დანიშნულება
  • აკნე, გამონაყარი კანზე, პაპილომა, ფსორიაზი, სოკო
  • ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, უენერგიობა
  • სტრესი, შიში, დეპრესია, უძილობა
  • თავის ტკივილი
  • ყაბზობა (შეკრულობა), მუცლის ტკივილი
  • დისბაქტერიოზი; (ყაბზობა, ფაღარათი)
  • გულის რევის შეგრძნება
  • კბილების კრაჭუნი
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუში
  • ნერწყვისდენა
  • უმადობა ან პირიქით გაძლიერებული მადა
  • გაცხიმოვნება (სიმსუქნე)
  • ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ფერდქვეშა არეში
  • თვალის უპეების ჩაშავება
  • სახის მიმიკური კუნთების უნებლიე მოძრაობა
  • უკანა ტანის ქავილი

  • ‼️ რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა გყავდეთ პარაზიტები.

    ნუ გადადებთ დროს❗️ჩაიტარეთ თქვენ/თქვენმა პატარებმა დროული კვლევა პარაზიტებზე -ჰემოსკანირება. და გაიწმინდეთ ორგანიზმი პარაზიტებისგან მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულით, რომელიც არის 100% მცენარეული შემაგდენლობის! ეფექტური და უსაფრთხო!

    პარაზიტების წმენდა სასურველია წელიწადში ორჯერ. მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა მიიღება როგორც სამკურნალოდ, ასევე საპროფილაქტიკოდ.

    მიღების წესი

    მიღების წესი: კვებიდან 1 საათში ან კვებამდე 20 - 30 წუთით ადრე.
    ბავშვებში 6 წლიდან 1-2 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში, წონისა და ჩივილეის მიხედვით.
    ბავშვებში 2-6 წლამდე ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
    საპროფილაქტიკო კურსის ხანგრძლივობა არის 21-28 დღე.
    სამკურნალოდ დანიშნული დოზა პირველი თვე მიიღება ყოველდღიურად. მეორე თვეს, 2-3 დღეში ერთხელ, ერთჯერადად მიიღება 1 დღის დოზა, მესამე თვიდან 5-7 დღეში ერთხელ, ერთჯერადად მიიღება 1 დღის დოზა. ასკარიდას დროს სამკურნალო კურსი გრძელდება საშუალოდ 6 თვე!

    პარაზიტულ წმენდასთან ერთად აუცილებელია პარაზიტების ნარჩენი ტოქსინებისგან წმენდაც, ამ პროცესში თქვენ დაგეხმარებათ მოლისანის ელექსირი ან მოლისანის დეტოქსი! რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის პარაზიტების ნარჩენ ტოქსინებს და გაწმენდს ორგანიზმს ასევე შხამების, წიდებისა და სხვა მავნე ნივთიერებებისგან! დაეხმარება ნივთიერებათა ცვლას დასტაბილურებაში და უჯრედს კი სასურველი ვიტამინების, მინერალების ათვისებასა და დანინშულების ადგილამდე ტრანსპორტირებაში!
    მოლისანი ელექსირი ან მოლისანი დეტოქსი მიიღება კვებამდე 20-30 წუთით ადრე დღეში 2-3 ჯერ 15-20 მლ.

    საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 100% დან 80% ანემიური ცვლილებები ორგანიზმში გამოწვეულია პარაზიტული დასნებოვნებისგან და რატომ? პარაზიტები იკვებებიან უჯრედული ცილითა და რკინით (ფერიტინით) რომელიც პასუხს აგებს ორგანიზმიში მიმდინარე პროცესებზე!

    მკურნალობის სწორად წარმართვა, თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია!

    უკუჩვევები: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები); 2 წლამდე ასაკი.

    შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან

    განსაკუთრებული მითითებები: ინიშნება სიფრთხილით ეროზიული გასტრიტის და კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს.

