ქრონიკული ჭრილობები, ქსოვილების რეგენერაცია და კანის მძიმე დაზიანებები

ექიმის მხარდაჭერა, საჩუქარი და მუდმივი 10%-იანი ფასდაკლება

დარეგისტრირდი MHCW-ის პორტალზე.
მიიღე ექიმის მხარდაჭერა, მუდმივი 10%-იანი ფასდაკლება და საჩუქრად 500 მლ მოცულობის მოლისანი კანისა და ჭრილობებისთვის.

ფეხის, ფრჩხილისა და კანის სოკოვანი ინფექციები

ფეხისა და კანის სოკოვანი ინფექცია — გამოყენების დაწყებამდე დაზიანებული უბნები საპნითა და ცხელი წყლით ჩამოიბანეთ და კარგად გაიმშრალეთ. პირველ ეტაპზე დაზიანებულ ზედაპირზე დაიდეთ კანის და ჭრილობების მოლისანით დასველებული ოთხფენოვანი საფენი. ყოველ 10–15 წუთში საფენი კვლავ დაასველეთ, რათა არ გაშრეს. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 6–8-ჯერ. ასეთი მოვლა გრძელდება 5–6 დღის განმავლობაში.

ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია — თუ ინფექციამ ფრჩხილებიც დააზიანა, თავდაპირველად ტერფები ცხელ წყალში გააჩერეთ, შემდეგ კი დაზიანებული ფრჩხილები მოიჭერით და გაისუფთავეთ. ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის დროს რეკომენდებულია ფეხის აბაზანის გაკეთება და ტერფების ცხელ* (40–42 °C) კანის და ჭრილობების მოლისანში 30–35 წუთის განმავლობაში გაჩერება. ასევე შესაძლებელია კანის და ჭრილობების მოლისანით დასველებული თბილი საფენის გამოყენება. საფენი პერიოდულად დაასველეთ, რათა არ გაშრეს.

შინაგანი გამოყენებისთვის მიიღება მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა და მოლისანი დეტოქსი.

კანის სოკოვანი დაზიანების გაუმჯობესება, სავარაუდოდ, 7–10 დღეში ხდება. ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში პროცესი უფრო ხანგრძლივია და გრძელდება მანამ, სანამ დაზიანებული ფრჩხილის ნაწილი თანდათან არ მოიჭრება და მის ადგილას ახალი, ჯანსაღი ფრჩხილი არ გაიზრდება.

წინდებსა და ფეხსაცმელს აუცილებლად სჭირდება მოლისანით დეზინფექცია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენიც ფრჩხილის ფირფიტის სრულად განახლებას სჭირდება. ხელის ფრჩხილის სრულად გაზრდას დაახლოებით 3–4 თვე სჭირდება, ხოლო ფეხის ფრჩხილისას — 5–6 თვე ან მეტი.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ დაზიანებულ ფირფიტას მთლიანად ჯანსაღი ფრჩხილი არ ჩაანაცვლებს. ბევრი ადამიანი მცირე გაუმჯობესებისთანავე წყვეტს მკურნალობას, რასაც შესაძლოა ინფექციის განმეორება მოჰყვეს.

კანის ფსორიაზი

პროცედურის დაწყებამდე დაზიანებული უბნები კარგად დაიბანეთ საპნითა და თბილი წყლით. სასურველია კანის წინასწარ დარბილება თბილი კომპრესით, მაქსიმალურად მოსათმენი ტემპერატურის გამოყენებით, რათა ქერცლი და დაზიანებული კერები დარბილდეს. ამის შემდეგ დაზიანებულ უბანზე დაიდეთ თბილი* (38–40 °C) კანის და ჭრილობების მოლისანით დასველებული კომპრესი 20–40 წუთის განმავლობაში. (როგორ გავიკეთოთ კომპრესი? დააწკაპუნეთ აქ)

პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3–4-ჯერ. ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ კანის რეგულარული მოვლა, თანმიმდევრულობა და მოთმინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პროფილაქტიკური მოვლის მიზნით სასურველია მოლისანის ყოველდღიური გამოყენება.

შინაგანი გამოყენებისთვის მიიღება მოლისანი დეტოქსი და მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა .

მოლისანი დეტოქსი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოქმედებისა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას, ასევე ორგანიზმიდან არასასურველი ნივთიერებებისა და დაგროვილი მარილების გამოდევნას.

გამოყენების შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე, დაზიანების გავრცელებასა და მოვლის რეგულარულობაზე.

თავის კანის ფსორიაზი

საპნით ან შამპუნით დაბანის შემდეგ თავი პირსახოცით მსუბუქად შეიმშრალეთ და მოლისანი თავის კანზე შეიზილეთ. მოლისანის გამოყენება ხელს უწყობს დაზიანებული კანის მოვლასა და აღდგენას.

