მოლისანი კლასიკური
1000 мл.- 45,0 лари
Получите рекомендацию от семейного врача | тел: 032 214-10-10
ლეგენდარული მოლისანი, უნივერსალური და ეკონომიური! ოჯახის აფთიაქის №1 პრეპარატი!
ფართო სპექტრის მქონე მცენარეული ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური, ანთების
საწინააღმდეგო გარეგანი და ადგილობრივი გამოყენების კომპლემენტარული ანტისეპტიკური სამკურნალო
საშუალება, რომელსაც თავისი უნიკალური ფორმულის გამო მსოფლიო ბაზარზე არ აქვს ანალოგი.
- აკნე, მუწუკები, ჩირქოვანი გამონაყარი, ფერიმჭამელა, სტაფილოკოკი, პაპილომა ვირუსი, პიგმენტური და ხანდაზმულობის ლაქები, ჰერპესი ტანზე
- ალერგია, ნეიროდერმიტი, ინფექციური დერმატიტი, ჯინჭრის ციება, დიათეზი
- ბუასილი, პროსტატიტი, ვირუსული პაპილომა სწორ ნაწლავში, პარაპროქტიტი
- გრიპი, ხველა, ანგინა, სურდო, ვირუსი, ჰერპესი, ქრონიკული ტონზილიტი, лариნგიტი, ვირუსული პაპილომა ცხვირში, ყელის, ყურის ტკივილი
- დამწვრობა, მზით გარუჯვა
- ვაგინალური კანდიდოზი (სოკო, რძიანა, თეთრად შლა), საშვილოსნოს ვირუსული პაპილომა, საშვილოსნოს ეროზია, კოლპიტი, ვაგინიტი, ენდოცერვიტი
- თმის ცვენა. სებორეა (ქერტლი)
- ინტიმური ჰიგიენა
- მწერის ნაკბენი
- ოფლიანობა ცუდი სუნით
- სოკო (ფეხის, ფრჩხილის, კანის), ფსორიაზი, ეგზემა
- სტომატიტი, პარადონტიტი, გინგივიტი, კბილის ტკივილი, არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში
- ტროფიკული წყლული, ნაწოლები, წითელი ქარი, სისხლმდენი გაფართივებული ვენები, აბსცესი, კარბუნკული, მასტიტი, ჩირქოვანი ჭრილობება, ფლეგმონა, ფურუნკული, პანარიციუმი, გაჭრა, ნაკაწრები
- ჰერპესი
- წითელი ქარი
გამოხდილი წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, მცენარეული ეთერზეთები: ჩაის ხე, ევკალიპტი, პიტნა.
დეტალური ინფორმაცია:
(1)
(2)
(3)
უკუჩვევები: Индивидуальная непереносимость, ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.
მოლისანის ზოგადტოქსიური მოქმედების
შესწავლა.
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან
მობრძანდით ჩვენთან მოლისნის კლინიკაში შეიძინეთ მოლისანი და და მიიღეთ ექიმისგან რჩევა-დარიგება მკურნალობის შესახებ:
Тбилиси. Сабуртало, 14 Ташкентская ул. (Метро ЭМедицинский Университет“).
тел: +995 596 00-10-60
Гори. Адрес уточняеться. тел:
тел: +995 597 12-14-51
Кутаиси. 68 Тамар Мепе ул. (Царицы Тамар). тел:
тел: +995 551 13-41-38
Воспользуйтесь курьерской доставкой.
тел: +995 596 00-10-60
შეიძინეთ კერძო და ქსელურ აფთიაქებში:
თბილისი. დ. აღმაშენებლის 83/23. აფთიაქი 23. მარჯანიშვილის მეტროსთან, ქსოვილების
მაღაზიის გვერდზე. тел: +995 032 295-23-96
თბილისი. თამარ მეფის და სურამის კვეთა, 2 ნაბიჯის და რონიკოს მოპირდაპირე მხარეს.
აფთიაქი "მჯ". тел: +995 032 295-11-38
ნეოფარმის სააფთიაქო ქსელი. тел: +995 032 259-64-46
მოლისანის ისტორია
ლეგენადრული კლასიკური მოლისანი! ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური, ფართო სპექტრის მქონე ადგილობრივი გამოყენების ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც თავისი უნიკალური ფორმულის გამო მსოფლიო ბაზარზე არ აქვს ანალოგი.
მოლისანის ავტორი, ბატონი დავით თომაძე 2021 წელს იურმალაში მოლისანის შექმნისთვის დაჯილდოვდა
წმინდა
პანტელეიმონის 1 ხარისხის ორდენით.
იმავე წელს ევროპის სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა ბატონი დავით თომაძე ევროპის საპატიო
ნათუროპატათ
და დააჯილდოვდა პარაცელსუსის მედლით
ეროვნული ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ბატონი დავითი
დაჯილდოვებულია
ორდენით "მედიცინის სფეროში დამსახურებისთვის".
