შემადგენლობა

ორგანული პრიალა თელას (Slippery Elm) ექსტრაქტი, ჟელატინი (კაფსულა).

პრიალა თელა ხელს უწყობს სხეულიდან ჰელმინთების გამოდევნას.

ის კარგი დამხმარე საშუალებაა ფსორიაზის, ჭრილობების, წყლულებისა და კანის სხვა პრობლემების სამკურნალოდ. ხშირად გამოიყენება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შემთხვევაშიც რადგან პრიალა თელა შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს.

პრიალა თელა ეხმარება მომნელებელ სისტემას შეკურლობის დროსაც. მის შემადგენლობაში არსებული ლორწოვანი ნივთიერება აუმჯობესებს დეფეკაციის პროცესს. შესაბამისად მისი გამოყენება შეუძლიათ ისეთ ადამიანებსაც, ვისაც აწუხებთ ჰემოროი.

პრიალა თელა შეიცავს მომნელებელი ფერმენტების უმრავლესობას. ამიტომ კარგად მოქმედებს მეტაბოლიზმზე და ეხმარება ორგანიზმს წონის სწორად დაკლებაში. ამასთანავე, ასეთი მოქმედებით ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დარეგულირებასაც.

მას ასევე შეუძლია მჟავიანობის დარეგულირება და იცავს კუჭ-ნაწლავს წყლულებისაგან. ხშირად იყენებენ დიარეის, გულძმარვისა და დივერტიკულიტის სამკურნალოდ.

მისი გამოყენება შესაძლებელია შფოთვისა და გაღიზიანების დროსაც, ვინაიდან წითელი თელა მდიდარია ფენოლებით. ეს ნივთიერებები კი იცავენ ორგანიზმს სტრესისაგან და ამცირებენ მისგან გამოწვეულ სიმპტომებს.

ამ მცენარეს იყენებენ ფსორიაზის დროსაც. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის, თმის, ფრჩხილებისა და სახსრების დაზიანება. მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბალთოვანი ფსორიაზი. პრიალა თელას კვების რაციონში ჩართვის დროს ფსორიაზის გამოვლინება კლებულობს. ამიტომ მას ხშირად ურჩევენ ფსორიაზიით დაავადებულ პაციენტებს დერმატოლოგები.

პრიალა თელას შეუძლია დაეხმაროს ორგანიზმს შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პროცესების დროსაც. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ცისტიტის (შარდის ბუშტის ანთებითი პროცესი) დროს.

მიღების წესი და უკუჩვენება

მიღების წესები: 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში

უკუჩვევები: ინდივიდუალური აუტანლობა

შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან

პროდუქტის აღწერა

წითელი თელა შეიცავს დიდი რაოდენობით წებოვან ნივთიერებას. როდესაც ის ერევა წყალს, წარმოიქმენა ლორწოვანი მასა. მოქმედების ასეთი მექანიზმით ის ხსნის გაღიზიანებას პირის ღრუში, ყელსა და კუჭ-ნაწლავში. ამიტომ კარგად გამოიყენება ყელის ტკივილის, ხველების, გასტროეზოფაგური რეფლუქსის, კრონის დაავადების, წყლულოვანი კოლიტის, დიარეის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და დივერტიკულიტის დროს. პრიალა თელა შედის ისეთი საწუწნი აბების შემადგენლობაში, რომელიც განკუთვნილია ყელის ტკივილის, გაციებისა და ხველების სამკურნალოდ. ის შეიცავს დიდი რაოდენობით რთულ ნახშირწყლებს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ შლის, ამიტომაც შეუძლია ანთებითი პროცესის მკურნალობა. მისი გამოყენება შეიძლება ბრონქიტის, ასთმის, ლარინგიტის და სასუნთქი გზების სხვა პრობლემების დროს.