შემადგენლობა

ლურჯი სპირულინას (Arthrospira platensis) ექსტრაქტი, ჟელატინი (კაფსულა).

მიღების წესი და უკუჩვენება

მიღების წესები: 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში

უკუჩვევები: ლურჯი სპირულინა (ფიკოციანინი) უსაფრთხო სუპერსაკვებია, თუმცა მისი გამოყენება უკუნაჩვენებია ფენილკეტონურიის, აუტოიმუნური დაავადებების, ჰიპერთირეოზის, თირკმლის/ღვიძლის კენჭების არსებობისას და ანტიკოაგულანტების მიმღებისას. მისი მიღება არ არის რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის დაავადებების (გასტრიტი, პანკრეატიტი) გამწვავების ფაზაში და გულის შეტევის/ინსულტის შემდეგ.

შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან

პროდუქტის აღწერა

ლურჯი სპირულინა არის მოლურჯო-მომწვანო წყალმცენარე, რომელსაც შეიძლება ფიკოციანინის ექსტრაქტი ვუწოდოთ, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით უნიკალურ ცილას - ფიკოციანინს. ფიკოციანინი ძლიერი ანტიოქსიდანტია (ამცირებს თავისუფალი რადიკალების დონეს), აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა, აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას და ხელს უწყობს ალერგიის მკურნალობას.

ლურჯი სპირულინა საუკეთესო ნატურალური პროდუქტია რკინადეფიციტური ანემიით, ჭარბი წონით, ხშირი გაციებითა და ვირუსული ინფექციებით დაავადებული ადამიანებისთვის. ფიკოციანინს, ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ამსუბუქებს სახსრების ტკივილს.

სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ სპირულინას აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული ეფექტი, ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს, ხელს უწყობს მე-2 ტიპის დიაბეტისა და ალერგიის მსგავსი მდგომარეობების გაუმჯობესებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს მეტაბოლიზმს.

აგრეთვე სპირულინა გამოიყენება ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისთვის (შიდსი, გრიპი, ჰეპრესი, წითელა, ყბაყურა), ალერგიის, ვიტამინო- მინერალური უკმარისობის, ანემიისა და დასუსტებული იმუნიტეტის დროს. ფიკოციანინს, ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ამსუბუქებს სახსრების ტკივილს.

ლურჯი სპირულინა მცენარეული ცილისა და კაროტინოიდების კარგი წყაროა. ლურჯი სპირულინა შეიცავს იმდენივე ცილას, რამდენსაც კვერცხი, მეტ კალციუმს, ვიდრე რძე და მეტ ბეტა-კაროტინს, ვიდრე სტაფილო.

სპირულინა მოქმედებს როგორც ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება, აძლიერებს იმუნურ სისტემას, გვეხმარება სხვადასხვა ინფექციების დამარცხებაში. სპირულინა აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას 40 ჯერ უფრო მეტად, ვიდრე ექინაცეა და 20 ჯერ უფრო მეტად, ვიდრე ალოე.

სპირულინა შეიძლება სასარგებლო იყოს ზედმეტი წონასთან ბრძოლაში, რადგან ცილის დიდი ნაწილი შეიცავს ფენილალანინს, რომელიც აგებს პასუხს აპეტიტზე. ამგვარად, სპირულინას მიღება საკვებამდე ნახევარი საათით ადრე მოგცემთ სიმაძღრის გრძნობას, და ამავე დროს უზრუნველყოფს კვებითი ნივთიერებების მოთხოვნილებაში.

სპირულინა ცნობილია როგორც “სრულყოფილი ცილა” რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ის შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს. სპირულინა მდიდარია ადვილად შეთვისებადი ცილით (სამჯერ უფრო მეტი, ვიდრე ხორცსა და თევზში).

სპირულინა მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, და იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების დამანდგრეველი მოქმედებისგან. ორგანიზმში ბეტა-კაროტინი გარდაიქმნება А ვიტამინად, აუცილებელია თვალების, კანის, კბილების, ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის და ძლიერი იმუნური სისტემისთვის.

სპირულინა არის В ჯგუფის ვიტამინების წყარო, კერძოდ კი В12 ვიტამინის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვეგეტარიანელებისთვის.

ეს საკვები შეიცავს ასევე Е ვიტამინს, რკინის ბიომისაწვდომი წყარო, ჰელათის მინერალები და აუმრავი მიკროელემენტი.

გამმა-ლინოლეუმის ცხიმმჟავის საუკეთესო წყარო (GLA), ეხმარება გულის და სხეულის სხვა ნაწილების გამართული ფუნქიონირებას. გამმა-ლინოლეუმის მჟავა – დედის რძის აუცილებელი ელემენტი, რადგან მისი დახმარებით მიდის ჩვილის სრულყოფილი კვება და განვითარება. სპირულინა – GLA-ს ერთად ერთი მაღალი კონცენტრაციის მცენარეული წყაროა.