გამოშვების დღიდანვე (2006 წ.) მოლისანი ხალხის სიყვარულით აივსო, უამრავი სამადლობელო სიტყვა
ითქვა და
დაიწერა მოლისანის ვებ გვერდზე. მოლისანის ისტორია, ემოციებით და სიყვარულით სავსე წერილები
თქვენთვის
ხელმისაწდომია ამ გვერდზე: 17 წელი ოჯახის აფთიაქის №1
პრეპარატი!!!
გამოხმაურება
Viola Grigoryan
ალერგია მქონდა, არავითარი მალამოები არ მშველოდა, მთელ წელზე გამონაყარი მქონდა. მივედი მოლისანის კლინიკაში, დიდი მადლობელი ვარ, არაფერმა არ მიშველა, მოლისანმა სულ რაღაც 4 წასმით გამიქრო გამონაყარი. დიდი მადლობა.
20.07.2023.
Nini Beridze
საოცარი კლინიკა!! და უფრო მეტად გასაოცარი, ნიჭიერი ექიმები 🙌🏻 ამდენი ინფორმაცია, რჩევა, სწორი მიმართულება, წარმოუდგენელია სადმე სხვაგან მიიღოთ! ნამდვილად გაოცებული ვარ მათი დამოკიდებულებით და კეთილგონიერებით 🧡🧡 მადლობა ჩემს პირად ექიმს, ნიჭიერ და ძალიან თბილ ქალბატონ ლიკას და მოლისანის მთელს გუნდს, რომ არსებობენ! და ზრუნავენ ჩვენზე 🥰 მედიკამეტებზე ხომ რაღა ვთქვა, შეუდარებელია! ენდეთ, ნამდვილად არ ინანებთ!!!! 🥰❤️
21.02.2023.
Cici Abashidze
აკნეს პირველი და ნამდვილი მტერი აღმოვაჩინე 💓 ნამდვილად სასწაულებს ახდენთ. 100% იანი რეკომენდაცია ჩემგან.
13.03.2023.
Manana Achelashvili
Molisanis produkcia epekturia, mesame dgesve gigrzeni shedegi.. Namdvilad ar velodi aset epekts.. Ver warmovidgendi ase tu rame damamshvidebda am mokle droshi. Nano okro da molisanis detoks eleksiri.. Jer ar damimtavrebia magram zalian kmayopili var.
26.02.2020.
Xatuna Sebiskveradze
ძალიან დიდ მადლობას გიხდით მოლისანს და მის შემოქმედებით გუნდს. მკურნალობიდან ერთ კვირაში საოცარი შედეგი მივიღე. მინდა ყველა იმ ადამიანს მივმართო ვისაც ყაბზობის პრობლემა აქვს აუცილებლად მიმართეთ მოლისანს. არ შემეძლო ჩემი თქვენდამი მადლიერება არ გამომეხატა. იქნებ ჩემი კომენტარიც ვინმეს წაადგეს. წლების პრობლემა ერთ კვირაში გამომისწორდა. ვაგრძელებ მკურნალობას რატქმაუნდა და ერთი თვის შემდეგ გადავიმოწმებ შედარება რომ გავაკეთო. ბევრი რამე მჭირდა მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაწუხებდა და რამაც თქვენამდე მომიყვანა ეს იყო ყაბზობა. მგონი მოსახლეობის 60%ნტს ამის პრობლემა აქვს და მინდა ყველას ვურჩიო არ ინანებთ მიხედეთ ჯანმრთელობას.
20.08.2021.