რეკომენდებულია გამოყენების შემდეგი მეთოდი: სავარცხლით თმა თანმიმდევრულად გადაწიეთ და კანის და ჭრილობების მოლისანით დასველებული ბამბით თავის კანი კარგად დაამუშავეთ. პროცედურა გააგრძელეთ მანამ, სანამ თავის კანის მთელ ზედაპირს არ დაფარავთ.

ამის შემდეგ თავზე გადაიფარეთ პოლიეთილენის ქუდი ან პირსახოცი და გაიჩერეთ 15–20 წუთის განმავლობაში. კანის და ჭრილობების მოლისანის რეკომენდებული ტემპერატურაა 40 °C. პროცედურა გაიმეორეთ დღეში მინიმუმ ორჯერ. რეკომენდებული კურსის ხანგრძლივობაა 6–8 დღე.

თავის დაბანა დღეში ერთხელ საკმარისია. მოლისანი დამატებით ჩამობანას არ საჭიროებს.

ძილის წინ შესაძლებელია 5–10 მლ ოქროს ნანოკოლოიდის სუბლინგვურად, ენის ქვეშ, 5 წუთის განმავლობაში გაჩერება. ნახევარსაათიანი ინტერვალის შემდეგ შესაძლებელია ვერცხლის ნანოკოლოიდის მიღება.

შინაგანი გამოყენებისთვის მიიღება მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა და მოლისანი ელექსირი.

გამოყენების შედეგად შესაძლოა თანდათან შემცირდეს ქერცვლა და დაზიანებულ უბნებზე გამოჩნდეს სუფთა, ვარდისფერი კანი. შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და პროცედურების რეგულარულად ჩატარებაზე.

მოვლის პერიოდში სასურველია მოერიდოთ ცხარე, შებოლილ და ზედმეტად მარილიან საკვებს, ასევე ალკოჰოლსა და თამბაქოს. მნიშვნელოვანია სტრესის შემცირება და ძილის რეჟიმის დაცვა.

ეგზემა

პროცედურის დაწყებამდე დაზიანებული უბანი თბილი კომპრესით დაარბილეთ. ამის შემდეგ კანი კანის და ჭრილობების მოლისანით დაასველეთ და ბუნებრივად გაშრობის საშუალება მიეცით. პროცედურა რეგულარულად გაიმეორეთ ერთი კვირის განმავლობაში ან, საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხანგრძლივად.

გამოყენების შედეგად შესაძლოა თანდათან შემცირდეს კანის გაღიზიანება, სიმშრალე და დაზიანებული უბნების გამოხატულება. შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე, დაზიანების ხარისხსა და მოვლის რეგულარულობაზე.

დამატებითი რეკომენდაცია: ოთხივე შემთხვევაში მდგომარეობის გაუმჯობესებას შესაძლოა ხელი შეუწყოს მოლისანი ელექსირისა და ცოცხალი წყლის მიღებამ. მოლისანი ელექსირი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოქმედებისა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას, ასევე ორგანიზმიდან არასასურველი ნივთიერებების გამოდევნას.

მოლისანი ელექსირი მიიღება 15–20 მლ დღეში სამჯერ:
დილით — უზმოზე;
შუადღით — ჭამამდე 30 წუთით ადრე;
საღამოს — დაძინებამდე 30 წუთით ადრე.

როგორ შევათბოთ მოლისანი?
პროცედურისთვის საჭირო რაოდენობის კანის და ჭრილობების მოლისანი ჩაასხით ფინჯანში და ფინჯანი ცხელ წყალში ჩადგით. შეათბეთ მხოლოდ უშუალოდ გამოყენებისთვის საჭირო რაოდენობა. გაცხელებული კანის და ჭრილობების მოლისანი დიდხანს არ ინახება, ამიტომ დარჩენილი თბილი ხსნარი მოგვიანებით გამოსაყენებლად არ შეინახოთ.

გაითვალისწინეთ, რომ კანის და ჭრილობების მოლისანი მცენარეული საშუალებაა და რეკომენდებული შედეგის მისაღებად საჭიროებს რეგულარულ და თანმიმდევრულ გამოყენებას.

გამოხმაურება

Nona Janelidze
კანის და ჭრილობების მოლისანის საფენები ძალიან კარგია — ფსორიაზის დროს შველის. ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი.

Mancho Mancho
მართლაც საუკეთესო პროდუქციაა! ფსორიაზის შემთხვევაში ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც აღწერილი გაქვთ. ვიკეთებ კომპრესებს, ვსვამ მოლისანს, ანტიპარაზიტულ ფორმულას, ნანოვერცხლსა და ცოცხალ წყალს. ფსორიაზით დაზიანებულ ხელისგულებზე შედეგი მეორე დღესვე შევნიშნე. დღეს მეხუთე დღეა: ოთხ ფენად აქერცლილი კანი უკვე ორ ფენამდე შემცირდა და ვარდისფერი გახდა. გაუმჯობესებას შინაგანადაც ვგრძნობ — დაღლილობა და ნერვული დაძაბულობა თანდათან ქრება.

