მარიამ გურული
ბრავო oyo ძალიან კმაყოფილი ვარ ჰიალურონის ტონიკით. მიუხედავად იმისა რომ სულ ახალია ბაზარზე, მისი მახასიათებლები სრულიად ამართლებს. მადლობა ესეთი კარგი პროდუქციისთვის.

OYO — მოლისანის შვილობილი კომპანიის კოსმეტიკა
სახის კანის წმენდა და ხანგრძლივი დატენიანება.
სრული აღწერააირჩიეთ შეფუთვა
შემდეგ შეამოწმებთ კალათას და შეავსებთ თქვენს მონაცემებს. WhatsApp-ში გადახვალთ მხოლოდ ფორმის შევსების შემდეგ. მიწოდების ფასი ჯამში არ შედის.
ხელმისაწვდომობა და მიწოდების პირობები დააზუსტეთ შეკვეთამდე.
სახის სუპერდამატენიანებელი და გამწმენდი ჰიალურონის ტონიკი შესანიშნავად წმენდს, არბილებს, კვებავს და დიდი ხნის მანძილზე ატენიანებს კანს. აშორებს მას აქერცლილ საფარს, აქრობს აკნესგან დარჩენილ ლაქებს, მატებს სიმკვრივესა და ელასტიურობას. აუმჯობესებს კანის ფერს, ავსებს ფორებს და ასწორებს მასზე არსებულ ნაოჭებს.
მოლისანის წყალი, სოდიუმ ჰიალურონატი, დაბალი სიმკვრივის ჰიალურონის მჟავა, საქარიდ იზომერატი, ლამინარიას ექსტრაქტი, მცენარეული გლიცერინი, ბულგარული ვარდის ზეთი (Damascena).
პირის დაბანის შემდეგ, ჰიალურონის ტონიკში დასველებული მრგვალი ბამბით გაიწმინდეთ სახის კანი, დაელოდეთ შეწოვას.
ჰიალურონის მჟავის შემცველი საშუალებები უნდა დაიტანოთ ნოტიო კანზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება უკუეფექტი — სიმშრალე და დაჭიმულობა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიალურონის ტონიკი არ შეიცავს ხელოვნურ ქიმიურ ნივთიერებებს, ექიმის რეკომენდაციით მისი გამოყენების დაწყებამდე საჭიროა ალერგიული ტესტის ჩატარება: კანის მცირე უბანზე დაიტანეთ ჰიალურონის ტონიკი და დატოვეთ 30 წუთის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ გამოვლინდა რაიმე გაღიზიანება ან სიწითლე, თამამად წაისვით კრემი სახეზე.