჭში საკვების მონელებას(დაახლოებით ერთი საათით ადრე, სანამ საჭმელი მოხდება წვრილ ნაწლავში, სადაც დაიწყება საჭმლის გადამუშავება).