მზეო ცინცაძე
ორი წლის ბავშვს ათი დღის განმავლობაში ვასმევდი. სახეზე ეგზემა აქვს და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვართ: მოლისანის დახმარებით გამონაყარი თითქმის გაუქრა და სახის კანი გაუმჯობესდა. მადლობა თქვენ! ❤️
მოლისანის ელექსირს დღეში სამჯერ, თითო ჩაის კოვზს ვასმევდი, ხოლო კლასიკური მოლისანით დაზიანებულ კანს.

ფსორიაზის მკურნალობა. ადელინას ბლოგი.
ფსორიაზის მკურნალობის მარათონის მეორე თვის მეორე დღის ანგარიში. დილით დავლიე 37–38 გრადუსამდე შემთბარი 35 მლ დასალევი მოლისანი. რაღაც უცნაური გემო აქვს — ზუსტად ვერ აღვწერ, ოდნავ მარილიანია. დალევა შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ მცენარეული საშუალებების დალევა დიდად არ მიყვარს. თუმცა მოლისანი მომეწონა. შემდეგ ყველა დაზიანებული ადგილი საპნით დავიბანე და მოლისანი დავიდე. წვა და ქავილი დამეწყო. მაგრამ მოლისანი მომენატრა და სანამ კომპრესი მედო, მის სურნელს ვყნოსავდი — ძალიან მიყვარს ეს სუნი. ამის შემდეგ ორი ჭიქა წყალი დავლიე და სტუდიაში სამუშაოდ წავედი. მე და სვეტლანამ ვისაუზმეთ ღვიძლის ბლინებით, სალათ „ვინეგრეტით“ და კიდევ ერთი სალათით, რომელიც ქათმითა და შავი ქლიავით იყო მომზადებული. ბლინებიც და ქათმის სალათიც მარილიანი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში ვერსად იპოვი კაფეს, სადაც შეკვეთით უმარილო კერძს მოგიმზადებენ. შემდეგ უკვე სტუდიაში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მოლისანის კომპრესით ვიწექი, თუმცა კომპრესი მხოლოდ კისერზე მქონდა.

Adelina

სახლში დაბრუნების შემდეგ დაზიანებული ადგილები ისევ საპნით დავიბანე, მკვდარი ზღვის ნიღაბი გავიკეთე, შემდეგ კი მოლისანის კომპრესი დავიდე. სახლში პელმენები ვჭამე. მართალია, მასში ხორცია, მაგრამ ძალიან მომინდა. საღამოს, უზმოზე, კიდევ ერთხელ დავლიე 35 მლ შემთბარი დასალევი მოლისანი. დღეისთვის სულ ეს არის. ცოტა მოგვიანებით მოლისანს კიდევ ერთხელ დავიდებ და დავიძინებ.

Adelina

დაზიანებული ადგილები მუხლებზე: პირველი ფოტო მკურნალობის დაწყებამდეა გადაღებული, მეორე კი — მკურნალობის მე-12 დღეს. ოქროთი გაძლიერებული მოლისანი ნამდვილი ბომბია, ის ყველა ოჯახში უნდა იყოს.
თვალი ადევნეთ შემდგომ შედეგებს, მე კი გამარჯვების იმედი მაქვს 💪💪💪👍👍👍👍

ჩემი საყვარელი მოლისანი. ლურჯი — დასალევია. ყვითელი — ოქროთი.
თათრეთი, ჩისტოპოლი. ადელინა იასტრებოვა.

Avt Nan
სახის კანს მოლისანით ვიწმენდ — შეუდარებელია. სტომატიტიც მომირჩინა და ფსორიაზის კერებიც ჩამიცხრო. დიდი მადლობა, რომ ასეთ პრეპარატს აწარმოებთ.

Dedika Bulia
მოლისანი მართლაც საოცრებაა. თუ შედეგი ერთ-ორ დღეში არ გამოჩნდა, არ უნდა დანებდეთ. მძიმე მდგომარეობის დროს, ალბათ, სულ მცირე ერთი თვე მაინც არის საჭირო. შესაძლოა ორი ბოთლის შეძენაც დაგჭირდეთ. ძვირი კი არის, მაგრამ მოლისანის ყიდვა ნამდვილად ღირს.

Nino Bladadze
მოლისანი საოცარი საშუალებაა. დედაჩემს ტროფიკული წყლული ჰქონდა და მოურჩა. სამწუხაროდ, დიაბეტი აქვს და როდესაც ერთ ადგილას მოურჩება, შემდეგ სხვა ადგილას უჩნდება. კვლავ მოლისანით ვმკურნალობთ. მადლობა მას, ვინც მოლისანი შექმნა — მართლაც საოცარი საშუალებაა.

