საინფორმაციო მასალა
კანის დაავადებები
გამოყენების წესი და რეკომენდაციები
გარეგანი გამოყენება
კანის დაავადებების დროს გარეგანი მოვლისთვის გამოიყენება
„მოლისანი — ქრონიკული ჭრილობები და კანის მძიმე დაზიანებები“.
პროცედურის დაწყებამდე დაზიანებული უბანი ნაზად ჩამოიბანეთ და გაასუფთავეთ. შემდეგ დაადეთ მოლისანის ხსნარით დასველებული საფენი და დატოვეთ 3–4 საათით. პროცედურა რეგულარულად გაიმეორეთ ერთი კვირის განმავლობაში ან, საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხანგრძლივად. თუ 3–4 საათის შემდეგ საფენი არ დაბინძურდა, ინტერვალი თავდაპირველად 5–6 საათამდე, შემდეგ კი 8–10 საათამდე გაზარდეთ.
გამოყენების შედეგად შესაძლოა თანდათან შემცირდეს კანის გაღიზიანება, სიმშრალე და დაზიანების სხვა ნიშნები. შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე, დაზიანების ხარისხსა და მოვლის რეგულარულობაზე.
შინაგანი მიღება
შინაგანად მიიღება
მოლისანი ელექსირი.
მოლისანი ელექსირი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და
ლიმფოვენური ჰემოდინამიკის ნორმალურ ფუნქციონირებას.
მოლისანი ელექსირი მიიღება 15–20 მლ დღეში სამჯერ:
- დილით — უზმოზე;
- შუადღით — ჭამამდე 30 წუთით ადრე;
- საღამოს — დაძინებამდე 30 წუთით ადრე.
როგორ შევათბოთ მოლისანი?
პროცედურისთვის საჭირო რაოდენობის მოლისანის ხსნარი ჩაასხით ფინჯანში,
შემდეგ კი ფინჯანი ცხელ წყალში ჩადგით. გაათბეთ მხოლოდ უშუალოდ
გამოყენებისთვის საჭირო რაოდენობა.
გათბობილი ხსნარი შესანახად არ არის განკუთვნილი, ამიტომ დარჩენილი ნაწილი მოგვიანებით გამოსაყენებლად არ შეინახოთ.
გაითვალისწინეთ, რომ მოლისანი მცენარეული საშუალებაა. სასურველი შედეგის მისაღებად იგი რეგულარულად და თანმიმდევრულად უნდა გამოიყენოთ.
ფეხის, ფრჩხილისა და კანის სოკოვანი ინფექციები
ტერფისა და კანის სოკოვანი ინფექცია — გამოყენების დაწყებამდე დაზიანებული უბნები საპნითა და თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კარგად გაიმშრალეთ. პირველ ეტაპზე დაზიანებულ ზედაპირზე დაადეთ მოლისანის ხსნარით დასველებული, ოთხ ფენად დაკეცილი საფენი. ყოველ 10–15 წუთში საფენი კვლავ დაასველეთ, რათა არ გაშრეს. პროცედურა დღეში 6–8-ჯერ გაიმეორეთ. ასეთი მოვლა 5–6 დღის განმავლობაში გააგრძელეთ.
ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია — თუ ინფექცია ფრჩხილებზეც გავრცელდა, თავდაპირველად ტერფები თბილ წყალში გააჩერეთ, შემდეგ კი დაზიანებული ფრჩხილები მოკლედ მოიჭერით და ფრთხილად გაისუფთავეთ. ტერფები 30–35 წუთის განმავლობაში გააჩერეთ თბილ (40–42 °C) მოლისანის ხსნარში. ასევე შესაძლებელია მოლისანის ხსნარით დასველებული თბილი საფენის გამოყენება. საფენი პერიოდულად დაასველეთ, რათა არ გაშრეს.
კანის სოკოვანი დაზიანების შემთხვევაში გაუმჯობესება შესაძლოა 7–10 დღეში შეინიშნოს. ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში მოვლა უფრო ხანგრძლივია და უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ დაზიანებული ნაწილი თანდათან არ მოიჭრება და მის ადგილას ახალი, ჯანსაღი ფრჩხილი არ გაიზრდება.
წინდებისა და ფეხსაცმლის მოლისანის ხსნარით რეგულარული დეზინფექცია აუცილებელია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის მოვლა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენიც ფრჩხილის ფირფიტის სრულ განახლებას სჭირდება. ხელის ფრჩხილის სრულ განახლებას დაახლოებით 3–4 თვე სჭირდება, ხოლო ფეხის ფრჩხილისას — 5–6 თვე ან მეტი.
მოვლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ დაზიანებულ ფირფიტას მთლიანად ჯანსაღი ფრჩხილი არ ჩაანაცვლებს. ბევრი ადამიანი მცირე გაუმჯობესებისთანავე წყვეტს მოვლას, რამაც შესაძლოა ინფექციის განმეორება გამოიწვიოს.