Nino Alugishvili
მოგესალმებით! მოლისანის კლინიკა ჩემთვის აღმოჩენა იყო. 3 კურსი ჩავიტარე სხვადასხვა მიმართულებით.თუ უკმაყოფილო ვიქნებოდი, მეორე კურსზე აღარ მივიდოდი. ბევრი რამ მაწუხებდა: კოლიტი, მუცლის შებერილობა, სახსრების ტკივილი, უენერგიობა, ადვილად ვიღლებოდი. პირველად ლიკა ლაზარიაშვილმა მიმიღო, ჰემოსკანირება გავიკეთე. ყოველგვარ სიკეთესთან ერთად ბაქტერიები და სოკოც აღმომაჩნდა. დამინიშნა მოლისანი ელექსირი, ნანო ოქრო, ანტიპარაზიტული ფორმულა და კალცი ბენე. კურსი რომ გავიმეორე, ჰემოსკანირებამ აჩვენა , რომ ბაქტერია ვერ დავამარცხე, თუმცა კუჭნაწლავი მომიწესრიგდა და მუცლის შებერილობასაც აღარ ვუჩიოდი. ამჯერად მოლისანი დეტოქსი დამინიშნა ლიკა ექიმმა, ნანო ოქრო და ანტიპარაზიტული ფორმულა გამიმეორა. მესამედ რომ მივედი, ექიმი მამაკაცი იყო, ერთმანეთზე უკეთესები არიან დამიჯერეთ, ჰემოსკანირება მესამედაც გავიკეთე. როგორც ჩანდა, ბაქტერია და სოკო კიტრის მწნილივით მქონდა გამჯდარი. ზურა ექიმმა. ისევ დამინიშნა მოლისანი დეტოქსი და ანტიპარაზიტული ფორმულა და დამიმატა კლასიკური მოლისანი ფრჩხილებზე გარედან სახმარად..... არ დაიჯერებთ და ახალი ფრჩხილები წამომივიდა. როგორ არ ვიყო კმაყოფილი. კარგი ბევრი რამ იყო: არაჩვეულებრივი მიღება და დამოკიდებულება პაციენტის მიმართ, ორგანიზმში რა ცვლილებებია საკუთარი თვალით ხედვა, მცენარეული წამლები, თანაც საქართველოში დამზადებული და ბოლოს შედეგი, რაც ვნახე. არაერთი ადამიანი გამყვა. ყველანი კმაყოფილები არიან. როცა მკურნალობას იწყებ, პირველ რიგში უნდა ენდობოდე, წამლებს რომ მოგცემენ, რწმენა უნდა გქონდეს, რომ გიშველის და ინსტრუქციებს ზედმიწევნით კარგად მიჰყვე. მე კურსის გამეორებას გაზაფხულზეც ვაპირებ. რასაც ვამბობ, 100% ვარ დარწმუნებული. იტალიისა და პორტუგალიისა რა გითხრათ, მაგრამ მორწმუნე ადამიანი ვარ და მინდა, ყველა ჯანმრთელად ვიყოთ. ამიტომ გავისარჯე ასე ძალიან, რომ ბევრი ადამიანი მიცნობს წლების მანძილზე და თუ ვინმეს პრობლემა აქვს და ჩემი რეკომენდაციით გამოჯანმრთელდება, ჩემთვისაც დიდი მადლი იქნება. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, მადლობა მოლისანის ექიმებს. მიყვარხართ და მეიმედებით.
26.11.2019.
Nona Tefnadze
დიდი მადლობა მოლისანის დამაარსებელს ბ-ნ დავით თომაძეს ასეთი სიცოცხლის ელექსირის შექმნისთვის, რომელმაც საერთოდ მომიხსნა კუჭ-ნაწლავის პრობლემები. სრულიათ ჯამრთელად ვგრძნობ თავს.
09.06.2019.
Nuca Farjiani
ჩვენ ვართ მოლისანის მომხმარებელი, შედეგიც გვქონდა, ახლა ვაპირებთ გაგრძელებას. მადლობა ბატონ დავით თომაძეს ჩემი მერიკოს სიცოცხლისთვის უსასყიდლოდ გვაძლევს ❤️️
14.01.2019.
Nodari Chincharauli
რაც არუნდა მაწუხებდეს, მე ყველაფერში მოლისანს ვხმარობ, ეს არის სუპერ წამალი, მან სასწაული მოახდინა ჩემთვის.
13.01.2019.
მარიამ შეროზია
ყველას გირჩევთ ჰემოსკანირების ჩატარებას. უმტკივნეულო და სწრაფი პროცესია, პასუხსაც წამებში მიიღებთ ბატონი დავითის და ამ თანამედროვე აპარატურის დახმარებით ❤️️
14.12.2018.
Sofo Chaligava
მართლაც სასწაულ მოქმედია მოლისნი! მადლობა უფალს და მადლობა ბატონ დავითს და მთლიან კოლექტივს ვინც ეს უკვდავების სითხე შექმნა.
07.12.2018.
Shorena Shoko Lomidze Mamulashvili
უფასო ჰემოსკანირება ჩავიტარე მოლისანის ოფისში, ძალიან დიდია მადლობა მოლისანის შემქმნელს ბატონ დავითს, ასეთი ყურადღებისთვის და ასეთი ჯადოსნური სითხის შექმნისთვის. დამინიშნეს მკურნალობა და დარწმუნებული ვარ მივიღებ შედეგს, როგორც წინა მკურნალობის დროს👍👍👍❤️❤️❤️
29.11.2018.
