პროდუქტის შემადგენლობა

გამოხდილი წყალი, ზღვის მარილი, ოქროს ნანონაწილაკები, მცენარეული ეთერზეთები: გუნდრუკი (საკმეველი) და მური (მირონი). დეტალური ინფორმაცია

გამოიყენება შემდეგი ნიშნების დროს
მიღების წესი და უკუჩვენება

უკუჩვევები: ინდივიდუალური შეუთავსებლობა, ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
მოლისანის ზოგადტოქსიური მოქმედების შესწავლა.

შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან

გამოხმაურება

თამარ შარიქაძე
გამარჯობათ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ექიმ მარიკა ლონდარიძეს ჩემი მკურნალობისთვის. ვარ ემიგრანტი, იტალიაში. საშინლად გაღიზიანებული მქონდა ცხიმგროვა ზურგზე. მარიკა ექიმმა მესინჯერის საშუალებით დამისვა დიაგნოზი, გამომიგზავნა წამალი, მოლისანი ბეთლემი და რომლის საშუალებითაც მთლიანად გამისუფთავდა ჩემი გასიებულ-გაღიზიანებული ცხიმგროვა. უკაცრავად ცოტა ემოციებზე ვწერ, თვითონ არ მჯერა, მოლისანის გამოყენებიდან უკვე მეორე დღესვე შედეგი დაეტყო. 04.09.23-ში დავიწყე და ბოლო გუშინდელი 10.09.23 სურათი. ქქ-ნ მარიკას უღრმესი მადლობა, გულისხმიერებისთვი, "ყოველთვის მცალია, ნუგეშინია"- ნუგეშისთვის, მარიკა ექიმო უღრმესი მადლობა 😍. ასევე დიდი მადლობა, მთელს თქვენ კოლექტივს, ფანტასტიური "მოლისანის" გამო. პატივისცემით, თქვენი პაციენტი თამარ შარიქაძე 💖
11.09.2023.

Mzia Khalaijeva-khachidze
3 წელზე მეტია ჩემი მეუღლე ხმარობს მოლისანს, ფეხზე ჰქონდა ჭრილობა, რომელზეც რა აღარ იხმარა, ათასნაირი მალამოები თუ ხსნარები არაფერმა უშველა. ჩემმა გოგომ უყიდა მოლისანი. ადრე 1 ლიტრიანში იყო, იმის შემდეგ სულ გამოუმლეველად გვაქვს სახლში. ფეხი მოურჩა. ახლა მოლისანის ელექსირს სვავს, ინსულტ გადატანილია და რომ არ გაცივდეს ადვილად. ცუდია ხაშურში რომ აღარ არის გაყიდვაში. სულ ვწვალობთ, ბავშვები თუ ვერ ჩამოდიან სხვებს ატანენ.
24.12.2018.

Keti Grigolia
25 ლარი მივეცი მოლისანი ბეთლემში, მწოლიარესთვის, ნაწოლები რომ არ გაუჩნდეს, უკრიალებს ზურგს, კმაყოფილი ვარ.
22.08.2018.

Lali Janelidze
დიდი მადლობა, გაიხარეთ, ეს რა უკვდავება შექმენით. იხარეთ და იძლიერეთ. პირადად, ჯერჯერობით აღებული მაქვს ნაწოლების და თმის ცვენის საწინააღმდეგო მოლისანი. შედეგი ფანტასტიურია. მადლობა.
07.02.2018

Forodi Bitsadze
ფეხზე მქონდა წყლული 15 წლის განმავლობაში. არაფერმა არ მიშველა, ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი ამ წამალს - მოლისანი ბეთლემი. ვიყიდე 25 ლარად რუსთავში. ერთ თვეში შემიხორცდა ჭრილობა. მადლობა დიდი!
14.10.2017.

Nuca Farjiani
მოლისანი გარდა ნაწოლები სხვა დარღვევებსაც შველის. ჩვენ ვლოცავთ ბატონ დავითს.
30.09.2017

Nargizi Lebanidze
მოლისანი ნამდვილად არჩენს ნაწოლებს. უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა წამლები რაც გამოიყენება ასეთ შემთხვევაში.
29.09.2017

Mzeo Jajanidze

ნაწოლები, ტროფიკული წყლული, შეუხორცებელი ჭრილობა.

25.09.2017.

Karen Jitsuryoku

აბსცესი (ფოტო, ვიდეო) გამწვავებული სახით მქონდა. მოლისანი ბეთლემში გაჟღენთილი საფენი დავიდე, რომ შრებოდა ისევ ვასველებდი, მესამე დღეს თავი გაიხსნა და გამოვიდა დიდი რაოდენობით ჩირქი. უღრმესი მალობა ბატონო დავით ასეთი ეფექტური პრეპარატის შექმნისთვის.
11.04.2017.