    შემადგენლობა

  • შავი კაკლის ნაჭუჭი (Juglans nigra).
    - გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული მოქმედება. ათავისუფლებს ღვიძლს, ნაწლავებს, სისხლსა და მთელ ორგანიზმს სხვადასხვა პარაზიტისაგან. აჩერებს მავნე ბაქტერიების განვითარებას და გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.
  • აბზინდა (Artemisia absinthium).
    - მოქმედებს მრგვალ და თასმისებურ ჭიებზე, ბაქტერიებზე, უმარტივესებზე, სოკოებსა და მრავალი სახეობის ვირუსებზე.
  • ნიორი (Allium Sativum).
    - გააჩნია ანტიფუნგალური და ლამბლიოზის საწინააღმდეგო მოქმედება.
  • მიხაკი (Syzygium aromaticum).
    - ანადგურებს პარაზიტების კვერცხებსა და მატლებს.
  • სხვა ინგრედიენტები: ჟელატინი (კაფსულა)
  • სად ვიყიდოთ

    მობრძანდით ჩვენთან მოლისნის კლინიკაში შეიძინეთ მოლისანი და და მიიღეთ ექიმისგან რჩევა-დარიგება მკურნალობის შესახებ:
    თბილისი. საბურთალო, ტაშკენტის 14 (მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტი“).
    ტელ: +995 596 00-10-60
    გორი. დ. გურამიშვილის 68 (იუსტიციასთან ქვემოთ). ტელ:
    ტელ: +995 597 12-14-51
    ქუთაისი. თამარ მეფის ქ. N68. ტელ:
    ტელ: +995 551 13-41-38

    შეუკვეთეთ კურიერს! ისარგებლეთ საკურიერო მომსახურეობით სრულიად საქართველოს მასშტაბით.
    ტელ: +995 596 00-10-60; +995 551 39-03-33

    შეიძინეთ კერძო და ქსელურ აფთიაქებში:
    თბილისი. დ. აღმაშენებლის 83/23. აფთიაქი 23. მარჯანიშვილის მეტროსთან, ქსოვილების მაღაზიის გვერდზე. ტელ: +995 032 295-23-96
    თბილისი. თამარ მეფის და სურამის კვეთა, 2 ნაბიჯის და რონიკოს მოპირდაპირე მხარეს. აფთიაქი "მჯ". ტელ: +995 032 295-11-38
    ნეოფარმის სააფთიაქო ქსელი. ტელ: +995 032 259-64-46

    გამოხმაურება

    10

    No Na

    ძალიან კარგი წამალია მოლისანის ანტიპარაზიტული ისე დამისუსტდა 9 წლის ბიჭი ვეღარ ვცნობდი ჭიებით სავსე იყო 20 დგეა ვასმევ და უკვე შარვლები აღარ ეტევა ყველა ჭიას და ბაქტერიას კლავს მაგარია.

    10

    Art by Nina Turmanidze

    სიმსივნური პროცესი დაწყებული მქონდა, ექიმის მიერ დანიშნულ ლაზეროთერაპიასთან პარალელურად მივიღე ორი რამ (დეტოქსი და ანტიპარაზიტული) და ერთ თვეში სასწაული შედეგი იყო;ფაქტია მოლისანი დაეხმარა ამას კარგად;ეს ორი კომბინაცია ძაან ძლიერია,და წერია კიდეც მათ ანტისიმსივნურ თვისებებზე;ვერცხლთან და ნანო ოქროსთან საერთოდ სასწაული იქნება ;მადლობა ამ კლინიკას და ამ წამლის შემქმნელს;კუჭნაწლავზეც ძაან დადებითად მიქმედებს ელექსირი და დეტოქსი

    10

    ნინო თათარაშვილი

    ვუწევ რეკომენდაციას, ჩემ ბიჭს მივეცი ანტიპარაზიტული და მეორე დღესვე იმოქმედა 👏 სრულიად შემთხვევით გიპოვნეთ, და რადგან მცენარეულია ვენდე და შევიძინე არავის რჩევით არ მიყიდია, მიხარია რომ ქიმიური წამლებით აღარ ვჭყიპავ ჩემ ბიჭს 😍

    10

    დავით თომაძე

    1 კვირაა რაც დავამთავრე მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულის 1 თვიანი კურსი, ენერგია მომემატა მნიშვნელოვნად, იდეების უკმარისობას არც ადრე ვუჩივოდი და ეხლა ხომ არ ვიცი რით დავიწყო, უამრავი საინტერესო პროექტი გვაქვს განსახორციელებელი, და ვგრძნობ რომ მაქვს ამის ძალაც და სურვილიც! ძალიან კმაყოფილი ვარ, შესანიშნავი პრეპარატი შევქმენით მოლისანის ლაბორატორიაში. მადლობა ჩვენს ერთგულ და ძვირფას გუნდს ❤️ მადლობა ყველას, ვიმც იყენებს ჩვენს მიერ შექმნილ პრეპარატებს და ნახულობს შედეგს! მე თქვენი გამოხმაურება მახარებს ისევე როგორც ჩემი!!!