კანის ფსორიაზი
პროცედურის დაწყებამდე დაზიანებული უბნები საპნითა და თბილი წყლით კარგად დაიბანეთ. კანის დასარბილებლად წინასწარ გამოიყენეთ კომფორტულად თბილი საფენი, რათა ქერცლი და დაზიანებული კერები დარბილდეს.
ამის შემდეგ დაზიანებულ უბანზე 20–40 წუთით დაადეთ მოლისანის ხსნარით დასველებული თბილი (38–40 °C) საფენი (6-8-თ გადაკეცილი რბილი სელის ქსოვილი ან მარლა.
პროცედურა დღეში 3–4-ჯერ გაიმეორეთ. ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ კანის რეგულარული მოვლა, თანმიმდევრულობა და მოთმინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პროფილაქტიკური მოვლისთვის სასურველია მოლისანის ყოველდღიური გამოყენება.
თავის კანის ფსორიაზი
საპნით ან შამპუნით დაბანის შემდეგ თავი პირსახოცით მსუბუქად შეიმშრალეთ და მოლისანის ხსნარი თავის კანზე ნაზად შეიზილეთ. მოლისანის გამოყენება ხელს უწყობს დაზიანებული კანის მოვლას.
რეკომენდებულია გამოყენების შემდეგი მეთოდი: სავარცხლით თმა თანმიმდევრულად გადაწიეთ და მოლისანის ხსნარით დასველებული ბამბის ტამპონით თავის კანი კარგად დაამუშავეთ. პროცედურა გააგრძელეთ მანამ, სანამ თავის კანის მთელ ზედაპირს არ დაამუშავებთ.
ამის შემდეგ თავზე გადაიფარეთ პოლიეთილენის ქუდი ან პირსახოცი და გაიჩერეთ 15–20 წუთის განმავლობაში. მოლისანის ხსნარის რეკომენდებული ტემპერატურაა 40 °C.
პროცედურა დღეში მინიმუმ ორჯერ გაიმეორეთ. რეკომენდებული კურსის ხანგრძლივობაა 6–8 დღე. თავის დაბანა დღეში ერთხელ საკმარისია. მოლისანი დამატებით ჩამობანას არ საჭიროებს.
დამატებითი მიღება
- ვერცხლის ნანოკოლოიდი — მიიღეთ 5–10 მლ დილით, უზმოზე და ძილის წინ. ხსნარი ენის ქვეშ 5 წუთით გააჩერეთ, შემდეგ კი გადაყლაპეთ.
- მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა — მიიღეთ კვებიდან ერთი საათის შემდეგ ან კვებამდე 20–30 წუთით ადრე. მიღებისას დააყოლეთ 1–2 ჭიქა ცოცხალი წყალი ან გაფილტრული სასმელი წყალი.
გამოყენების შედეგად შესაძლოა თანდათან შემცირდეს ქერცვლა და დაზიანებულ უბნებზე გამოჩნდეს სუფთა, ვარდისფერი კანი. შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და პროცედურების რეგულარულად ჩატარებაზე.
მოვლის პერიოდში სასურველია მოერიდოთ ცხარე, შებოლილ და ზედმეტად მარილიან საკვებს, ასევე ალკოჰოლსა და თამბაქოს. მნიშვნელოვანია სტრესის შემცირება და ძილის რეჟიმის დაცვა.
ეგზემა
პროცედურის დაწყებამდე დაზიანებული უბანი თბილი საფენით დაარბილეთ. ამის შემდეგ კანი ნაზად ჩამოიბანეთ და გაასუფთავეთ. დაზიანებულ უბანზე დაადეთ მოლისანის ხსნარით დასველებული საფენი და დატოვეთ 3–4 საათით. შემდეგ საფენი ახლით შეცვალეთ. პროცედურა რეგულარულად გაიმეორეთ ერთი კვირის განმავლობაში ან, საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხანგრძლივად. თუ 3–4 საათის შემდეგ საფენი არ დაბინძურდა, ინტერვალი თავდაპირველად 5–6 საათამდე, შემდეგ კი 8–10 საათამდე გაზარდეთ.
გამოყენების შედეგად შესაძლოა თანდათან შემცირდეს კანის გაღიზიანება, სიმშრალე და დაზიანების სხვა ნიშნები. შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე, დაზიანების ხარისხსა და მოვლის რეგულარულობაზე.
დამატებითი მიღება
- ვერცხლის ნანოკოლოიდი — მიიღეთ 5–10 მლ დილით, უზმოზე და ძილის წინ. ხსნარი ენის ქვეშ 5 წუთით გააჩერეთ, შემდეგ კი გადაყლაპეთ.
- მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა — მიიღეთ კვებიდან ერთი საათის შემდეგ ან კვებამდე 20–30 წუთით ადრე. მიღებისას დააყოლეთ 1–2 ჭიქა ცოცხალი წყალი ან გაფილტრული სასმელი წყალი.
