ოფლიანობა ცუდი სუნით
მოლისანი ანტისეპტიკი
500 мл.- 25,0 лари
117 мл. - 10,0 лари
კლასიკური მოლისანი
1000 мл.- 65,0 лари
Получите рекомендацию от семейного врача | тел: 032 214-10-10
17 წელი ოჯახის აფთიაქის №1 პრეპარატი! მოლისანის გამოყენების გამოცდილება სხვა და სხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ.
დღეში ორჯერ - სამჯერ (დილას და საღამოს, ან დილას, შუადღეს და საღამოს) თბილი წყლით და საპნით დაბანის და გამშრალების შემდეგ დაისველეთ იღლიები და ფეხის ტერფები მოლისანი ანტისეპტიკით.
პროცედურა გაიმეორეთ 2-3 დღე, პროფილაქტიკისათვის პროცედურების გამეორება სასურველია
ყოველდღიურად. გაითვალისწინეთ რომ მოლისანი მცენარეული საშუალებაა და მოითხოვს ინტენსიურ გამოყენებას. როგორც წესია, სუნი ქრება მეორე დღესვე, ჭარბი ოფლიანობა იკლებს.
მოლისანი - უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტი თქვენი პირადი ჰიგიენისთვის.
დღეს-დღეობით პირადი ჰიგიენის პროდუქტების და პარფიუმერიის მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილია
უამრავი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი კომპანიების პროდუქცია, ძვირი, ხელმისაწვდომი და იაფი
ფასებით ყველა კატეგორიის მომხმარებელთათვის, რომელთა თითქმის 99% მზადდება ჯანმრთელობისათვის
მავნე სინთეზურ ნაერთებზე, მათ მოხმარებას თან სდევს უამრავი გართულებები. ხშირია სხვადასხვა
სახის ალერგიული რეაქციები, კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანება და ა.შ. მედიცინა უკვე
დაუფარავად საუბრობს ანტიპერსპირანტების, ტანის და ინტიმური ჰიგიენის გელების, სახის
ლოსიონების, კრემების გამოყენების საგანგაშო შედეგებზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულ პრობლემას თავიდან აგვაცილებს ბუნებრივ კომპონენეტებზე დამზადებული
(ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე) ნატურალური პროდუქტი მოლისანი.
მოლისანი რექტოვაგინალური ანტისეპტიკი ინტიმური ჰიგიენისათვის გამოიყენება როგორც სამკურნალოდ
(სოკო, ლორწოვანი გარსისის ანთება, გამონადენი...) ასევე პროფილაქტიკური მიზნით. მოლისანით
ხდება გენიტალიების დაბანა, ასევე შესაძზლებელია ჯერ მოხდეს დაბანა თბილი წყლით შემდგომ
გენიტალიების დამუშავება მოლისანით გაჟღენთილი მარლის სტერილური ტამპონით.
ასევე დიდი წარმატებით გამოიყენება მოლისანი რექტოვაგინალური ანტისეპტიკი ფეხმძიმობისა და მის
შემდგომ პერიოდშიც. მოგეხსენებათ ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალის ინტიმურ
ჰიგიენას (გამოყენების წესი იგივეა).
ძუძუთი კვების შემდეგ სასურველია მკერდის დამუშავება მოლისანით, რაც თავიდან აგაცილებთ უამრავ
უსიამოვნო გართულებებს.
მოლისანის გამოყენება მასტოპათიების დროს - ამ შემთხვევაში გამოიყენება მოლისანი ბეთლემის
საფენები - ხდება ხსნარით გაჟღენთილი მარლის საფენების დადება მკერდზე დღეში ორჯერ დილას და
საღამოს ძილის წინ.
საფენებთან ერთად აუცილებელია მივიღოთ მოლისანი ელექსირი დღეში 3-ჯერ 50 мл. რაც უფრო სწრაფს და
ეფექტურს გახდის მკურნალობას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოლისანი რექტოვაგინალური ანტისეპტიკის მოქმედება გაცილებით უფრო
ძლიერი და უსაფრთხოა ვიდრე ნებისმიერი ძვირად ღირებული ანტიპერსპირანტისა. ამისათვის საკმარისია
დღეში 1-2 ჯერ მოლისანის ხსნარით გაჟღენთილი ტამპონით იღლიის გაწმენდა დაბანის შემდეგ.