    10

    ნინო თათარაშვილი (ნინი)

    მე შემთხვევით ვნახე ეს წამალი და იმიტომ შევიძინე რო მცენარეულია, ჩემი 4 წლის ბიჭს ანტიპარაზიტული ვუყიდე და მეორე დღესვე მისცა შედეგი

    10

    Lika Bandzeladze

    მე ძალიან კმაყოფილი ვარ მოლისანის ანტიპრაზიტულით, დიდი შედეგი მივიღე


    10

    Teo Qamadadze

    ორი წელი ვმუკნალობდი ასკარიდა ჭიას ბავშს და ბოლოს მოლისანის კლლინიკაში მივედი და შედეგიც ქონდა მათ გამოწერილ წამლებს, საუკეთესოა მოლისანი.

    10

    Lamzira Bedinadze

    Დიდი მადლობა კლინიკა მოლისანს, ათი დღეა უკვე ვღებულობ მოლისანის მედიკამენტებს და შედეგი საგრძნობლად მაქვს.


    10

    Rusudan Karchava

    ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩემს ბავშვს ჩავუტარე გამოკვლევა (ჰემოსკანირება) რაც და როგორც მითხრეს ისე დავიწყე მკურნალობა და შედეგი საუკეთესო იყო! მივიღე ანტიპარაზიტული, იმუნურ სისტემაზე და კიდევ ქოლესტერინზე-ორი კურსი ჩავიტარეთ. თუმცა შედეგი პირველივე კურსზე მქონდა. კუჭ-ნაწლავიც მოუწესრიგდა. კიდევ ვაპირებ კურსის გამეორებას. დიდი მადლობა კლინიკა მოლისანს 💚

    10

    Xatuna Sebiskveradze

    უმაგრესია ანტიპარაზიტული ფორმულა. მე პირადად კმაყოფილი ვარ, ვმკურნალობ და შედეგიც მალევე მქონდა. მადლობა მოლისანს 🧡.

    10

    Natia Gambashidze

    მოგესალმებით. მქონდა თავის ტკივილები, გული მაწუხებდა. ქრონიკული დაღლილობა. ჩავიტარე კვლევები. მკურნალობები, შედეგი ნოლი ისევ თავის ტკივილი. ისევ დაღლილობა და გულის პრობლემები. არცერთ ექიმს არ უთქვამს პარაზიტებზე რამე. ინტერნეტით გავიგე მოლისანის შესახებ. მივედი გავიკეთე ანალიზები, და აღმოჩნდა სისხლში პარაზიტები. დამინინეს მკურნალობა.მოლისანი დეტოქსი, ანტიპარაზიტული ფორმულა და წყალი. ახლა თავს ვგრძნობ კარგად. შედეგი დაახლოებით მეხუთე დღეს მქონდა. აღარც თავის ტკივილები აღარც დაღლილობა და გულის პრობლემებიც გაქრა. მთელ ჩემ სანათესაოს გავაგებინე მოლისანის შესახებ. თემ გოგოს აქვს წითელი ლიქენი. ერთი უვუცი ექიმის გამო და იმის დანიშნული წამლების გამო გაუმწვავდა დაერღვა ციკლი, დაერღვა ჰორმონები, მთელსხეულზე გაასმაგდა ლიქენი. მოლისანში გაიკეთა ანალიზი და დაუნიშნეს მკურნალობა. ერთი კვირაა რაც მკურნალობს და მინდა გითხრათ რომ უკვე შედეგი აქვს ნელ ნელა ქრებიან. გაიხარეთ ჩემი და ჩემი ოჯახის გახარებისთვის. ყველას ვურჩევ მოლისანს.ძალიან ბევრი წარმატებები. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ღმერთის წყალობას.

    10

    Mzia Gamezardashvili

    უმაგრესია მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულა, მადლობა თქვენ, ჩემს შვილიშვილს უშველა, არაფერს აღარ ჭამდა, მადა არ ჰქონდა, მაგ წამლის მერე ფერზეც მოვიდა, ჭამაც დაიწყო, არც მუცელს იტკიებს, გახალისდა და მოიმატა. ბუნებრივი წამალია და ვენდობი, უღრმესი მადლობა შემქნელეს.