Tamta Khantadze
📣📣📣 წამალი რომელიც საოცრებააა, "ანტიპარაზიტული ფორმულა" - ყველა ოჯახში უნდა დაილიოს! მერწმუნეთ საოცარ შედეგს მიიღებთ! 🤗 მადლობა ბ-ნ დავითს საოცარი პრეპარატების შექმნისთვის! რაც მთავარია არის მცენარეული 👌🌿🌾☘🍀🌺🥀🌱🌳🍃🍃🍃🍃 მოვიხმარ ასევე სავლებ მოლისანს რომელიც საოცარ ეფექტს ახდენს გამოყენებისთანავე 👍 მე მიყვარს და ვამაყობ რომ ბ.ნ დავითი ქმნის უამრავ საოცარ პრეტარატებს ❤️️❤️️❤️️❤️️ ჩვენ ❤️️ მოლისანი, შეიყვარეთ თქვენც 🤗 🍃🌾🌿🌳🌱🌱🥀🍀☘🍀🌺🌱🍃🍃🌾🌿🍃🍃🍃🌳🌳🌱🌱🥀🥀🌺🍀☘☘☘☘🌺🌱🍃🍃🍃🌿🌿🌾🍃🌳🌳🌱🥀🥀🌺🍀🍀🍀
23.10.2018.
Nino Nino
ვარ თვენი მომხარებელი ძალიან მომწონს თქვენი პროდუქცია განსაკუთრებით მოლისანი ელექსირი და ოიოს კოსმეტიკა ხომ საოცრებააა❤️ უამრავი წარმატება მოლისანს და მის შემქმნელს ბატონ დავითს
18.11.2018.
Nina Georgianna
უკვე 5 წელია თქვენი მომხმარებელი ვარ. მოლისანი ელექსირი და ლოსიონი ჩვენი ოჯახისათვის შეუცვლელია! წელიწადში ორჯერ მოლისანი ბეთლემს ვიყენებთ პროფილაქტიკისათვის. უღრმესი მადლობა ბ-ნ დავითს ამ ხაზის შექმნისათვის! 💓
14.11.2018.
Tekla Teka Sikharulidze
ანას დღემდე ახსოვს საავადმყოფოში გატარებული ხუთ დღიანი წვალება, ყელისაგან, გამოწვეული მაღალი სიცხე . ამიტომაც გაბედულად მიირთმევს მოლისანის ელექსირს და თავისით მახსენებს დედა ელექსირი დამისხი 😍 მადლობა ❤️️ ბატონ დავითს ❤️️ ვისაც გამოცდილი აქვს დამეთანხმება, მოლისანის წინაშე, ბევრი ცნობილი პრეპარატი უძლურია.
18.04.2018.
ნანა ყ., ექიმი. თბილისი.
საშარდე ბუშტის ანთება.
ჩემმა მეუღლემ (77 წლის) იშემიური ინსულტი გადაიტანა, და დარჩა შიშები, ყველაფერზე ნერვიულობდა. რაც ნანო ოქროს მიღება დაიწყო გამოუსწორდა გუნებგანწყობა, ხალისი მიეცა სიცოცხლის, უფრო ოპტიმისტურად განეწყო. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ დავითს, მაგის გამო რომ ჩემი მეუღლე ესე უკეთესად არის.
06.02.2018.
Mzia Janezashvili
პოსტოპერციული ერთ თვიანი პერიოდის განმავლობში (ენაზე ჩატეხილი კბილიდან ტრამვის შემდეგ განმივითარდა აბსცესი) მოლისანი ელექსირის გამოყენებამ სრულად მომიხსნა პრობლემა. მადლობა ბატონ დავითს უნიკალური, მრავალმხრივი მოქმედების სამკურნალო ფორმულის შექმნისთვის. მოლისანი პირადად ჩემთვის დიდი იმედია.
06.02.2018.
Mzevinar Cxadadze
ფრჩხილის სოკოს შველის, ნამდვილად ეფექტური პრეპარატია მოლისანი. მართალია მკერნალობისათვის ხანგრძლივი დროა საჭირო, მაგრამ შედეგი სახეზეა. მადლობა ბატონო დავით!
05.02.2018.
Sofo Chaligava
მოგესალმებით, პირველ რიგში გილოცავთ შობა - ახალ წელს. მე თქვენი მომხმარებელი ვარ. ღმერთმა გაგახაროთ თქვენ გადამირჩინეთ დედა, ფეხები ქონდა საშინელ დღეში. ვარიკოზის რთული ფორმა აქვს. ათასი წამლები და ათასი მკურნალობა ჩაუტარეთ მაგრამ ამაოდ. მოლისანის ხმარება დავიწყეთ ერთი თვეა, ვიყენებთ რეგულარულად და უკვე საოცარი შედეგია, დაზიანებული ადგილი 80 % -ით აღდგა. ფეხი ქონდა კატასტროფულ მდგომარეობაში მუხლს ქვემოთ სულ დაწყლულებული, დაჩირქებული და თითქმის ძვალთან მისული. ღმერთმა გაახაროს თქვენი ხელმძღვანელობა, ქართველ ხალხს რო მისცა საშუალება გადარჩენის, მადლობა უღრმესი.