Mako Dalaqishvili
მოლისანი საუკეთესო ანტისეპტიკური საშუალებაა. ფსორიაზი 25 წელია მაქვს და ერთ თვეში თითქმის მთლიანად ჩამიცხრო. დაიჯერეთ, ეს სიმართლეა. ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის.

Irma Geradze
ზუსტად არ ვიცი, რა მქონდა — ფრჩხილი მიფუჭდებოდა და მოლისანი მომიხდა. თუმცა ვფიქრობ, ბოთლს უფრო მოსახერხებელი თავსახური უნდა ჰქონდეს, რათა პროდუქტის ლოკალურად და უფრო ეკონომიურად გამოყენება იყოს შესაძლებელი.

თამუნა ჩიხლაძე
მოლისანი ნაწოლებსაც აშკარად შველის და სოკოსაც. ცოტა ხანგრძლივი გამოყენება სჭირდება, მაგრამ ყველა წამალს ჯობია. სხვა არაფერმა მომცა შედეგი, ეს კი ძალიან კარგია. პრობლემა ჯერ ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაივლის. მეგონა, ვერასოდეს მოვირჩენდი.

Nana Qavtaradze
ეგზემა 12 წლის განმავლობაში მტანჯავდა. ამ ხნის განმავლობაში რამდენ ექიმთან ვიყავი და რამდენი პრეპარატი ვცადე, ვერ მოვთვლი. ერთი კვირაა, მოლისანს ვიყენებ და შედეგით გაოცებული ვარ. უფალმა დალოცოს მისი შემქმნელი და ხალხის სამსახურში წარმატება არ მოაკლოს. დიდი მადლობა, გაიხარეთ.

Iamze Tsomaia
მოლისანი ეგზემას შველის. ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში იტანჯებოდა ეგზემური გამონაყარითა და ქავილით. ძალიან ბევრ საშუალებას მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. მოლისანმა კი ორ კვირაში გამონაყარი თითქმის მთლიანად ჩააცხრო და დაზიანებული ადგილები მოაკრიალა. მადლობა მის შემქმნელს.

მზია გ. — საბერძნეთი

კანის სოკო

გამარჯობა. ახლახან გავიგე ამ პრეპარატის არსებობის შესახებ. სოკოვანი დაზიანება მაქვს მუცლის ნაკეცის ქვეშ, ბარძაყის შიდა მხარესა და საზარდულის მიდამოში. ექიმის მიერ გამოწერილ პრეპარატებს უკვე ერთი თვეა ვიყენებ, თუმცა შედეგს ვერ ვხედავ. მოლისანის შეძენა მინდა. ძალიან გაჭირვებული ვარ და საქართველოში არ ვიმყოფები — საბერძნეთში თავდაუზოგავად ვმუშაობ. ამ დღეებში შვილი გამომიგზავნის. ღმერთმა დალოცოს ჩემი რძალი, რომელმაც თქვენ გიპოვათ. მხოლოდ თქვენი იმედი დამრჩა. ძალიან ვარ დატანჯული და ახლაც ვტირი.

გუშინ მივიღე მოლისანი, შვილმა გამომიგზავნა. წუხელ, დაწოლამდე, სამჯერ წავისვი. ღმერთმა დალოცოს — კარგად დავიძინე. მიუხედავად იმისა, რომ გამოყენება ახლახან დავიწყე, შედეგს უკვე ვხედავ. ეს დაავადება აგვისტოდან მტანჯავს. გამოყენებას ვაგრძელებ და ვნახოთ, როგორ იმოქმედებს.

საღამო მშვიდობისა, ჩემო საქართველო. საღამო მშვიდობისა, ჩემო მკურნალო ადამიანო, ჩემო მოლისანო. ძალიან დიდი შეღავათი მაქვს. ექვსი თვის განმავლობაში დასაძინებლად ვერ ვწვებოდი — მჯდომარეს მეძინა. უკვე მესამე ღამეა, მაპატიეთ და, ფეხები გავშალე და ისე დავიძინე. უღრმესი მადლობა. ძალიან მაინტერესებს, ვინ შექმნა ეს პრეპარატი. სიხარულისგან მეტირება, შვილებს ვფიცავარ. ჩემს ქალბატონს ინგლისურ ენაზე უნდა მოვუძებნო ინფორმაცია მოლისანის შესახებ, რომ წაიკითხოს და დარწმუნდეს, რამდენად ძლიერია ქართველი ერი. უღრმესი მადლობა და ბოდიში, თუ თავი შეგაწყინეთ.

