სოუ პალმეტო
60 კაფსულა - 65,0 ლარი
მიიღეთ რეკომენდაცია ოჯახის ექიმისგან | ტელ: 032 214-10-10
- რა სარგებელი მოაქვს სოუ პალმეტოს მამაკაცებისთვის?
- რა სარგებელი მოაქვს სოუ პალმეტოს ქალებისთვის?
- დანიშნულება
- შემადგენლობა
- მიღების წესი
სოუ პალმეტო არის ჯუჯა პალმის ხე, რომელიც დიდი ხანია გამოიყენება ჩრდილოეთ ამერიკაში ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.
მცენარის წიპწები შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, მკვებავ მაკრო და მიკროელემენტებს როგორიცაა: ფოსფორი, მაგნიუმი, რკინა, თუთია, კაროტინი, ცხიმოვანი მჟავები, ეთერზეთები, ფლავონოიდები და ფიტოსტეროლები.
სწორედ ეს მდიდარი შემადგენლობა განსაზღვრავს მცენარის ყველა სამკურნალო თვისებას. სოუ პალმეტოს ხანგრძლივად გამოყენების დროს რეგულირდება მეტაბოლიზმი, იზრდება სხეულის დამცავი ფუნქცია, მცირდება ანთებითი კერის წარმოშობის რისკი.
ჯუჯა პალმის კენკრა შეიცავს უამრავ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, რომლებიც დადებითად ურთიერთქმედებენ მამრობითი ჰორმონებთან. ამ მცენარისგან დამზადებული საშუალება აღიარებულია, როგორც უაღრესად ეფექტური საშუალება პროსტატის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მამაკაცებში სექსუალური დისფუნქციის სამკურნალოდ. პალმეტოს კენკრა ახდენს სქესობრივი ჰორმონების თანაფარდობის ნორმალიზებას, ხელს უწყობს ტესტოსტერონის წარმოებას და აუმჯობესებს სათესლე სითხის ხარისხს.
სტატისტიკის მიხედვით, 45 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცების ნახევარზე მეტს აღენიშნება ანთებითი დაზიანების ან პროსტატის ადენომის პირველი ნიშნები, რაც აღნიშნული მცენარის გამოყენების შედეგად საგრძნობლად მცირდება.
მისი რეგულარული მიღება ზრდის ლიბიდოს და აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას. ისინი ასევე ეხმარებიან სიმელოტესთან ბრძოლაში და აღადგენს სხეულის ბუნებრივ ტონუსს.
So Palmetto-ს სასარგებლო თვისებები ქალებისთვის, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იმით, რომ იგი შეიცავს კაროტინს, რომელიც წარმოადგენს A ვიტამინის წინამორბედს და მოგეხსენებათ, ეს ვიტამინი მნიშვნელოვნად ამცირებს PMS-ის გამოვლინებას რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ასევე ამსუბუქებს მენოპაუზის სიმპტომებს. ხილში შემავალ ფიტოსტეროლებს აქვთ ჰორმონალური დონის რეგულირების უნარი და ასევე ხელს უშლიან ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ფიბროიდები, ძუძუს კიბო და პოლიკისტოზური საკვერცხეები.
სოუ პალმეტო ეფექტურია ჰირსუტიზმის სამკურნალოდ - სახეზე და სხეულზე თმის ჭარბი ზრდა ჰორმონალური დისფუნქციით. ამ დაავადების მთავარი მიზეზი ქალის ორგანიზმში ანდროგენების სიჭარბეა. მცენარის კენკრას აქვს გამოხატული ანტიანდროგენული მოქმედება, რის გამოც ისინი ეფექტურად უმკლავდებიან ჰირსუტიზმის პრობლემას.
მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ პალმეტოს ექსტრაქტს აქვს შეუდარებელი სამკურნალო ეფექტი როგორც ქალებისთის, ასევე მამაკაცებისთვის.
პალმეტო ძალიან სასარგებლოა სპორტსმენებისთვისაც:
რაც შეეხება პროფესიონალ სპორტსმენებს და აქტიურ ცხოვრების წესს, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ამ მცენარეს. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან მასზე დაფუძნებული დანამატების დახმარებით შეგიძლიათ გაზარდოთ გამძლეობა, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება სავარჯიშო პროცესის ხარისხსა და ხანგრძლივობაზე.
სოუ პალმეტოს ძლიერი ექსტრაქტი ხელს უშლის ჭარბი ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნას, რომელიც პროსტატის პრობლემების, ლიბიდოს დაქვეითების და წონის მატების მთავარ მიზეზად გვევლინება.
ორგანული ჭარხლის ფესვის (Beta vulgaris rubra) ექსტრაქტი, ჟელატინი (კაფსულა).
მიღების წესი: 1 კაფსულა დღეში ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ. მიღების ეფექტი თანდათან იზრდება, ამიტომ რეკომენდებულია ასეთი კომპლექსების გამოყენება მინიმუმ 5-6 თვის განმავლობაში.
უკუჩვევები: ინდივიდუალური აუტანლობა. გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ არსებობს. მთავარია დაიცვათ მიღების წესი და არ გადააჭარბოთ დღიურ დოზა.
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან
ჰირსუტიზმი
ჰირსუტიზმი – ეს არის უხეში და მუქი (ტერმინალური) თმის ზრდა ქალის სხეულზე იქ, სადაც, ჩვეულებისამებრ, თმა არ იზრდება – პირველ რიგში, სახეზე, მკერდსა და მუცელზე;
ის მიეკუთვნება ენდოკრინული სისტემის დაავადებების რიცხვს, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმში სწრაფად იზრდება მამაკაცის სასქესო ჰორმონების კონცენტრაცია. ქალებისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელია ანდროგენების მინიმალური დონე, მაგრამ ეს მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ქალის ორგანიზმში ანდროგენების სიჭარბე ხელს უწყობს თმის ფოლიკულების სტიმულირებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ჭარბთმიანობას. ჰირსუტიზმის დიაგნოზის მქონე ქალები უჩივიან გათმიანების ინტენსიურ ტემპს. თმის ღერები იმ თმის მსგავსია, რომელიც იღლიასა და ბოქვენის ზონაში იზრდება.
ჭარბთმიანობა შესაძლოა გამოვლინდეს:
ზედა ტუჩის თვაზე, მკერდზე, ზურგსა და მუცელზე. ეს დაავადება ზრდასრულ ასაკში ვითარდება.