მოხუცთა თავშესაფარი
მინდა გითხრათ რომ ნაწოლების მოლისანი არის იდეალური. შესაძლებელია ყველა კარგია, მაგრამ მე რაც გამოვცადე მინდა იმის შესახებ დაუსრულებლად მადლობა მოგიხადოთ. წლებია ვებრძვი პაციენტებთან ნაწოლებს პრობლემას და თქვენი წყალობით სრულიად მოხსნილია ეს საკითხი. ჩემი სურვილია ყველას მიწვდეს ეს ხმა და გაიგონ მის შესახებ, რადგან მე ძალიან ვწვალობდი როდესაც არ ვიცოდი მოლისანის შესახებ. ვწვალობდი ჩემს პაციენტებთან ერთად, უშედეგოდ, ათასნაირი საშუალებებით, ვიცი რომ უამრავი პაციენტი იტანჯება ნაწოლების პრობლემით, ამიტომ მინდა ყველამ გაიგოს და გამოცადოს, და მიაღწიონ შედეგს.
29.03.2017.

Tinatin Zerzvaze
ვადასტურებ, რომ მოლისანი ყველაზე ეფექტური საშუალება გამოდგა ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ: ჩემს ახლობლებს ვუყიდე, რომლებიც წლების მანძილზე იტანჯებოდნენ ამ დაავადებით. ერთს 10 დღეში მოუსუფთავა და შეუხორცა, მეორეს, ხანდაზმულ ქალბატონს, - მოუსუფთავა და ტკივილები შეუმსუბუქა. მეორე ბოთლიც ვუყიდე და მკურნალობას აგრძელებენ. გაიხარეთ, ბატონო დავით! 💖
26.10.2016.

Ajika Mtsare
მოლისანს ზერელედ ვუყურებდი, არ მჯეროდა. ჩემს შვილიშვილსაც ჩემი შვილი აწვეთებდა ცხვირში, ცხვირის ერთი ნესტო დახშული ჰქონდა და მოარჩინა, მაგრამ მე მაინც ჯეროვანი ყურადღება არ მიმიქცევია. მაგრამ მძიმე ავადმყოფი მყავს, ნაწოლები ჰქონდა. ზომით დიდი არ იყო, მაგრამ საშინლად აწუხებდა. ყველა საშუალება რაც კი არსებობს დედამიწაზე ვიხმარე. თქვენ წარმოიდგინეთ იაპონიიდან გამოვიწერე წამლები, რომელმაც თითქოს უშველა. მაგრამ არ იკვრებოდა ჭრილობა (შეიძლება დიაბეტის ფონზე), აფთიაქარმა მირჩია მოლისანი და ზერელედ მოვეკიდე მაგრამ ვიყიდე. სასწაული მოხდა ერთ კვირაში შეხორცდა. მადლობას ვუხდი ამ წამლის შემქმნელებს. ეხლა ჯერ კიდევ ვხმარობ არ ვეშვები მეშინია იმიტომ რომ 2 წელია ვიტანჯებოდით.
22.08.2016.

Nino Bladadze
მოლისანს ვიყენებდი ტროფიკულ წყლულზე, არაჩვეულებრივი შედეგი მომცა, ერთ თვეში მოარჩინა, ძალიან კმაყოფილი ვარ, აგრეთვე ფრჩხილის სოკო მოარჩინა. დაილოცოს მისი შემქმნელი.
10.07.2016.

Yrmi Yrmi
გამარჯობა! პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მოლისანის ეფექტურობისთვის. დედაჩემს ტროფიკულ წყლულზე მართლაც საოცარი შედეგი მისცა, და აუცილებლად თქვენი გასაოცარი სითხის მომხმარებლები ვიქნებით. ასევე მე პირადად კუჭნაწლავის პრობლემები მომიგვარა. დიდი მადლობა თქვენ.
01.06.2016.

Maka Cxovrebashvili
მართლაც საოცარი რამ არის მოლისანი, დედას აქვს ტროფიკული წყლული და ძალიან ცუდ დღეში იყო ფეხი, გაუშავდა, მიუხედავათ იმისა ექიმის დანიშნული პრეპარატებით მკურნალობდა. რა გამეკეთებია არ ვიცოდი და შევიძინე მოლისანი. ერთ დღეში ჭრილობა მოაშრო და ფეხს კანისფერი უბრუნდება. მეორე ბოთლის ხმარება დავიწყეთ, შედეგი ფანტასტიურია. დიდი მადლობა მოლისანის გამომგონებელს.
09.04.2016.