    10

    Ani Ani

    მე ვიყენებ მოლისანის ანტიპარაზიტულ ფორმულას 1 თვეა და 10 დღეში შედეგი მქონდა, კონკრეტულად პაპილომები გამიქრო. მადლობა მოლისანის შემქმნელებს 🧡.

    10

    Eka Toidze

    მე მივიღე მოლისანის ანტიპარაზიტული წამალი რამაც ტკბილეულისადმი მოთხოვნილება გამიქრო. ჰემოსკანირებაც გავიკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა მოლისანს და მის კოლექტივს, ძალიან კარგები ხართ.

    10

    Nuca Beruashvili

    ბავშს დაღლილობა ფეხებში მოეხსნა და ტუჩებზე ფერი მოუვიდა, ელექსირს ვაძლევ და მოლისანის ანტიპარაზიტების ფორმულას.
    შესანიშნავი პროდუქცია გაქვთ, მართლა ძალიან ეფექტური, მადლობა რომ ასეთი კარგები ხართ. კმაყოფილი ვარ ყვალაფრით. კარგია რომ არსებობთ ❤️❤️

    10

    Tamta Khantadze

    📣📣📣 წამალი რომელიც საოცრებააა, "ანტიპარაზიტული ფორმულა" - ყველა ოჯახში უნდა დაილიოს! მერწმუნეთ საოცარ შედეგს მიიღებთ! 🤗 მადლობა ბ-ნ დავითს საოცარი პრეპარატების შექმნისთვის! რაც მთავარია არის მცენარეული 👌🌿🌾🍀🌺🥀🌱🌳🍃🍃🍃🍃 მოვიხმარ ასევე სავლებ მოლისანს რომელიც საოცარ ეფექტს ახდენს გამოყენებისთანავე 👍 მე მიყვარს და ვამაყობ რომ ბ.ნ დავითი ქმნის უამრავ საოცარ პრეტარატებს ❤️❤️❤️❤️ ჩვენ ❤️ მოლისანი, შეიყვარეთ თქვენც 🤗 🍃🌾🌿🌳🌱🌱🥀🍀🍀🌺🌱🍃🍃🌾🌿🍃🍃🍃🌳🌳🌱🌱🥀🥀🌺🍀🌺🌱🍃🍃🍃🌿🌿🌾🍃🌳🌳🌱🥀🥀🌺🍀🍀🍀

    10

    Ani Ani

    მქონდა პაპილომების უხვი ზრდა,კანის ქავილი და სხვა და სხვა ინფექციები. ექიმის დანიშნულების გარეშე მივიღე ანტიპარაზიტული ფორმულა, მე 10 დღიდან დამეწყო შედეგი.სრულად გაქრა პაპილომები, გავთავისუფლდი ტოქსინებისგან ბაქტერიებისგან და მიკრობებისგან... მადლობა მოლისანის შემქმნელებს... იყიდე ქართული იყავით ჯანმრთელნი🧡

    10

    ნინ-ელ ბერიაშვილი

    მაწუხებდა კუჭნაწლავი, მქონდა ნაღვლის ბუშტის პრობლემები, ვარიკოზი, ჩავიტარე ჰემოსკანირება, შემდეგ კი კომპლექსური მკურნალობა: თავიდან დავიწყე ანტიპარაზიტულით, ვიღებდი "მოლისანი დეტოქსს" ცოცხალ წყალთან ერთად, პირველივე კვირას ვიგრძენი საოცარი ეფექტი (არადა წლებია ვმკურნალობ ვარიკოზს, შედეგი არანაირი) შესვენების შემდეგ ისევ გავიმეორებ კურსს აუცილებლად! დიდი მადლობა თქვენ ბატონო დავით! რომ ქმნით ამ მართლაც ღვთაებრივ პრეპარატს. წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ ❤️️❤️️

    10

    Nona Tefnadze

    მოგესალმებით. მე გავიკეთე ჰემოსკანირება და ძალიან კმაყოფილი ვარ. მივიღე სპირულინა რადგან რკინის ნაკლებობა მქონდა სისხლში.ასევე მივიღე მოლისანი ელექსირი რადგან მუდმივი ტკივილი მქონდა ნაღვლის ბუშტის. გამოვიყენეთ ანტიპარაზიტული ფორმულა მე და ჩემმა ოჯახმა. ძალიან მომეწონა ნანო ოქროც. კომენტარეს რომ ვკითხულობი არ მჯეროდა რომ ასეთი ეფექტური იქნებოდა თქვენი პრეპარატები მაგრამ როცა ჩემს თავზე გამოვცადე ასე აღარ ვფიქრობ. პირიქით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა მოლისანს.