12.01.2018.
Tako Mirzikashvili
ბავშვი მომეწამლა ზაფხულში, 7 წლის არის, გადასხმა გაუკეთეს საავადმყოფოში და წამლები დაგვინიშნეს, მერე დაეწყო ძმარვა, ხშირი აშლილობა და კუჭის ტკივილი. დიდი ხანია ვმკურნალობდით მაგრამ ეს ძმარვა ვერ მოვიშორეთ, ჭამის მერე ეწყებოდა დაახლოებით 1 საათში და საყლაპავს წვავდა სიმჟავე, ხელს რომ იჭერდა კუჭზე და კუჭის ცოტა ზემოდ სტკივოდა. 15 გრამი ვაძლიე დღეში მოლისანი ელექსირი და ეხლა საერთოდ დაავიწყდა კუჭის ტკივილი, მწნილებსაც კი ჭამს და საერთოდ არ წყენს, მანამდე კი ყველაფერზე სტკიოდა კუჭი. მადლობა ბატონო დავით! კმაყოფილი ვარ ძალიან!
01.12.2017.
Sofia Gogiashvili
ლელას სწორ ნაწლავზე დაუდგინდა მე-4 სტადიის სიმსივნე. გაუკეთდა ოპერაცია და დაენიშნა 8 ქიმია. ორი ქიმიის შემდეგ მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ თითქმის იმედი გადაგვეწურა. დიდი რწმენით, ბატონი დავით თომაძის გვერდში დგომით ჩვენ დავიწყეთ მოლისანი ელექსირის და ნანო ვერცხლის მიღება. შედეგი ბრწყინვალე. ავადმყოფი გამომჯობინდა, მდგომარეობა იმდენად შეიცვალა, ვთვლიდით ეს იყო უფლის დიდი წყალობა. მოლისანთან ერთად მან ასევე მიიღო ანწლზე დამზადებული შინაური წამალი. სასწაულია, არ მჯეროდა, ახლა მჯერა. მჯერა იმიტომ, რომ დღეს ლელა გახარებულია. ორი თვის მერე თავისმა ექიმმა ხელახალი გამოკვლევების შემდეგ დაუსვა დიაგნოზი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ქიმიის გაგრძელება აღარ სჭირდება. ბატონო დავით, რწმენა და იმედი ლელას გადარჩენისა თქვენმა გვერდში დგომამ მოგვცა, დაგლოცოთ უფალმა, გაიხარეთ.
12.11.2017.
Анастасия Гальцева
Молисан удивительный по своим свойствам натуральный и безвредный препарат широкого спектра действия. Пользуемся всей семьёй уже более 3-х лет. Чудесно убирает проблемы с кожей у подростков и взрослых, снимает воспаления слизистых оболочек (ангина, стоматит, молочница, воспаление геморроидальных узлов и др.), короче, палочка-выручалочка от многих недугов. Жаль, что подорожала цена, но всё равно рекомендую к применению. Одного флакона хватает на очень долго!
16.10.2017.
თაკო კიპაროიძე
ვაიმეე მოლისანი ძალიან მაგარი წამალია, მამაჩემს წითელი ქარი აქვს და ამის საფენებს ვუკეთებთ, მართლა გაოცებული ვარ რამოდენიმე დღეში ისეთი შედეგი მივიღეთ 👍👍👍
01.10.2017
Leila Lomouri
კი, ნამდვილად ასეა, დარწმუნებული ვარ რომ მოლისანი სასწაულმოქმედია, მეც თითქმის ყველაფრისთვის ვიყენებ... დიდხანს გვიცოცხლოს ბატ. დავით თომაძე, ის რომ არა ნეტავ რა გვეშველებოდა? უღრმესი მადლობა მოლისანის შემქმნელს ❤️
08.09.2017.
Zaqro Shiobrishvili (თეონა)
Martla jadosnuri sitxea molisani! Saswauli! Yvelas girchevt ertxel mainc gamoiyenot da tviton darwmundevit mis epeqturobashi. Roca sheatbobt molisans saxeze tundat marlis nachrit daitanet dzalian epeqturia. Mec sahinel dgeshi viyavi da ertaderti aman mishvela. Rom sheashreba da igrznobt isev daasvelet naxjeri da daipinet saxeze. Yvela adamiani individualuria. Me mishvela da saswaili shedegi mivige. Girchevt gamoiyenot shedegs aucileblad mogcemt.