Тамуна Чихладзе
მოლისანი ნაწოლებს აშკარად შველის და სოკოსაც, ცოტა ხანგრძლივი დრო უნდა და ყველა წამალს ჯობია, არაფერმა არ მომცა შედეგი, ეს ძაან მაგარია. ბოლომდე არაა ჯერ აღმოფხვრილი, მაგრამ მორჩება დარწმუნებული ვარ. მეგონა ვერასოდეს მოვირჩენდი.
24.03.2016.

Khatuna Leshkasheli
დიდი მადლობა მოლისანისთვის, 2 თვეა სახეს ვუვლი ამ სითხით და საოცარი შედეგი მაქვს. ეს კიდევ არაფერი, 87 წლის ბებიას, რომელსაც აქვს ტროფიკული წყლული, დღეში ოთხჯერ ვადებდი მოლისანით გაჯერებულ საფენებს და გაოცებული დავრჩი როცა ჭრილობამ შეხორცება დაიწყო. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ჩემი და ბებიის სახელით.
08.02.2016.

Anna Anna

მოლისანმა ჩემს დედიკოსაც უშველა ტროფიკულ წყლულზე, მადლობა მოლისანს 💜
13.01.2016.

Nino Bladadze

საოცარი საშუალებაა მოლისანი, დედაჩემს ქონდა ტროფიკული წყლული და მოურჩა. სამწუხაროა რომ დიაბეტით არის დაავადებული და როცა მოურჩება, შემდეგ სხვა ადგილას უჩდება, ისევ მოლისანით ვმკურნალობ. მადლობა ვინც მოლისანი გამოიგონა, მართლაც საოცარი საშუალებაა.
19.11.2015.

Nino Bladadze

მადლობა მას ვინც მოლისანი გამოიგონა, დედაჩემს ტროფიკული წყლული მოურჩინა, რა არ ვცადე, მაგრამ ყველა წამალი უშედეგო იყო, ძალიან მაგარია, აუცილებლად გამოიყენეთ ყველამ, საუკეთესოა !!!!!!!!!!!!!!!!!
18.11.2015.

Тамуна Чихладзе

მამა მყავს ჩაწოლილი და ნაწოლები გაუჩნდა. რა არ გამოვიყენე, ძალიან დიდიხანი დაჭირდა მორჩენას. ეხლა ვახმარე მოლისანი ახალ ნაწოლზე და მადლიერება როგორ გამოვხატო არ ვიცი. მოაკრიალა რომ მივბანე და მოვწმინდე ნაწოლი. არადა დავიტანჯე მალამოების შეძენით და ხან სტრეპტოციდი, ხან პრისიპკა, მოაშროსთქო დროზეთქო, მერე ამის ჩამობანა. ერთი საათი ვწმენდი ფრთხილად. დავაფინე მოლისანში დასველებული მარლა და ნახევარ საათში მოვასუფთავე და გაკრიალდა. დავისვენე და ამოვისუნთქე. უღრმესი მადლობა ამ ჯადოსნური სითხისთვის. გაიხაროს მისმა მომგონმა.
30.06.2015.

თამუნა ჩიხლაძე

არ დაიჯერებთ სანამ თავად არ გამოცდით. მე შევიძინე მოლისანი კანის სიმშრალისთვის და მომირჩინა. გავვოგნდი.

მამა მყავს ჩაწოლილი და ნაწოლები გაუჩნდა, რა არ ვიხმარე. ძალიან დიდიხანი დაჭირდა მორჩენას. ეხლა ვახმარე მოლისანი ახალ ნაწოლზე და მადლიერება როგორ გამოვხატო არ ვიცი. მოაკრიალა რომ მივბანე და მოვწმინდე ნაწოლი. არადა დავიტანჯე მალამოების შეძენით და ხან სტრეპტოციდი, ხან პრისიპკა, მოაშროსთქო დროზეთქო, მერე ამის ჩამობანა. ერთი საათი ვწმენდი ფრთხილად.

დავაფინე მოლისანში დასველებული მარლა და ნახევარ საათში მოვასუფთავე და გაკრიალდა. დავისვენე და ამოვისუნთქე. უღრმესი მადლობა ამ ჯადოსნური სითხისთვის. გაიხაროს მისმა მომგონმა.
16.04.2015.

Nana Gugushvili

ნაწოლებზე ფანტასტიური შედეგი აქვს. პირადად ვიხმარე და გავოგნდი.
25.02.2014.