    10

    Nino Alugishvili

    მოგესალმებით! მოლისანის კლინიკა ჩემთვის აღმოჩენა იყო. 3 კურსი ჩავიტარე სხვადასხვა მიმართულებით.თუ უკმაყოფილო ვიქნებოდი, მეორე კურსზე აღარ მივიდოდი. ბევრი რამ მაწუხებდა: კოლიტი, მუცლის შებერილობა, სახსრების ტკივილი, უენერგიობა, ადვილად ვიღლებოდი. პირველად ლიკა ლაზარიაშვილმა მიმიღო, ჰემოსკანირება გავიკეთე. ყოველგვარ სიკეთესთან ერთად ბაქტერიები და სოკოც აღმომაჩნდა. დამინიშნა მოლისანი ელექსირი, ნანო ოქრო, ანტიპარაზიტული ფორმულა და კალცი ბენე. კურსი რომ გავიმეორე, ჰემოსკანირებამ აჩვენა , რომ ბაქტერია ვერ დავამარცხე, თუმცა კუჭნაწლავი მომიწესრიგდა და მუცლის შებერილობასაც აღარ ვუჩიოდი. ამჯერად მოლისანი დეტოქსი დამინიშნა ლიკა ექიმმა, ნანო ოქრო და ანტიპარაზიტული ფორმულა გამიმეორა. მესამედ რომ მივედი, ექიმი მამაკაცი იყო, ერთმანეთზე უკეთესები არიან დამიჯერეთ, ჰემოსკანირება მესამედაც გავიკეთე. როგორც ჩანდა, ბაქტერია და სოკო კიტრის მწნილივით მქონდა გამჯდარი. ზურა ექიმმა. ისევ დამინიშნა მოლისანი დეტოქსი და ანტიპარაზიტული ფორმულა და დამიმატა კლასიკური მოლისანი ფრჩხილებზე გარედან სახმარად..... არ დაიჯერებთ და ახალი ფრჩხილები წამომივიდა. როგორ არ ვიყო კმაყოფილი. კარგი ბევრი რამ იყო: არაჩვეულებრივი მიღება და დამოკიდებულება პაციენტის მიმართ, ორგანიზმში რა ცვლილებებია საკუთარი თვალით ხედვა, მცენარეული წამლები, თანაც საქართველოში დამზადებული და ბოლოს შედეგი, რაც ვნახე. არაერთი ადამიანი გამყვა. ყველანი კმაყოფილები არიან. როცა მკურნალობას იწყებ, პირველ რიგში უნდა ენდობოდე, წამლებს რომ მოგცემენ, რწმენა უნდა გქონდეს, რომ გიშველის და ინსტრუქციებს ზედმიწევნით კარგად მიჰყვე. მე კურსის გამეორებას გაზაფხულზეც ვაპირებ. რასაც ვამბობ, 100% ვარ დარწმუნებული. იტალიისა და პორტუგალიისა რა გითხრათ, მაგრამ მორწმუნე ადამიანი ვარ და მინდა, ყველა ჯანმრთელად ვიყოთ. ამიტომ გავისარჯე ასე ძალიან, რომ ბევრი ადამიანი მიცნობს წლების მანძილზე და თუ ვინმეს პრობლემა აქვს და ჩემი რეკომენდაციით გამოჯანმრთელდება, ჩემთვისაც დიდი მადლი იქნება. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, მადლობა მოლისანის ექიმებს. მიყვარხართ და მეიმედებით.

    10

    Ekaterine Dolidze

    გაარჯობათ. მომხმარებელი ვარ დღიადან ამ პროდუქტის გამოჩენისა. თავიდან მოლისანი კლასიკი რომელიც კარგი ჰიგიენური მოვლის საშუალებაა. ანტიპარაზიტული,ტონიკის და ელექსირის მიღებამ გამიუმჯობესა კუჭ-ნაწლავისმოქმედება, ასევე მქონდა ალერგია, არც ვიცი რაზე, ფეხზე წვივებზე მქონდა გამონაყარი და მეფხანებოდა, გამიქრა. ახლა ვსვამ დეტოქსს და ვაგრძელებ ანტიპარაზიტულ კაფსულეს რომელსაც ნახევარ წელზე მეტია უკვე ვიღებ. ჰემოსკანირებაზეც ვიყავი და კიდევ უნდა მოვიდე დეტოქსის მიღების შემდეგ.