Ala Apakidze
მოლისანმა მეც მიშველა. ეს მხოლოდ სოკოს საწინააღმდეგო საშუალება არ არის — წაიკითხეთ ინსტრუქცია 😊
07.01.2016

Dajiko Jincharadze
საუკეთესო საშუალებაა, რომლის შესახებაც კი მსმენია. ჩემს მეგობარს ფეხის ფრჩხილის სოკო მოურჩინა, მე კი სახის კანისთვის ვიყენებ — ბრწყინვალეა!

Mari Shkubuliani
მეც გამოვიყენე და დღესაც ვიყენებ მოლისანს. ფანტასტიკური საშუალებაა სახის კანის გასაწმენდად. რამდენიმე გამოყენების შემდეგვე ვნახე შედეგი. ყველას გირჩევთ — მართლაც ეფექტურია!

Salome Toradze
ჩემს მეუღლეს ფეხის თითებსა და ფრჩხილებზე კანი დაახლოებით ორი-სამი წლის განმავლობაში ჰქონდა გაშავებული. მოლისანის გამოყენებიდან ორ კვირაში კანს ვარდისფერი დაუბრუნდა.

Lika Kotorashvili
მინდა, რამდენიმე სიტყვით მეც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ამ პროდუქტთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მოლისანი ქართული, ხარისხიანი და ქალებისთვის — და არა მხოლოდ ქალებისთვის — ძალიან საჭირო პროდუქტია. ძალიან მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მოლისანს უკვე ბევრი ადამიანი იყენებს. მისი არსებობის შესახებ 2014 წელს შევიტყვე, როდესაც ექიმმა ქერტლის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება მირჩია. შედეგმაც არ დააყოვნა. მრავალწლიანი წვალებისა და ბრძოლის შემდეგ დავამარცხე ისეთი მძიმე პრობლემა, როგორიც ქერტლია. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ მოლისანი საქართველოში წარმოებული პროდუქტი იყო. კარგი გამოცდილებიდან გამომდინარე, ბევრ ჩემს ახლობელს, მეზობელსა და, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებსაც ვურჩიე მისი გამოყენება.

სიმართლე გითხრათ, ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც მოლისანი გამოუყენებია და უკმაყოფილო დარჩენილა. ჩემს ახლობელს ფსორიაზი აწუხებდა. მოლისანის გამოყენება ვურჩიე და ისიც სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა შედეგით. ძვირადღირებული პრეპარატები მას ვერანაირ შვებას ვერ აძლევდა, მოლისანმა კი შესამჩნევი შედეგი გამოიღო. ამისთვის ჩემი და ჩემი ახლობლის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ. მოლისანი უკვე საკმაოდ ცნობილი ბრენდია ბევრი ქართველისთვის. ისინი მას საკუთარ მეგობარს უწოდებენ და მეც ასე ვფიქრობ — უკვე მგონია, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. არ მაქვს ინფორმაცია, მოლისანი მხოლოდ საქართველოში იყიდება თუ ექსპორტზეც გადის. ძალიან მინდა, რომ ჩემი ქვეყნის წარმატებული და ასე საჭირო პროდუქტი ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზრებზეც გამოჩნდეს. ეს დიდი გამარჯვება იქნება, რადგან ვიცი, რომ მოლისანი ბევრ ადამიანს რთული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

დღეს კანის დაავადებები ძალიან გავრცელებული პრობლემაა. ბევრ ადამიანს ძვირადღირებული პრეპარატების შეძენის საშუალება არ აქვს. მოლისანი კი უფრო ხელმისაწვდომია და მისი ფასი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან შედარებით ადეკვატურია. შესაძლოა, სათქმელი ცოტა გამიგრძელდა, თუმცა მადლობის გადახდასა და მოლისანის ქებას, ალბათ, ვერასოდეს მოვრჩები. გირჩევთ, თქვენც სცადოთ ეს პროდუქტი. ნუ დააყოვნებთ და ნუ გადადებთ. თქვენც შეუერთდებით იმ ადამიანების დიდ რიცხვს, რომლებიც ამ პროდუქტის მადლიერნი არიან.

ცალკე მადლობა მინდა გითხრათ კიდევ ერთი საოცარი პროდუქტის შექმნისთვის, რომელსაც ეწოდება „თვალის ირგვლივ წვრილი ნაოჭების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი ვარდის ზეთი“. ის მართლაც საოცრებაა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდხანს არსებობასა და კიდევ მრავალი ახალი პროდუქტის შექმნას გისურვებთ.

პატივისცემით,
თქვენი ერთგული მომხმარებელი ♥️

გიორგი თორელი

გიორგი თორელი

ფსორიაზი

მინდა, რამდენიმე სიტყვით გამოვხატო მადლიერება ამ უებარი საშუალების მიმართ და მის შემქმნელებს უდიდესი დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო. ათი წლის ასაკში აღმომაჩნდა ერთ-ერთი ურთულესი დაავადება — ფსორიაზი.