29.08.2017
თათია ვეზდენი
უღრმესი მადლობა თქვენ, ვინაიდან და რადგანაც საოცრებებს ახდენთ თქვენი უნიკალური პროდუქტით, ეს არის ნამდვილი სასწაული, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე, ნამდვილად ჯადოსნური პროდუქტია ,,მოლისანის ლოსიონი ოქროს ნანონაწილაკებით" ... თქვენი წყალობით, მე სერიოზულ პრობლემას გავუმკლავდი, მქონდა სახეზე ალერგიული გამონაყარი, სტრესის და არასწორად შერჩეული კოსმეტიკის ფონზე დამემართა ,,როზაცეა" რამაც ძალიან დამთრგუნა და დეპრესიაში ჩამაგდო... მაგრამ დღეს მოლისანის წყალობით თითქმის ყველა პრობლემა მოგვარდა, (აქვე მინდა ავღნიშნო, რომ, რატომღაც ამ ჯადოსნურ პრეპარატს, ბევრი დერმატოლოგი და კოსმეტოლოგი არ ნიშნავს, რაც ძალიან გულდასაწყვეტია) მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მე გავიმარჯვე მოლისანის წყალობით! მადლობა თქვენ რომ არსებობთ და ცხოვრებას გვილამაზებთ! ☝️👌💕
30.06.2017.
Gulnara Maxsimova
Добрый день! Сегодня видела эту девушку вживую. Я была в шоке от результата Молисана!!! 😍 Кожа стала гораздо чище и ровнее, ни каких шрамов, расширенных пор. Спасибо, что познакомили и меня с Молисаном! После нашей приятной беседы сегодня, думаю и я скоро к вам вернусь за Молисаном 👍👍👍👍
12.05.2017.
მოხუცთა თავშესაფარი
მინდა გითხრათ რომ ნაწოლების მოლისანი არის იდეალური. შესაძლებელია ყველა კარგია, მაგრამ მე რაც გამოვცადე მინდა იმის შესახებ დაუსრულებლად მადლობა მოგიხადოთ. წლებია ვებრძვი პაციენტებთან ნაწოლებს პრობლემას და თქვენი წყალობით სრულიად მოხსნილია ეს საკითხი. ჩემი სურვილია ყველას მიწვდეს ეს ხმა და გაიგონ მის შესახებ, რადგან მე ძალიან ვწვალობდი როდესაც არ ვიცოდი მოლისანის შესახებ. ვწვალობდი ჩემს პაციენტებთან ერთად, უშედეგოდ, ათასნაირი საშუალებებით, ვიცი რომ უამრავი პაციენტი იტანჯება ნაწოლების პრობლემით, ამიტომ მინდა ყველამ გაიგოს და გამოცადოს, და მიაღწიონ შედეგს.
29.03.2017.
სალომე კახობერაშვილი
შევიძინე მოლისანი და მესამე დღეა რაც ვიყენებ, კმაყოპილი ვარ უზომოდ, სახის კანი ჩვილი ბავშვივით მაქვს. ასევე ინტიმურ ადგილებშიც გასაოცარ შედეგს იძლევა.
10.01.2017.
Nana Zarxozashvili
მოლისანი არის ღმერთის საჩუქრი, ოღონდ მართლა.
09.01.2017.
Eko Erekle Eko (GvanTsa Modebadze)
მეც ძალიან კმაყოფილი ვარ, ორსულობაში სახეზე მქონდა გამონაყარი და შემდეგ ლაქები, თავიდან რომ დავიწყე გამოყენება თითქოს კანი გამომიშრო და უფრო გამომივიდა გამონაყარი, მაგრამ დღითიდღე ამილაგა სახე, კანი ელასტიური გახდა და გამონაყარიც გააქრო, ცოტა დამრჩა და ვიზოგავ, არ მინდა დამიმთავრდეს 😊 მადლობა თქვენ, გილოცავთ ახალ წელს 💖
31.12.2016.
Nana Ugulava
მოლისანს არაჩვეულებრივი შედეგი აქვს თმის ცვენაზე, (მიუხედავად იმისა არ მქონდა სებორეა, მაინც საოცრად შემიჩერა უხარისხო თმის ცვენა) აგრეთვე სახის კანზე (გამიქრო რუჯისგან მიღებული პიგმენტური ლაქა)... მინდა ვთხოვო მწარმოებლებს, დროთა განმავლობაში არ შეცვალონ ხარისხი ..... მადლობა .....
02.03.2016.
Mzia Gogoladze
უღრმესი მადლობა ბატონ დავითს ამ წამლის არსებობისთვის. 7 თვე კანის სოკოთი ვიტანჯებოდი, რა აღარ ვიხმარე, რითი აღარ ვიმკურნალე, მაგრამ უშედეგოთ. ყველა წამლისგან თითქმის ალერგიაც კი მივიღე. ერთი სიტყვით თავს არ შეგაწყენთ, მოლისანი ჩემ რძალმა ფეისბუკში ნახა და სასწრაფოთ მიყიდა. ხმარებიდან მესამე დღეზე უკვე შვება ვიგრძენი, ერთი კურსი დავხურე და ძალიან კარგათ ვარ. უღრმესი მადლობა თქვენ ასეთი დიდი დახმარებისთვის. ღმერთმა დალოცოს ბატონი დავითი, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ.