    10

    Cira Mesrofovi

    მოგესალმებით. მე გავიკეთე ჰემოსკანირება და ძალიან კმაყოფილი ვარ.მივიღე სპირულინა რადგან რკინის ნაკლებობა მქონდა სისხლში.ასევე მივიღე მოლისანი ელექსირი რადგან მუდმივი ტკივილი მქონდა ნაღვლის ბუშტის. გამოვიყენეთ ანტიპარაზიტული ფორმულა მე და ჩემმა ოჯახმა. ძალიან მომეწონა ნანო ოქროც. კომენტარეს რომ ვკითხულობი არ მჯეროდა რომ ასეთი ეფექტური იქნებოდა თქვენი პრეპარატები მაგრამ როცა ჩემს თავზე გამოვცადე ასე აღარ ვფიქრობ. პირიქით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა მოლისანს.

    10

    მარი ზუკა

    მოგესალმებით. მე ჰემოსკანურება ვერ გავიკეთე რადგან ვერ მოახერხე მოსვლა და ძალიან გული მწყდება. თუმცა ყველა სახის გამწმენდი სითხე მაქვს თქვენი გამოყენებული და თქვენი სასვალებით დავემშვიდობე გამომაყარს. თქვენთან საჩუქრად გაფმომცეს ვარდის ზეთი თვალის ირგვლივ წწასასმელი და საოცრებააა მიკლედ თქვენი პროდუქტი. ასევე დარემუნებული ვარ რომ ანტიპარაზიტული კაფსულებიც საუკეთესო შედეგს მომცრმს როდესაც შევიძენ ჩემი და ჩემი შვილებისთვის პროფილაქტიკის მიზნით ექიმის დანიშნულება ნამდვილად არ მინდა რადგან 100% დარწმუნებული ვარ თქვენი პტოდუქტის უვნებლობაში. საოცრებაააააა ❤️️❤️️❤️️❤️️❤️️❤️️

    10

    Eka Badri

    მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მოლისანს, მე და ჩემმა შვილებმა გავიკეთეთ ჰემოსკანირება, ჩვენი ექიმი ქალბატონი თამილაა, უზომოდ თბილი, ყურადღებიანი და სულგრძელი ადამიანი, მან სწორი დანიშნულება მოგვცა რის შედეგადაც მე და ჩემი შვილები არაჩვეულებრივად ვართ, ბავშვებს ხშირად აწუხებდათ მუცლის ტკივილი, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, მოლისანის ანტიპარაზიტული ფორმულით და მოლისანის ელექსირით დავისვენეთ, ბავშვები უზომოდ ბედნიერები და ჯანსაღები არიან. მე მაწუხებდა უძილობა, სისუსტე, სახსრების ტკივილი, მივიღე ოქროს ნანო და ვერცხლის ნანო რამაც სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა. მეორე თვეა ვღებულობთ თქვენს პროდუქციას. ❤️️ მადლობა რომ არსებობთ!

    10

    Rezo Simon Gogolashvili

    დამასწარით ამ ბიზნესის გაკეთება (ანტიპარაზიტული, კოლოიდები) მაგრამ მაინც მაგარია, რომ მივიღეთ ეს!


    10

    Lela Kharebashvili

    ბავშვს დავალევინე მოლისანი ანტიპარაზიტული,ძალიან კმაყოფილი ვარ.სხვა პრეპარატები ნაღვლის ბუშტს უღიზიანებდა და შემდეგ ვმკურნალობდით.მოლისანის შემდეგ ნაღვლის ბუშტიც არ გაუღიზიანდა და ხანგრძლივად განთავისუფლდა პარაზიტებისაგან.მადლობა თქვენ.

    10

    თამარ ლოთიკაშვილი

    ვიყავი ლიკა ექიმთან, ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩავიტარე ერთი კურსი და მეორე კურსს ვიტარებ ახლა, შედეგი ვიგრძენი წამლის მიღებიდან მეორე დღეს, ენერგია მომემატა, მადლობა ლიკა ექიმს. ვუსურვებ წარმატებებს მოლისანის ექიმების მთლიან ჯგუფს და ბევრ კმაყოფილ პაციენტებს.