დარიჩინი
60 კაფსულა - 55,0 лари
Получите рекомендацию от семейного врача | тел: 032 214-10-10
დარიჩინი საკმაოდ სერიოზული სამკურნალო საშუალებაა, მაგალითად, ხელს უწყობს შაქრის დონის დაწევას დიაბეტის დროს. 4-5 გრამი დარიჩინი 15-20%-ით ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.
ორგანული დარიჩინის ფესვის (Cinnamomum verum) ექსტრაქტი, ჟელატინი (კაფსულა).
- დარიჩინში შემავალი საკვები ბოჭკო (ცელულოზა) და კალციუმი, ხელს უწყობენ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას;
- დარიჩინი საუკეთესო საშულებაა დიარეის (ფაღარათი) და ყაბზობის (შეკრულობის) პროფილაქტიკისთვის, ის აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას;
- დარიჩინის რეგულარული გამოყენება ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის რისკს, ისდადებითად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე, დაბლა სწევს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს.
- დარიჩინი ახდენს ტვინის მუშაობის სტიმულირებას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.
მიღების წესები: 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში
უკუჩვევები: დარიჩინი იწვევს გულისცემის აჩქარებას; არ ღირს მისი მიღება მაღალი ტემპერატურის დროს, მასში შემავალმა ნივთიერებამ-კუმარინმა, შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს; იმავე კუმარინის შემცველობის გამო, დარიჩინის დიდი რაოდენობით რეგულარული მიღება უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე; დარიჩინის გამოყენება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც სისხლის შედედების უნარი დაქვეითებული აქვს; დარიჩინმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება კუჭ-ნაწლავის დაავადებების შემთხვევაში.
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან