მირა მირა
3 ჯერ გავიკეთე მოლისანი ანტისეპტიკი და აღარაფერი აღარ მაქვს, გაიხარეთ, სული მოვითქვი, რასაც თქვენ მე გლოცავთ, წარმატებებს გისურვებთ 😘😍😘😍😘

აირჩიეთ შეფუთვა
შემდეგ შეამოწმებთ კალათას და შეავსებთ თქვენს მონაცემებს. WhatsApp-ში გადახვალთ მხოლოდ ფორმის შევსების შემდეგ. მიწოდების ფასი ჯამში არ შედის.
ხელმისაწვდომობა და მიწოდების პირობები დააზუსტეთ შეკვეთამდე.
მოლისანი ანადგურებს საშოს ლორწოვანის პათოგენურ ფლორას (ბაქტერიულ-ვირუსული ინფექცია, კოლპიტი, ვაგინიტი, კანდიდომიკოზი, ჰიპერსეკრეცია, თეთრად შლა, გენიტალური ჰერპესი). ხასიათდება ანტიანთებითი მოქმედებით სასქესო ორგანოებზე. არის ინტიმური ჰიგიენის საშუალება, რომელიც ხელს უშლის სქესობრივი გზით ვირუსულ-ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციის გადაცემას. ეფექტურია candida-ს რიგის სოკოსადმი, რომელიც იწვევს კანდიდოზს.
სტრუქტურირებული წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, ვერცხლის ნანონაწილაკები, მცენარეული ეთერზეთები: ჩაის ხე, პიტნა.
(დეტალური ინფორმაცია)

ღამით გამოირეცხეთ ან გაიკეთეთ საშოს აბაზანები (ძალიან ეფექტურია) თბილი (38°) მოლისანი ანტისეპტიკით. სასურველია პროცედურები გაიმეოროთ დღეში 2-3 ჯერ. ეფექტურია ყოველ საღამოს კომპლექსური მკურნალობისას მოლისანში დასველებული სტერილური ტამპონების გამოყენებით.
ამის გარდა შინაგანად მიიღება
მოლისანის 4 კომპონენტიანი ანტიპარაზიტული ფორმულა, 2-3 კაფსულა დღეში სამჯერ, დილით 2-3 კაფსულა, შუადღეს 2-3 კაფსულა და უშუალოდ ძილის წინ 2-3 კაფსულა.
მკურნალობა გრძელდება 5-7 დღე. ჩვეულებრივ მოლისანი ანტისეპტიკის 2-4 პროცედურის შემდეგ ქრება ქავილი, ანთების ნიშნები, მცირდება საშოს ქსოვილების შეშუპება, გამონადენი ხდება გამჭვირვალე.
პრფილაქტიკის მიზნით, ყოველთვიურად, სასურველია 5 დღიანი კურსის ჩატარება. საშოს გამორეცხვა ხდება დღეში 1 ან 2 ჯერ.
საშოს გამორეცხვა არის პროცედურა, რომელიც გამოიყენება ჰიგიენური ან სამედიცინო მიზნებისთვის და გულისხმობს საშოს ღრუს მოლისანით გამორეცხვას. გამორეცხვის დროს შეიძლება გამოიყენებოდეს ოყნის მოწყობილობა, ასევე სპეციფიური მოწყობილობა, რომელიც სპეციალურად საშოს გამორეცხვისთვის მზადდება.
ნაწლავების ოყნის გამოყენება გამორეცხვისთვის არ არის რეკომენდირებული, საშოს კედლების ნაწლავური ფლორით დაინფიცირების რისკის გამო.
მოლისანი გამოიყენება ჩაბანვით ან საშოს გამორეცხვით.
ჰიგიენური პროცედურები მოლისანის გამოყენებით სასურველია ჩატარდეს ყოველდღიურად საღამოს ტუალეტის დროს.
სქესობრივი აქტის შემდეგ სასქესო ორგანო სასურველია რომ დამუშავდეს მოლისანით.
პროფილაქტიკის მიზნით მოლისანის გამოყენება უმჯობესია ყოველდღიურად.