მამაკაცებისათვის:
მოლისანი ხასიათდება ანტიანთებითი მოქმედებით სასქესო ორგანოებზე. არის ინტიმური ჰიგიენის
საშუალება, რომელიც ხელს უშლის სქესობრივი გზით ვირუსულ-ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციის
გადაცემას.
მოლისანი ეფექტურია candida-ს რიგის სოკოსადმი, რომელიც იწვევს კანდიდოზს.
სქესობრივი აქტის შემდეგ სასქესო ორგანო სასურველია რომ დამუშავდეს მოლისანით.
პროფილაქტიკის მიზნით მოლისანის გამოყენება უმჯობესია ყოველდღიურად.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით კი საშარდე გზების ინფექციის შემთხვევაში სასურველია
ნანო ვერცხლის მიღება.
გამოხმაურება
რუსა გოგიშვილი
მე ვიყენებ ანტისპტიკს და ელექსირს, ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით და სხვათაშორის მოლისანს გინეკოლოგიც ნიშნავს.
03.04.2016.
გიორგი ბერეჟიანი
ერთი წელი იქნება, რაც საშინლად მავნე ჩვევა დამჩემდა. ღამის განმალობაში დაახლებით ხუთჯერ მიწევდა ადგომა და ტუალეტში გასეირნება, პატარა საქმეზე. მითხრეს პროსტატის ბრალი იქნებაო. თქვენი რჩევით დავიწყე, მეორე კვირა სრულდება, პატარა ბინტის ნაჭრის მოლისანით გაჟღინთვა და პროსტატის ჯირკვალთან ახლოში დადება. პარალელურად ვსვამდი, დღეში ორჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 20 - 20 გრამს, მოლისანის ელექსირს. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ! ერთი-ორჯერ თუ ვდგები ღამეში მხოლოდ, იმედი მაქვს ბოლომდე ჩავკლავ ანთებას!!! მადლობა მოლისანს!!!
13.11.2016.
Tamta Khantadze
ძალიან მომწონს მოლისანი, ბევრ რამეს უხდება, არამარტო ქალური... გამოვიყენე მრავალმხრივ და მართლა მაგარია. მადლობა ამ წამლის შემქმნელს და მწარმოებელს... 💖
14.02.2016.
Teo Demetradze (Teo Teo)
მეც არ მჯეროდა მოლისანის ვიდრე საკუთარ თავზე არ გამოვცადე. უბრალოდ სწორად უნდა გამოიყენო შედეგი რომ ქონდეს.
10.02.2016.
მაიკო შარვაშიძე
მოლისანმა სახეზე ალერგიული გამონაყარი გააქრო 😊 გაიწმინდა ძველი გამონაყარის კვალიც და სახის კანის ბუნებრივი ფუნქცია აღადგინა ისე, რომ მკვებავ კრემს თითქმის აღარ ვიყენებ 😊 მაკიაჟის სახის საპნით ჩამობანის მერე ვიწმენდ კანს და დილას დაბანის შემდეგ 😊 რომ შემაშრება მოლისანის ხსნარი მერე ვისვამ მაკიაჟს 😊
მეგობრებო, მე გავაკეთე კომენტარი, რომ მოლისანი ალერგიული კანისთვის მისწრებაა და ასუფთავებს, მაგრამ ეს იმიტომ კი არ გამიკეთებია, რომ ყოველი დღე თქვენს კითხვებზე პასუხებში ვხარჯო. მე გაცნობეთ ჩემი გამოცდილება, მაგრამ ნუ მწერთ და ნუ ითხოვთ დამატებით მტკიცებულებებს! რადგან ვინც ერთხელ ნათქვამი არ დამიჯერა, არც მეორედ ნათქვამს დამიჯერებს და აზრი არ აქვს ჩემს საუბარს არც ის იფიქროთ, რომ მე რეკლამას ვაკეთებ და ამაში ფულს მიხდიან.
ყოველ დღე მხვდება წერილი ჩატში: მართლა შველის პრობლემურ კანს მოლისანი? გთხოვთ დამიდასტუროთ და ამიხსნათ როგორ გამოვიყენოო, ერთხელ ხომ ვთქვი უკვე, რომ შველის და გამოყენების წესი კი ინტერნეტში წერია.
10.10.2014.