ახლა 16 წლის ვარ. უამრავი მეთოდი გამოვცადე, თუმცა, სამწუხაროდ, ვერცერთმა მცდელობამ სასურველ შედეგამდე ვერ მიმიყვანა. არაერთი პრეპარატი ვცადე. ბოლოს რუსეთიდან ძალიან ძვირადღირებული პრეპარატიც კი გამოვაგზავნინე, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

ერთ დღეს გადავწყვიტე, მოლისანის გამოყენებაც მეცადა. მხოლოდ ერთმა ბოთლმა ძალიან შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო. მას შემდეგ სხვა პრეპარატი აღარ გამომიყენებია, ჩემი მდგომარეობა კი დღითი დღე უმჯობესდება.

რეზო ქუთელია
მეც ვიყენებ მოლისანს ფსორიაზის გამო. სრულად ვერ მარჩენს, მაგრამ მდგომარეობას მნიშვნელოვნად მიმსუბუქებს.

ინგა დიასამიძე
ბატონო დავით, მადლობას მოგახსენებთ ამ საოცარი ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო სითხის — „მოლისანის“ — შექმნისთვის.

მოლისანს ვიყენებ კანის სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ, რომელიც, ჩემი აზრით, კუჭ-ნაწლავის პრობლემებისადმი ხანგრძლივი უყურადღებობის შედეგად განვითარდა.

მოლისანი ღმერთმა თქვენი საშუალებით გამომიგზავნა სწორედ იმ დროს, როდესაც კანის უშედეგო მკურნალობით დაღლილი ვიყავი და აღარ შემწევდა ძალა, მკურნალობა უკვე მეხუთედ თავიდან დამეწყო.

სხვა ანტისეპტიკური საშუალებებისგან განსხვავებით, რომლებსაც კანის ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში ვიყენებდი — ძირითადად ვაშლის ძმარსა და ბრილიანტის მწვანეს — მოლისანი მართლაც ჯადოსნური სითხეა: ადვილად გამოსაყენებელი, სწრაფად მოქმედი და იმედის მომცემი.

მოლისანს მთელ სხეულზე ვიყენებ — თმიდან დაწყებული, ტერფებით, ფეხის თითებით, ფრჩხილებითა და ქუსლებით დამთავრებული. ასევე ვიყენებ პირის ღრუს, ცხვირისა და ყურების მოსავლელად.

მოლისანის გარდა, თქვენს ცოცხალ წყალსაც ვიყენებ. ყოველ დილით, უზმოზე, ნახევარ ლიტრს ვსვამ — ორ 250-მილილიტრიან ჭიქას.

მოლისანისა და ცოცხალი წყლის გამოყენება 2014 წლის აგვისტოში დავიწყე და დღემდე საკმაოდ კარგი შედეგით ვაგრძელებ. თითქმის მთლიანად გამიქრა როგორც კანის, ისე ფრჩხილის სოკოვანი დაზიანება.

პატივისცემით,
ინგა დიასამიძე
გამოხმაურება გამოგზავნილია შალვა ჩხაიძის ანგარიშიდან.

ნონა ახობაძე
მოლისანი ძალიან კარგი საშუალებაა. ფეხის სოკოსთვის ვიყენებ და არაჩვეულებრივი შედეგი მაქვს. მადლობა თქვენ, ბატონო დავით, ამ შესანიშნავი პრეპარატისთვის. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ერთ დღეში ასეთ შედეგს ვნახავდი.

ქეთი ზარანდია
მოლისანი ჩემთვის, ძალიან რთული დაავადების — ვიტილიგოს — სამკურნალოდ შევიძინე. გამოვიყენე, თუმცა შედეგი არ მომცა.

როდესაც სახეზე წავისვი, კანი კარგად გამიწმინდა. გამოყენების პერიოდში სახეს ხელით არ უნდა შეეხოთ.

დედაჩემს კისერთან დაახლოებით ფრჩხილის ზომის ლაქა გაუჩნდა, რომელიც თანდათან უფრო და უფრო გაიზარდა. ვთხოვე, მოლისანი გამოეყენებინა. დაახლოებით ხუთ დღეში აქერცვლა გაქრა, თუმცა სიწითლე ჯერ კიდევ ეტყობოდა. გამოყენება ათი დღე გააგრძელა და კანი მთლიანად გაუსუფთავდა.

სავარაუდოდ, ეს ფსორიაზი იყო, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით.

ეს საშუალება ჩვენს ნათესავსაც მივეცით. მისი თქმით, ბუასილის დროს გამოიყენა და ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა.

სამწუხაროა, რომ ვიტილიგოს შემთხვევაში მე შედეგი არ მივიღე, თუმცა არაუშავს — მოლისანი ნამდვილად კარგი საშუალებაა და ბევრ ადამიანს ეხმარება.