19.02.2016.
მადლენა მ.
ძალიან კმაყოფილი ვარ მოლისანის. რამდენიმე წლის წინ პროქტოლოგმა დამისვა დიაგნოზი, ქრონიკული ნაპრალი, საიდანაც დროდადრო მცირე სისხლდენაც მქონდა. ასეთ დროს სანთლებს ვიკეთებდი. ამ რამდენიმე ხნის წინ კი ისე გამამწარა, აღარც სანთლებმა მიშველა, ნაწლავი გარეთ გამოიწია და უკან ვეღარ შედიოდა, საშინლად მეწოდა, ვერც ვდგებოდი და ვერც ვწვებოდი. მოლისანი მიკროოყნით ძლივს შევიშვი შიგნით ისე მეწოდა. მოლისანმა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა. უკვე ბევრად უკეთესად ვარ, შედარება არ არის.
12.02.2016.
Инга Кетеван
დღეს შევიძინე მოლისანი, 3 ჯერ გამოვავლე დათოს, მოვასწარით, და შედეგი გასაოცარია. არ ვიცი რა სიტყვებით შევამკო ამ წამლის გამომგონებელი და მადლობა როგორ მოუხადო... მოკლედ 5 დღიანი მაღალი სიცხის მწვავე ანგინისა და სტომატისისგან გაწამებულ ჩემს შვილს ისეთი შედეგი მისცა რაც ანტიბიოტიკებმა ვერ შეძლეს... უბრლოდ რომ არ დამეწერა არ შემეძლო გახარებულ დედას... დარწმუნებული ვარ 3 დღეში სრულიად გამოვჯამრთელდებით... დიდი მადლობა და გაიხარეთ მთელი გულით გლოცავთ გახარებული დედა 💖
27.01.2016.
გუშინ მართალია გვიან მაგრამ ბავშვა საჭმელი ჭამა ისე რომ ყელი არ ტკიოდა ეს ნამდვლად შედეგია.. დღეს უკეთ არის შედარებით 💖
29.01.2016.
3 დღეა რაც დავიწყეთ გამოყენება და დღეს სრულიად დავამარცხეთ ვირუსი, კიდევ ერთხლ დიდი დიდი მადლობა 💖 თქვენ..
30.01.2016.
სრულიად გამოვჯამრთლდით, დავამარცხეთ ვირუსი 💖 პროფილაკტიკის მიზნით კიდევ ვივლებთ მოლისანს.. კიდევ ერთხელ დიდი დიდი მადლობა თქვენ 💖 უახლოეს დღღეებში ვაპირებ შეძენას ბავშვების თხოვნით.. დედიკო ეს ისეთი სითხეა ყველა სახლში უნდა იყოსო ბრძანა ჩემმა 11 წლის ქალიშვილმა 💖 რო მახსენდება რამოდენიმე დღის წინ რა დღეში ვიყავი :(((
02.02.2016.
Tamar A Darsavelidze
მოლისანი არის უკვდავების წყალი, ჯადოსნური სითხე. მოლისანზე შეიძლება ბევრი ლაპარაკი, მაგრამ უბრალოდ გეტყვით, რომ 21-ე საუკუნეში, Made in Georgia - Molisani ყველას უნდა ედოს სარკესთან და გადაყაროს ყველანაირი ძვირადღირებული კოსმეტიკა, სახის საცხები და ა.შ. საუკეთესო შედეგი აქვს... მოლისანი უბრალოდ ალამაზებს!
მივმართავ საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს რომ მოლისანის გამომგონებელი დააჯილდოვონ ვახტანგ გორგასლის ღირსების ორდენით!
05.11.2015.
Nini Kupradze
მოლისანის შემქნელმა გაიხაროს, ძალიან ეფექტური წამალია ყველაფრისათვის. ოდნავ ანთებითი პროცესი მქონდა ღრძილებზე, კბილის მათეთრებელმა დამიზიანა, საზღვარგარეთ ვიყავი მაშინ და ექიმთან ვერ მივედი, სამაგიეროდ მოლისანი მქონდა. ტამპონები ვიდე, ვივლე და მომირჩინა. ასევე ტანზე მქონდა ზღვიდან მოყოლებული, რაღაც ინფექციური მეჭეჭები, მაყრიდა ადგილ ადგილ - მომირჩინა.
