დამატებითი ინფორმაცია
კავა - 10 სარგებელი ჯანმრთელობისთვის!
კავას ფესვებს ახასიათებს დამამშვიდებელი ეფექტი. ნივთიერება კავალაქტონი, რომელიც გვხვდება კავაში, ამშვიდებს და იძლევა ეიფორიის მცირე შეგრძნებას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს გონებრივ სიცხადეს. სასარგებლო ეფექტი შესაძლებელია მხოლოდ ზომიერად მოხმარებისას. დღეისათვის არ არსებობს მონაცემები საჭირო დოზის შესახებ. თუმცა, არ არის რეკომენდებული დღეში 300 მგ-ზე მეტის მიღება. ქვემოთ მოცემულია კავას ჯანმრთელობისთვის სარგებელი ძირითადი 10 თვისება:
1. კავა ამშვიდებს ნერვებს!
კავა ამშვიდებს და ოდნავ ათრობს სხეულს. ჩნდება ბედნიერების განცდა, კუნთები და ფსიქიკა მოდუნდება, მცირდება ემოციური გადატვირთვა.
2. ხსნის ტკივილს!
კავას ფესვი შესანიშნავი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. იგი გამოიყენება ართრიტის ტკივილისა და კუნთების სპაზმის შესამსუბუქებლად. რეგულარული გამოყენებისას, შეგიძლიათ თავი დააღწიოთ ქრონიკულ ტკივილს ფიბრომიალგიის დროს.
3. მკურნალობს სპაზმებს!
ამ უჩვეულო მცენარის კვლევისას გამოითქვა ვარაუდი, რომ მისი გამოყენება აღმოფხვრის ან მოხსნის კუნთების კრუნჩხვებს და მენსტრუაციის ტკივილს.
4. კავა ებრძვის სტრესს!
კავას ექსტრაქტს ახასიათებს დამამშვიდებელი თვისებაც, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია დეპრესიისა და ქრონიკული სტრესისკენ მიდრეკილი ადამიანების სამკურნალოდ. ის ეხმარება შფოთვის, დეპრესის, გაღიზიანების, ნერვული სისტემის მომატებულ აგზნებადობის მოხსნას. კვლევებმა აჩვენა, რომ კავა კავა ადამიანს ეხმარება პანიკური შეტევების და გულის პალპიტაციის დაძლევაში.
5. ეხმარება დამოკიდებულებასთან ბრძოლაში!
ალკოჰოლთან, თამბაქოსთან ან ნარკომანიასთან ბრძოლა საკმაოდ რთული პრობლემაა. დამამშვიდებელი და სედაციური ეფექტის გამო, კავა ეხმარება ადამიანს სწრაფად დაძლიოს მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება და გაუმკლავდეს ნარკოტიკის მოხსნის სიმპტომებს.
6. ეფექტურია შარდსასქესო სისტემის პრობლემებისას!
უძველესი დროიდან კავას ფესვი, სოკოს საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური და შარდმდენი თვისებების გამო, გამოიყენებოდა სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც აზიანებენ შარდის ბუშტსა და საშარდე გზებს, აუმჯობესებს მის ფუნქციონურებას.
7. ხელს უწყობს სწრაფ აღდგენას ინსულტის შემდეგ!
კავა ცნობილია თავისი უნარით შეზღუდოს ინსულტით ან კორონარული დაავადებით დაზიანებულ ტვინის არეალი. ეს ნიშნავს, რომ თუ ტვინის ნახევარ-სფერო ძლიერ არ არის ტრავმირებული, მაშინ გამოჯანმრთელების პერიოდი სწრაფი და მარტივი იქნება.
8. კავა ბუნებრივი საშუალება უძილობისას!
მისი შესანიშნავი სედაციური ეფექტი საშუალებას აძლევს კავას გამოიყენონ ტრადიციულ მედიცინაში ძილის დარღვევების სამკურნალოდ. სასწაულმოქმედი ექსტრაქტი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და სხეულს. წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრი მოსახლეობა დიდი ხანია ამზადებდს სასმელს, რომელიც ღრმა ძილს იძლევა. თუმცა, კავას, როგორც საძილე საშუალებად გამოყენება უნდა მოხდეს სპეციალისტის რჩევით.
9. კავა კარგია ქალის ჯანმრთელობისთვის!
მენოპაუზა ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია ქალის ცხოვრებაში. იწყება საკმარისი პრობლემები, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. უჩვეულო მცენარის ფესვი დაჯილდოებულია ანტისპაზმური, ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. ყველა ეს თვისება ერთად შეიძლება დაეხმაროს ქალებს მენოპაუზის წარმატებით გამკლავებაში.
10. კავა ეხმარება კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში!
კვლევამ აჩვენა კავას ფესვის შესაძლო როლი ლეიკემიისა და საკვერცხის კიბოს მკურნალობაში. როგორც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, კავა შეიძლება გამოყენებულ იქნას არასტეროიდულ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, როგორიცაა აცეტამინოფენი და იბუპროფენი. გარდა ამისა, ამ ფესვის დამამშვიდებელი თვისებები ხელს უწყობს სწრაფ დაძინებას, რაც გამოიწვევს ნაწილობრივ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. ეს ყველაფერი პაციენტებს მდგომარეობის შემსუბუქებაში და დაავადების გამკლავებაში ეხმარება.