ნანო თუთია
117 მლ. - 25,0 ლარი
მიიღეთ რეკომენდაცია ოჯახის ექიმისგან | ტელ: 032 214-10-10
უმაღლესი ხარისხის თუთიის ნანონაწილაკების სუსპენზია.
ნანო თუთია - სიხარულის, ბედნიერებისა და ჯანმრთელობის მომნიჭებელი ელემენტი.
1000 მკგ. უმაღლესი რარისხის თუთია. დემინერალიზებული წყალი.
- ასტიმულირებს ბავშვის ზრდა-განვითარებას;;
- ხელს უწყობს პოსტოპერაციული ჭრილობების შემცირებას და სწრაფად გამოჯანმრთელებას;
- აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, გონებრივ მუშაობას, მეხსიერებას;
- ხელს უწყობს ძვლების, კანის, თმის, ფრჩხილების ჯანმრთელობას; აუცილებელია ყნოსვისა და გემოვნების რეცეპტორების ფუნქციონირებისათვის;
- მონაწილეობს ტესტოსტერონის და ინსულინის სინთეზში.
- A ვიტამინის და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმში;
- 300-მდე ფერმენტის სინთეზში, რომელთა არსებობა ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლისათვის აუცილებელია; მის გარეშე წარმოუდგენელია იმუნური სისტემის ფუნქციონირება. ეს მიკროელემენტი მაკროფაგების, T და B ლიმფოციტების აქტივობას უზრუნველყოფს;
მიღების წესები: 5 მლ. (1 ჩაის კოვზი) რეკომენდირებულია დაილიოს დღეში 1 ან 2 ჯერ საჭმლის მიღებამდე და ძილის წინ. ოპტიმალური შეწოვისათვის დააყოვნეთ კოლოიდი 3-4 წუთი პირის ღრუში, და შემდეგ დააყოლეთ 200 მლ. ცოცხალი წყალი.
უკუჩვევები: ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის რეკომენდირებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. პროდუქტის ინდივიდუალური შეუთავსებლობის დროს.
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან
ნანო ოქროსთან ერთად მიღების შემთხვევაში ხდება ორგანიზმის დამცავი თვისებების გაძლიერება. ასეთ კომბინაციას უფრო დიდი ფარმაკოდინამიკური სინერგიზმი ახასიათებს, ვიდრე იგივე საშუალებების ცალ-ცალკე გამოყენებით მიიღწევა.
პროდუქტის აღწერა
თუთია არის ის ელემენტი, რომლის განლევაც დღევანდელი ვირუსით დასნებოვნების დროს, იწვევს გემოვნებისა და
ყნოსვის გაუკუღმართებას, იმუნური სისტემის დაქვეითებასა და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებას.
თუთიის დეფიციტის დროს შესაძლოა, გამოვლინდეს ხშირი ავადობა, კანის, ფრხილების პრობლემები, თმის ცვენა,
მადის დაქვეითება, ღამის მხედველობის დაქვეითება, ჭრილობების გვიან შეხორცება, გახანგრძლივებული დიარეა,
მამაკაცებში იმპოტენცია, ძილის დარღვევები.
თუთიას სამართლიანად უწოდებენ სიხარულის, ბედნიერებისა და ძალის მომნიჭებელ ელემენტს, კოსმეტოლოგები კი
მას "კოსმეტიკურ" მიკროელემენტად მიიჩნევენ. მასზე ბევრად არის დამოკიდებული თმის ბზინვარება და კანის
სილამაზე. ორგანიზმის მხრივ თუთიის მოთხოვნილება საკმაოდ დიდია. ამ მხრივ ეს მიკროელემენტი არ
ჩამოუვარდება რკინას. თუთია სჭირდება ყველა ორგანოს, თითოეულ უჯრედს. ის ჰაერივით აუცილებელია. ის
აუცილებელია მხედველობისა და მეხსიერებისთვის, იმუნური სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად,
რეპროდუქციული სისტემის მუშაობისთვის.
რას წერენ თუთიაზე ინტერნეტ სივრცეში?
ყველაზე უკეთ კოსმეტოლოგებმა იციან, რაოდენ ძლიერ გავლენას ახდენს თუთია გარეგნობაზე. თმის სიხშირე და
ბზინვარება, კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე სწორედ ამ ელემენტის დამსხურებაა. შთამბეჭდავი კოსმეტიკური
ეფექტი ეფუძნება თუთიის უნარს, მოახდინოს უჯრედების სასიცოცხლო ქმედებათა სტიმულირება. ამ
მიკროელემენტის უკმარისობა, უპირველეს ყოვლისა, ნერვულ სისტემას აზარალებს. აპათია და დეპრესიული
მდგომარეობა თუთიის დეფიციტის პირველი სიმპტომებია. მისი უკმარისობა გავლენას ახდენს აგრეთვე
შეგრძნებებზე, განსაკუთრებით - ყნოსვასა და გემოვნებაზე. ხშირია მხედველობის პრობლემები - თუთიას ხომ
უშუალო კავშირი აქვს A ვიტამინთან, რომელიც ბადურაზე მოხვედრისას უზრუნველყოფს ფერად მხედველობას ანუ
ხელს უწყობს ფერთა აღქმას და ხელს უშლის ქათმის სიბრმავის განვითარებას. დღე-ღამეში ჩვენს ორგანიზმს
15-20 მგ (ორსულებს - 30 მგ) თუთია სჭირდება.
ისევ დეფიციტი
მედიკოსები ამტიცებენ, რომ თუთიის სადღეღამისო ნორმის მიღება არც ისე იოლია, თუ საგანგებოდ არ მივირთვით
საკვები, რომელიც მდიდარია ამ მიკროელემენტით. ალკოჰოლი, ზოგიერთი მედიკამენტი, ტკბილეული და მარილიანი
საკვები ხელს უწყობს მინერალიზაციის დონის დაქვეითებას, ამიტომ ტკბილეულის, მარილის, ალკოჰოლური
სასმელების მიღებისას ზომიერება უნდა დავიცვათ, ხოლო იმ მედიკამენტების გამოყენებისას, რომლებიც თუთიაზე
უარყოფითად მოქმედებენ, სიფრთხილე გამოვიჩინოთ. თუთიის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი
ჯირკვლისა და ღვიძლის მუშაობის დარღვევა.
აზროვნების უნარი
თუთია გავლენას ახდენს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზეც. დადგენილია, რომ ხუთოსან მოსწავლეებს
ორგანიზმში თუთია გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე ჩამორჩენილებს. თუთიით მდიდარი საკვების მიღება ხელს
უწყობს სწრაფ აზროვნებას. თუთიას შესწევს უნარი, დააჩქაროს ჭრილობების შეხორცება, ამიტომ ეს ელემენტი
სამკურნალო და კოსმეტიკური მალამოების მთავარი კომპონენტია. თუთიის ღირსებები არც ამით ამოიწურება; მას
კიდევ ერთი უნიკალური თვისება აქვს - ამაღლებს გუნება-განწყობას, იცავს ადამიანს აპათიისა და
დეპრესიისგან.