ნინი კუპრაძე
მოლისანის შემქნელმა გაიხაროს, ძალიან ეფექტური წამალია ყველაფრისათვის. ოდნავ ანთებითი პროცესი მქონდა ღრძილებზე, კბილის მათეთრებელმა დამიზიანა, საზღვარგარეთ ვიყავი მაშინ და ექიმთან ვერ მივედი, სამაგიეროდ მოლისანი მქონდა. ტამპონები ვიდე, ვივლე და მომირჩინა. ასევე ტანზე მქონდა ზღვიდან მოყოლებული, რაღაც ინფექციური მეჭეჭები, მაყრიდა ადგილ ადგილ - მომირჩინა.
მართალია სახეზე არაფერი მჭირს მაგრამ მაინც წავისვი და სულ «გადამიწკრიალა» თუ შეიძლება ასე ითქვას, ელფერი დაუბრუნა (დიეტაზე ვიყავი და ხომ მოგეხსენებათ მაგ დროს სახე თავისებურად კარგავს თვისებებს). თმის ცვენა შემიჩერა, თავის კანი გამიჯანსაღა. მაკიაჟს მოლისანით ვიშორებ, არანაირ ლოსიონებს აღარ ვხმარობ მაკიაჟის მოსაშორებლად, მოლისანია ჩემთვის ლოსიონიც და ყველაფერიც.
თილისმად დამაქვს ყველგან. გაიხარეთ, ასეთი რამე საქართველოში დიდი ხანია აღარ გამოუგონიათ. ჩემს მეგობრებსაც ვურჩიე, ძალიან კმაყოფილები არიან. ერთი სიტყვით თავი შეგაწყინეთ, მაგრამ რომ არ მომეწერა არ შემეძლო. დისერტაციას დავწერ მოლისანზე, იმდენი კარგი რამის თქმა შემიძლია. დედას ვეუბნებოდი ხუმრობით, მოლისანის შემქმნელს ძეგლი უნდა დავუდგა-მეთქი, იმ დონეზე კმაყოფილი ვარ.
