შემადგენლობა

ორგანული კატაბალახას (Valeriana) ექსტრაქტი, ორგანული პიტნას (Mentha) ექსტრაქტი, ორგანული ბარამბოს (Melissa) ექსტრაქტი, ორგანული კრაზანას (Hypericum) ექსტრაქტი, ორგანული სვიას (Humulus lupulus) ექსტრაქტი, ჟელატინი (კაფსულა).

შინაგანად მისაღებად გამოიყენება შემდეგი ნიშნების დროს
  • სტრესი
  • ნერვული დაძაბულობა
  • გადაღლა
  • უძილობა
  • აღგზნებადობა
  • დეპრესია
მიღების წესი და უკუჩვენება

მიღების წესები: 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში

უკუჩვევები: ინდივიდუალური აუტანლობა

შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან

პროდუქტის აღწერა

✔ კატაბალახა გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალება ნერვული აგზნების, უძილობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის დროს.

✔ პიტნა ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედებით, მენთოლი აქვეითებს არტერიულ წნევას, შველის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ხსნის ტვინის ძარღვებისა და გულის შეტევით სპაზმებსა და თავის ტკივილს, სტენოკარდიულ და ნევროტიკულ ტკივილებს, აწესრიგებს ტაქიკარდიის დროს მდგომარეობას და სინუსურ არითმიას, პიტნის არომატი აღადგენს ენერგიას, ხსნის გადაღლილობითა და უძილობით გამოწვეულ ნერვულ დაძაბულობას, შოკსა და სტრესს.

✔ კრაზანა გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს: გასტრიტი, კუჭის მომატებული მჟავიანობა, ნაღვლის ბუშტში კენჭები, ანთება, ჰეპატიტები, მათ შორის – ვირუსული; ართრიტები, ტკივილი სახსრებში, კანის ინფექციები, დამწვრობა, ქრონიკული პიელონეფრიტი, სტომატიტი, პარადონტოზი, გინგივიტები, ქრონიკული ან ჩირქოვანი ოტიტი, კატარული ანგინა, აკნე, მასტიტი, ანემია, ჰემოროი (ბუასილი), მარტივი ვაგინიტი, შაკიკი, ხველება, ჰიპერტონია, ფსიქიკური დაავადებები, ჰაიმორიტი, ალკოჰოლიზმი.

✔ ბარამბო გამოიყენება კუჭის დაავადებების, გულის ნევროზების, ჰიპერტონიის, ასთმის, გაციების, რევმატიზმის დროს. ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აღძრავს მადას, შველის მეტეორიზმს. რეკომენდებულია თავის ტკივილისა და შაკიკის დროს, მაღალი სქესობრივი აღგზნებისას, მენსტრუალური ტკივილისას, კანზე გამონაყარის, ალერგიული დიათეზის, ორგანიზმის ნერვული ან ზოგადი სისუსტის დროს და როგორც ანტიდეპრესანტი.