ადგილობრივად: გამოიყენება მოლისანი ანტისეპტიკი ან მოლისანი კლასიკური, გამოყენება უნდა დაიწყოთ ტუალეტის შემდეგ. დასაწყისში უნდა ჩამოიბანოთ ნაპრალები, კვანძები წყლითა და საპნით, გაიმშრალოთ, და დაიმუშავოთ გრილი მოლისანით (არა უმეტეს 30°C). ყოველი ტუალეტის შემდეგ პროცედურა უნდა განმეორდეს.
მიკროოყნები უნდა გაიკეთოთ 50 მლ. ოდენობით, დღეში 2 - 3 ჯერ, ეცადეთ რაც შეიძლება დიდხანს დააყოვნოთ მოლისანი სწორ ნაწლავში (არა ნაკლებ 15-20 წუთი). ოყნები კეთდება სიფრთხილით და მის წვერს უნდა წაეცხოს ვაზელინი.
საჭიროების შმთხვევაში დღეში ორჯერ, დილას და საღამოს შეიყვანეთ სწორ ნაწლავში 3-4 სმ-ის სტერილური ბინტიდან დამზადებული ტამპონი, გაჟღენთილი მოლისანით.
უპირველეს ყოვლისა უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენა. ეცადეა რომ არ გქონდეთ ყაბზობა. დროულად უმკურნალეთ ბუასილს, ფაღარათს. მკურნალობისთვის საჭიროა, რომ კუჭის დაცლის შემდეგ უკანა ტანი ჩაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით, შემდეგ კი ნაპრალები დაიმუშაოთ თბილი* მოლისანით, გაიკეთოთ ოყნა თბილი* მოლისანით და შეძლებისდაგვარად უნდა დააყოვნოთ 10-15 წუთი.
გამონადენის და ჩირქის არსებობის შემთხვევაში, სასურველია ოყნის განმეორება. პროცედურის დასრულებისას საჭიროა თბილი, ანადუღარი წყლის ოყნის გაკეთება. სასარგებლოა დიეტა კალციუმის, ცილების, ფოსფორის და ვიტამინი D მაღალი შემცველობით.
გაითვალისწინეთ რომ ხშირ შემთხვევაში მწვავე პარაპროქტიტი საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას, დაგვიანებული ქირურგიული მკურნალობისას კი შეიძლება განვითარდეს გართულებები.
მოლისანი ანტისეპტიკი გამოიყენეთ მიკროოყნების სახით დილას და საღამოს. ღამით კი შეიყვანეთ სწორ ნაწლავში 3-4 სმ-ის სტერილური ბინტიდან დამზადებული ტამპონი, გაჟღენთილი მოლისანით.
მოლისანი გამოიყენება განზავების გარეშე, განზავება ასუსტებს პრეპარატის სამკურნალო თვისებებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლისანის გამოყენებისას განიცდით დისკომფორტს განაზავეთ იგი თბილ ანადუღარ წყალში (2 ნაწილი მოლისანი + 1 ნაწილი თბილი ანადუღარი წყალი).
პროცედურისთვის გამზადებული მოლისანი უნდა იყოს თბილი 37° - 38°. მოლისანის შეთბობა შეიძლება მისი ჩასხმით ფინჯანში და მისი მოთავსებით ცხელ წყალში. გაითვალისწინეთ, რომ შემთბარი მოლისანი მალე კარგავს თავის თვისებებს და არ ინახება. შეათბეთ მხოლოდ პროცედურისთვის საჭირო რაოდენობა.
დღეში ორჯერ - სამჯერ (დილას და საღამოს, ან დილას, შუადღეს და საღამოს) თბილი წყლით და საპნით დაბანის და გამშრალების შემდეგ დაისველეთ იღლიები და ფეხის ტერფები მოლისანი ანტისეპტიკით.
პროცედურა გაიმეორეთ 2-3 დღე, პროფილაქტიკისათვის პროცედურების გამეორება სასურველია ყოველდღიურად. გაითვალისწინეთ რომ მოლისანი მცენარეული საშუალებაა და მოითხოვს ინტენსიურ გამოყენებას. როგორც წესია, სუნი ქრება მეორე დღესვე, ჭარბი ოფლიანობა იკლებს.
დეტალური საინფორმაციო მასალები: ვაგინალური გამოყენება · ბუასილი / პროსტატიტი · ინტიმური ჰიგიენა
უკუჩვევები: ინდივიდუალური შეუთავსებლობა, ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
მოლისანის ზოგადტოქსიური მოქმედების შესწავლა.
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან