შემადგენლობა

ოჰიმბეს ქერქი 1,5%-ით ალკოლოიდებისგან შედგება, მათ შორის: იოჰიმბინი, დეჰიდროკორინანტეინი, აიმალიცინი, კორინანტინი, ალოიოჰიმბინი, ქორეანტეინი

დანიშნულება
  • იოჰიმბე აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას;
  • ეხმარება დეპრესიულ მდგომარეობების დაძლევაში;
  • აძლიერებს ერექციას;
  • აძლიერებს შეგრძნებებს სკესობრივი აქტის დროს;
  • აფართოვებს სისხლძარღვებს;
  • აუმჯობესებს მცირე მენჟში სისხლისმიმოქცევას;
  • აქვეითებს არტერიულ წნევას;
  • აჩქარებს მეტაბოლიზმს;
  • აძლიერებს შრომისუნარობას;
  • აძლიერებს გამძლეობას;
  • გააჩნია ცხიმების დაწვის ეფექტი;
მიღების წესი და უკუჩვენება

მიღების წესები: პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღწევს მიღებიდან 1-2 საათში. ამის გამო უმჯობესია მისი მიღება ვაღჯიშის წინ, სასურველია დილით კვებამდე. სქესობრივი დისფუნქციის დროს ინიშნება ნახევარი-ერთი საათით ადრე სქესობრივ აქტამდე, არაუგვიანესი 2 საათი დაძინებამდე.

პრეპარატის მიღების წინ შეიკავეთ თავი ნახშირწყლების მიღებისგან: კარტოფილი, თეთრი პური, მაკარონი, ნამცხვრები, რადგან ინსულინი და ალკალოიდი იოჰიმბინი ანტაგონისტები არიან და ნახშირწყლები ამცირებენ წამლის ეფექტს. ცხიმიანი საკვები, არ ამცირებს ეფექტს, მხოლოდ აფერხებს მედიკამენტის კუჭიდან ათვისებას. ეფექტის გასაძლიერებლად, შესაძლოა მისი მიღება ასკორბინის მჟავასთან (C ვიტამინი).

ცხიმის დასაწვავი ეფექტი ძლიერდება ყავის მიღებასთან ერთად, მაგრამ მისი მიღება მხოლოდ იმ პირებშია შესაძლებელი, ვისაც არ აქვს სისხლის მიმოქცევის პრობლემები.

იოჰიმბეს პრეპარატების მიღება ადრენომიმეტიკებთან, კლოფელინის ჩათვლით, ასევე სხვა სქესობრივი ფუნქციის მასტიმულირებელ პრეპერატებთან ერთად-სასტიკად დაუშვეველია.

ნუ გადააჭარბებთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზირებას.

უკუჩვენება და შესაძლო გვერდითი მოვლენები: ასაკი. (21 წლამდე ან 60 წლის ზემოთ), ორსულობა, ლაქტაცია, ჰიპოტონია, ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, ჰიპერთირეოზი, გულის იშემიური დაავადება, მომატებული ნევროზული აღზნებულობა, შფოთვა, ფსიქიკის სერიოზული დარღვევა, უძილობა, გლაუკომა, ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაზიანება, კუჭის წყლულოვანი დაავადება, I ტიპის შაქრიანი დიაბეტი, პროსტატის მწვავე დაავადებები.

შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: მომატებული აღზნებადობა, ნევროტულობა; თავის ტკივილები., თავბრუსხვევა; კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამწვავება, ტკივილი კუჭის მიდამოში; ტაქიკარდია; ორტოსტატიკური ჰიპოტონია; ალერგია.

არ არის რეკომენდირებული იოჰიმბინის შემადგენლობის პრეპარატების ხანგრძლივი მიღება და დოზის გადაჭარბება. როგორც ცნობილია, იოჰიმბინი იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, რაც დაბალწნევიან პაციენტებში გარკვეულ პრობლემებს ქმნის, სამაგიეროდ, საუკეთესო სტიმულატორია იმათთვის, ვინც ვერ იღებს მსგავსი მოქმედების პრეპარატებს არტერიული ჰიპერტენზიის გამო. მედიკამენტის დოზის გადაჭარბება გამოვლინდება შემდეგნაირად:

  • ძლიერე ნერწვდენა
  • სუნთქვის და გულისცემის გახშირება
  • არტერიული ჰიპერტენზია
  • ნევროტულობა და ძილის დარღვევა
  • ტრემორი
გასათვალისწინებელია, რომ იოჰიმბინის პრეპარატები თრგუნავენ ფერმენტ მონოამონოოქსიდაზის მოქმედებას, რაც აფერხებს ორგანიზმიდან სხვადასხვა ტოქსინების გამოდევნას, მაგალითად თირამინს. ისე რომ თუ მედიკამენტის მიღების წინ, თქვენ მიირთვით ლუდი, ყველი, შებოლილი ხორცი, წითელი ღვინო, გულ-ღვიძლის პროდუქტები, მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი მომატება.

პროდუქტის აღწერა

იოჰიმბე იზრდება დასავლეთ აფრიკის ტროპიკულ ტყეებში, ადგილობრივი მოსახლეობა ოდითგანვე იყენებდა მის ქერქს გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, კუნთოვანი მასისა და ძალის მოსამატებლად. იოჰიმბე ააქტიურებს ცხიმის წვას, ეფექტურია მაღალი წნევის დროს. ხსნის სტრესულ და დეპრესიულ მდგომარეობას. იოჰიმბეს ნაყენს ახალდაქორწინებულებს აძლევდნენ პირველი ღამის წინა დღეს და მეომრებს კი საბრძოლო მოქმედების დაწყებამდე.

ეს ხე უნიკალურია მასში შემავალი სპეციფიური ალკალოიდების გამო. აქედან რამოდენიმე დადებითად მოქმედებს სექსუალურ უძლურებაზე, ამიტომაც ეს კომპონენტი შედის პოტენციის ასამაღლებელ ბევრ პრეპარატის შემადგენლობაში.

დანიშნულება: აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ხსნის სტრესულ და დეპრესიულ მდგომარეობას, ამაღლებს შრომისუნარიანობას, აძლიერებს შეგრძნებებს სქესობრივი აქტის დროს, აძლიერებს ლიბიდოს, როგორც ქალებში ისე მამაკაცებში, აძლიერებს ერექციას, აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ამცირებს არტერიულ წნევას, აჩქარებს მეტაბოლიზმს, გააჩნია ცხიმის სწრაფი წვის ეფექტი.

იოჰიმბე ბლოკავს ალფა-2 ადრენერგიულ რეცეპტორებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში იწვევენ ერექციის ბუნებრივ დათრგუნვას. ამის შედეგათ ძლიერდება ნორადრენალინის გამოყოფა, რის გამოც ხშირდება გულისცენმა, სტიმულირდება სისხლისმიმოქცევა. ამ თვისების გამო, იოჰიმბეს შემცვლელი პრეპარატები გამოიყენაბა სექსუალური დისფუნქციის სამკურნალოდ. ალკალოიდი აბლოკირებს ასევე ცხიმოვანი უჯრედების ალფა-2 ადრენერგიურ რეცეპტორებსაც, რაც იწვევს მადის დაქვეითებას და ცხიმოვანი ქსოვილის სწრაფ წვას. ეს თვისება გამოიყენება სპორტსმენებში ფიზიკური დატვირთვის წინ , რაც რამოდენიმეჯერ უფრო ზრდის ვარჯიშის ეფექტურობას.

იოჰიმბეს სისტემატიურ გამოყენების დროს ითრგუნება მონოამინოოქსიდაზა, რასაც გააჩნია ფსიქომასტიმულირებელი და ანტიდეპრესიული ეფექტი. იზრდება თვითდაჯერებულობა, ქრება წარუმატებლობის შიშით გამოწვეული სექსუალური დისფუნქცია.

ზურგის ტვინის ნერვულ დაბოლოებებზე ზემოქმედებით, ალკალოიდი ააქტიურებს სექსუალური აღზნებადობის ცენტრს, ზრდის ლიბიდოს მამაკაცებში და ქალებში, ამიტომაც მიჩნეულია უძლიერესს აფროდიზიაკათ. გამოიყენება არა მარტო დისფუნქციის და პოტენციის აღსადგენათ, ასევე ჯანმრთელ ადამიანებში სექსუალური შეგრძნებების გასაძლიერებლად. ამასთან ერთად ახანგრძლივებს სქესობრივ აქტს და ზრდის საშოს სეკრეტის გამოყოფას ქალებში.