Состав

ორგანული ჟენშენის (Red Ginseng) ექსტრაქტი, ჟელატინი (კაფსულა).

შინაგანად მისაღებად გამოიყენება შემდეგი ნიშნების დროს
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობებისას;
  • ხანგრძლივი და/ან მომატებული ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვებისას;
  • სექსუალური ლტოლვის შესუსტების შემთხვევაში.
  • ინფექციური დაავადებების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში;
მიღების წესი და Противопоказания

მიღების წესები: 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში

უკუჩვევები: ორსულობა და ლაქტაცია. ადრე გამოვლენილი მომატებული მგრძნობელობა ჟენშენის ექსტრაქტის ან პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. არტერიული ჰიპერტენზია, მომატებული ნერვული აგზნება, ძილის დარღვევა, ინფექციური დაავადებების მწვავე პერიოდი, ეპილეფსია, 12 წლამდე ბავშვები.

შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან

განსაკუთრებული მითითებები: ჟენშენის პრეპარატების მიღება რეკომენდებული არ არის დღის მეორე ნახევარში ჩაძინების დარღვევის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

Описание продукта

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
ჟენშენის პრეპარატები აძლიერებენ სტიმულატორებისა და ანალეპტიკების (კოფეინის, კაფურის და სხვ.) მოქმედებას, წარმოადგენენ იმ საშუალებების ანტაგონისტებს, რომლებიც თრგუნავენ ცეტრალურ ნერვულ სისტემას (მათ შორის, ბარბიტურატებს, ტრანკვილიზატორებს, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს და სხვ.).

ზემოქმედება ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ზემოქმედება ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ გამოვლენილა.

გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილებმა უნდა მიიღონ 1 ან 2 კაფსულა საუზმის შემდეგ. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მცირე რაოდენობის მიყოლებით. რეკომენდებულია ჟენშენის კაფსულების მიღება 4-8 კვირის განმავლობაში. მკურნალობის კურსის განმეორებით ჩატარება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება
თერაპიულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ აღინიშნება. გვერდითი მოქმედება ვლინდებოდა, როდესაც გამოყენებული სადღეღამისო დოზები აღემატებოდა 15 გ-ს. ჟენშენის მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, ნერვული აგზნების მომატება, არტერიული წნევის მომატება, კანზე გამონაყარი, დიარეა.

ზედოზირება
ჭარბი დოზის მიღებისას ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.