ციური, თბილისი

ციური, დიასახლისი — თბილისი

ფეხის სოკო

ორი თვის განმავლობაში ორივე ფეხზე სოკოვანი დაზიანება მაწუხებდა — ცერა თითებიდან კოჭის ძვლებამდე და ტერფებზე. გამოვიყენე ბევრი მალამო: კლოტრიმაზოლი, ტრიდერმი, ფიტომალი და ლამიზილი, თუმცა არაფერმა მიშველა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტკივილის გამო ვეღარც ფეხსაცმელს ვიცვამდი და ვეღარც დავდიოდი. სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ბატონი დავითი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას — მოლისანს — ამზადებდა.

წავიკითხე წიგნი, რომელიც ამ საშუალებას მოჰყვებოდა, და გავიგე, რომ მოლისანი მრავალი სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენებოდა.

მკურნალობის დაწყება

პირველი პროცედურა — 21.05.2006
დაუჯერებელი შედეგი პირველივე პროცედურის შემდეგ ვნახე. დაზიანებული ადგილები მთლიანად გამიწმინდა.

მეორე დღე — 22.05.2006
დილით მეორე პროცედურა გავიკეთე, საღამოს კი კვლავ გავიმეორე. დაზიანებული ადგილები გაიწმინდა და ჩირქოვანი უბნები მოცილდა.

მესამე დღე — 23.05.2006
დილით ჩემი ფეხები ვეღარ ვიცანი — მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესებული იყო. პროცედურა კვლავ გავიკეთე. ფეხების გაშრობის შემდეგ ჩავიცვი იმავე ხსნარში დასველებული თეთრი ბამბის წინდები.

დღის განმავლობაში სამი პროცედურა ჩავიტარე და სველი წინდები ხუთჯერ ჩავიცვი. ფეხები ძალიან კარგ მდგომარეობაში მქონდა. რაც მთავარია, უკვე მეორე დღეს ფეხზე სიარული შევძელი.

მეოთხე დღე — 24.05.2006
ფეხზე თავისუფლად ავდექი. პრაქტიკულად აღარაფერი მაწუხებდა, თუმცა აბაზანების გაკეთებას მაინც ვაგრძელებდი და დილა-საღამოს სველ წინდებს ვიცვამდი. ძალიან კარგად დავდიოდი.

მეხუთე დღე — 25.05.2006
საღამოს ფეხებზე მთლიანად ახალი, ვარდისფერი კანი მქონდა. დიდი მადლობა, ბატონო დავით. ღმერთმა გაგახაროთ.

Tinatin Zerzvaze
ვადასტურებ, რომ მოლისანი ტროფიკული წყლულის დროს ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდა. ის ჩემს ახლობლებს შევუძინე, რომლებიც ამ პრობლემით წლების განმავლობაში იტანჯებოდნენ.

ერთ მათგანს ჭრილობა ათ დღეში გაუწმინდა და შეუხორცა, ხოლო მეორე, ხანდაზმულ ქალბატონს, ჭრილობა გაუწმინდა და ტკივილი შეუმსუბუქა. მეორე ბოთლიც შევუძინე და გამოყენებას აგრძელებენ.

გაიხარეთ, ბატონო დავით! 💖

Kateri-na Kateri-na
ნამდვილად გეთანხმებით. მეც მრავალფუნქციური მოლისანი შევიძინე და შედეგი ყოველგვარი კომენტარის გარეშეა. ეს ადამიანი უფალმა ქართველ ხალხს გამოუგზავნა... 💗💗💗

Nana Xurcilava (Anastasia Gvilava)
მოლისანი მართლაც კარგია — ამაში თავად დავრწმუნდი. სახეზე გამონაყარის გამო ერთი ბოთლი გამოვიყენე და შედეგი ნამდვილად ვნახე.

მანამდე უამრავი საშუალება ვცადე, თუმცა მცირედი შედეგიც კი ვერ მივიღე. მოლისანი აუცილებლად კიდევ უნდა შევიძინო და კურსი, როგორც მითითებულია, ბოლომდე გავიარო.

მისი შემქმნელის ძალიან მადლიერი ვარ.

სად შევიძინო?

მობრძანდით მოლისანის კლინიკაში — შეიძინეთ მოლისანი და გაიარეთ ექიმის უფასო კონსულტაცია:
თბილისი, ტაშკენტის ქ. №14 — მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტთან“.
ტელ.: +995 596 00-10-60

ქუთაისი, თამარ მეფის ქ. №68 — აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ.
ტელ.: +995 593 24-29-57

ბათუმი, ახმეტელის ქ. №1, ბინა №1 — ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გვერდით.
ტელ.: +995 511 44-44-20

შეუკვეთეთ მოლისანი კურიერის საშუალებით! ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
ტელ.: +995 596 00-10-60
WhatsApp: +995 598 48-66-11

შეიძინეთ კერძო და ქსელურ აფთიაქებში:
პროდუქტი სწრაფად იყიდება. წინასწარ დაუკავშირდით აფთიაქს და დააზუსტეთ, არის თუ არა მოლისანი მარაგში.

