საინფორმაციო მასალა

აბსცესი, ტროფიკული წყლული, ნაწოლები, ჩირქოვანი და ოპერაციის შემდგომი ჭრილობა.

აბსცესი

მოუმწიფებელი ჩირქი უნდა დამუშავდეს თბილი მოლისანი ბეთლემით და შემდეგ მას უნდა დაედოს მოლისანი ბეთლემის საფენი. თუ ჩირქი გამოვიდა, ან გაიჩხვლიტა, ის უნდა ჩაირეცხოს მოლისანი ბეთლემით და დაედოს ნახვევი.

ტროფიკული წყლული, ჩირქოვანი და ოპერაციის შემდგომი ჭრილობა

მოლისანი ბეთლემი ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალური ფუნქციის აღდგენას და აჩქარებს შეხორცების პროცესს, ამავდროულად აუმჯობესებს შეხორცების ხარისხს.

ჩირქოვანი ღრუს გახსნისა და ნეკროზული ქსოვილების მოცილების შემდეგ, გამოიყენება პატარა ოყნა და ჭრილობა მუშავდება თბილი მოლისანი ბეთლემითთ (2-3 წუთი), შემდეგ ედება სტერილური, მოლისანით დასველებული ტამპონი.

ნახვევი შეიძლება შეიცვალოს დღეში 2-ჯერ. მე-3 დღიდან, ჭრილობა მუშავდება მოლისანით 3-5 წუთით. დამუშავების შემდეგ, ტამპონი ჭრილობაში შეიძლება დარჩეს 24 საათით. მე-4, მე-5 დღეს ჭრილობა მუშავდება მოლისანით ტამპონის გარეშე.

უკვე ერთი დღის შემდეგ, ჭრილობაში მცირდება ჩირქის და ნეკროზული ქსოვილების რაოდენობა, ქრება ლპობის სუნი. დიდი ჭრილობების შეხორცება იწყება მე-2 მე-3 დღიდან. ძველი ტროფიკული წყლულები ხორცდება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ნაწოლები

ნაწოლები ფრთხილად ჩამოიბანეთ თბილი მოლისანი ბეთლემით და მიეცით შეშრობის საშუალება. ავიღოთ დოლბანდი, დავასველოთ მოლისანი ბეთლემში, დავიფინოთ ნაწოლზე. ჩირქის წარმოშობის შემთხვევაში პროცედურა მეორდება (ისევე როგორც ჩირქოვანი ჭრილობის მკურნალობისას). პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია დაწვეს სელის ლეიბზე. ნაწოლის ქვეშ უფენენ სელის თესლებიან ტომარას (ჭრილობამ რომ უკეთ ისუნთქოს). ერთი ციკლი განისაზღვრება 6 დღით. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მკურნალობის ამ მეთოდის შედეგად ნაწოლები ხორცდება უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული, ქიმიური წამლებით მკურნალობისას.

პროდუქტების კატალოგი ექიმის კონსულტაცია

კატალოგი

რას ეძებთ?

მაგალითად: ბეთლემი, ელექსირი, ვერცხლი

ბეთლემი ანტიპარაზიტული ფორმულები ყველა პროდუქტი