  • თბილისი. „აფთიაქი 23“ — დავით აღმაშენებლის გამზ. №83/23, მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“, ქსოვილების მაღაზიის გვერდით. ტელ.: +995 32 295-23-96
  • თბილისი. „მჯ“ — თამარ მეფის გამზირისა და სურამის ქუჩის კვეთა, „2 ნაბიჯისა“ და „რონიკოს“ მოპირდაპირე მხარეს. ტელ.: +995 32 295-11-38
  • თბილისი. „პსპ“ — ილია ვეკუას ქ. №33, გლდანი
  • თბილისი. „პსპ“ — ჯავახეთის ქ. №33/33ა, ვარკეთილი
  • თბილისი. „პსპ“ — აკაკი წერეთლის გამზ. №48
  • თბილისი. „პსპ“ — მეფე მირიანის ქ. №90, დიდი დიღომი
  • თბილისი. „პსპ“ — ქეთევან წამებულის გამზ. №2, ავლაბარი
  • თბილისი. „პსპ“ — ვახტანგ გორგასლის ქ. №39, ორთაჭალა
  • თბილისი. „პსპ“ — გურამიშვილის გამზ. №34, თემქა
  • თბილისი. „პსპ“ — ილია ჭავჭავაძის გამზ. №50, ვაკე
  • თელავი. „ელიტა“ — გიორგი სააკაძის ქ. №4. ტელ.: +995 579 97-66-33
  • თელავი. „პსპ“ №33 — ალაზნის გამზირი, თელავის ბაზარი
  • გურჯაანი. „პსპ“ — ნონეშვილის ქ. №24
  • საგარეჯო. „პსპ“ №112 — დავით აღმაშენებლის ქ. №15ა
  • კასპი. „პსპ“ — აღმაშენებლის ქ. №6
  • ბოლნისი. „პსპ“ — ორბელიანის ქ. №165
  • რუსთავი. „პსპ“ — მეგობრობის გამზ. №16
  • მარნეული. „პსპ“ — შოთა რუსთაველის ქ. №37–39
  • წალკა. „პსპ“ — კოსტავას ქ. №34ა
  • ახალციხე. აფთიაქი „ლია გორელიშვილი“ — რუსთაველის ქ. №97. ტელ.: +995 592 50-90-00
  • ახალციხე. „პსპ“ — რუსთაველის ქ. №93
  • გორი. „დიო“ — მშვიდობის ქ. №2, „დიანას აფთიაქი“. ტელ.: +995 599 49-63-75
  • გორი. „პსპ“ — ცხინვალის გზატკეცილი №14
  • გორი. „მედფარმა +“ — ჭავჭავაძის ქ. №50. ტელ.: +995 599 33-55-42
  • ხაშური. „პსპ“ — რუსთაველის ქ.
  • ხაშური. „იბერფარმი“ — რუსთაველის ქ. №59. ტელ.: +995 790 82-14-24
  • ბორჯომი. „პსპ“ — რუსთაველის ქ. №145
  • ზესტაფონი. „იბერფარმი“ — აღმაშენებლის ქ. №39ა. ტელ.: +995 790 10-01-70
  • ზესტაფონი. „პსპ“ — დავით აღმაშენებლის ქ. №87
  • წყალტუბო. „პსპ“ — იმერეთის მოედანი №9
  • სამტრედია. „პსპ“ — ჭავჭავაძის ქ. №28
  • ქუთაისი. „მშვილდოსანი“ — წერეთლის ქ. №20. ტელ.: +995 599 50-79-89; +995 599 40-38-83
  • ზუგდიდი. აფთიაქი „ვიტა“ — კოსტავას ქ. №50. სამუშაო საათები: 09:00–20:00. ტელ.: +995 558 59-04-44
  • სენაკი. „პანაცეა“ — რუსთაველის ქ. №170. ტელ.: +995 413 27-87-51
  • მესტია. „პსპ“ — ირაკლი ფარჯიანის ქ.
  • ფოთი. აფთიაქი „ალბინა“ — კოსტავას ქ. №22. ტელ.: +995 93 22-20-69
  • ოზურგეთი. „ისიდორე“ — თაყაიშვილის ქ. №4. ტელ.: +995 599 78-36-78
  • ოზურგეთი. „პსპ“ — გურიის ქ. №17ა
  • ქობულეთი. „ნუგეში“ — რუსთაველის ქ. №111ა. ტელ.: +995 571 00-00-63
  • ბათუმი. „ირინას აფთიაქი“ — ჭავჭავაძის ქ. №3. ტელ.: +995 422 22-02-62; მობ.: +995 577 41-48-04
  • „ნეოფარმის“ სააფთიაქო ქსელი. ტელ.: +995 32 259-64-46