მართალია სახეზე არაფერი მჭირს მაგრამ მაინც წავისვი და სულ «გადამიწკრიალა» თუ შეიძლება ასე ითქვას, ელფერი დაუბრუნა (დიეტაზე ვიყავი და ხომ მოგეხსენებათ მაგ დროს სახე თავისებურად კარგავს თვისებებს). თმის ცვენა შემიჩერა, თავის კანი გამიჯანსაღა. მაკიაჟს მოლისანით ვიშორებ, არანაირ ლოსიონებს აღარ ვხმარობ მაკიაჟის მოსაშორებლად, მოლისანია ჩემთვის ლოსიონიც და ყველაფერიც. თილისმად დამაქვს ყველგან. გაიხარეთ, ასეთი რამე საქართველოში დიდი ხანია აღარ გამოუგონიათ.
ჩემს მეგობრებსაც ვურჩიე, ძალიან კმაყოფილები არიან. ერთი სიტყვით თავი შეგაწყინეთ, მაგრამ რომ არ მომეწერა არ შემეძლო. დისერტაციას დავწერ მოლისანზე, იმდენი კარგი რამის თქმა შემიძლია. დედას ვეუბნებოდი ხუმრობით, მოლისანის შემქმნელს ძეგლი უნდა დავუდგა-მეთქი, იმ დონეზე კმაყოფილი ვარ.
13.10.2015.
Levan Macharadze
არ შემიძლია რომ არ ავღნიშნო დედაჩემის აღფრთოვანება მოლისანზე.... გუშინ წაუსევი მოლისანი მკლავებზე ტალების მოშორებს მიზნით ამ დილით გახარებული მეუბნება იცი ვენებზეც მომიხდაო ეს მოლისანი.... საოცრებააა მართლაც უღრმესი მადლობა.... დაუჯერებელია მაგრამ ეს სასწაულიააა 🙌🙌🙌🙌😘😘😘😘😊😊😊😊💜💜💜💜💜😍😍😍😍😍😍👏👏👏👏👏💚💚💚💚💚💖💖💖💖💖
30.09.2015.
Khatı Khatı
მოლისანის ერთი კურსიც კი იმდენად შედეგიანია, რომ გაოცდებით. და სიმართლე თუ გინდათ მოლისანი მართლაც ძალიან მაგარია. 👍 👍 👍 მე თურქეთში ვცხოვრობ, ფეისბუკზე ვნახე რეკლამა, კომენტარები მოლისანზე და ვიყიდე ბათუმში, აფთიაქი თაბო ერქვა თუ არ ვცდები და ძაან მაგრად მიშველა. თურქეთში რომ იცოდნენ მის შესახებ ყველა იყიდდა.
30.09.2015.
Goga Tsutsqiridze
მართლა მაგარი წამალია მოლისანი, ჰერპესი აფთოზური სტომატიტის ფორმით მიჩნდებოდა ხშირად, მოლისანის 3-4 წასმის მერე აღარაფერი არ მაწუხებს.
24.06.2015.
ეკატერინე თევდორაძე
მართლაც არაჩვეულებრივი საშუალებაა, 3 დღეში უკვე შედეგი აქვს. ყველაფერი ვცადე, აი ყველაფერი რაც არსებობს მგრძნობიარე კანის მოსავლელად, მაგრამ არაფერმა იმხელა შედეგი არ მომცა, რაც მოლისანმა 3 დღეში. უღრმესი მადლობა ამ სასწაულმოქმედი ელექსირისთვის.
14.04.2015.
რომული ჯაფარიძე
შვიდი წლის წინ ფეხის კიდურბზე მუხლს ქვემოთ გამიჩნდა ტროპიკული წყლული, რომელსაც ვმკურნალობდი წლების განმავლობაში სხვა და სხვა მეთოდით, როგორც აფთიაქში შეძენილი მაზებით ასევე ხალხური წამლებით, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიე. ყოველივე ამას ახლდა აუტანელი ტკივილები და ქავილი. ერთხელ შემთხვევით ფეისბუქზე წავიკითხე მოლისანის რეკლამა და გადავწყვიტე მისი მოხმარება, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა. ერთ ფეხზე მთლიანად განკურნე და მეორეს განკურნებაც სწრაფი შედეგით მიმდინარეობს. შედეგი არის ფანტასტიური. მე მოუწოდებ ყველა ტროპიკული წყლულით დაავადებულთ, რომ სასწრაფოდ გამოიყენეთ მოლისანი, რომელიც მოგანიჭებთ შვებას. მე არ ვიცი ვინ გამოიგონა ეს უკვდავების სითხე, მაგრამ მივმართავ ნობელის პრემიის კომიტეტს მთელი ამ დაავადებით დატანჯულ ადამიანების სახელით მიანიჭოთ ეს საპატიო პრემია მის გამომგონებელ ღვთისგან მოვლენილ ადამიანს. აკადემიკოსი რომული ჯაფარიძე.
06.02.2015.
ციალა თხელიძე
გამარჯობათ ბატონო დავით, გთხოვთ ჩემი წერილი გამოაქვეყნოთ თქვენ საიტზე, რომ ყველამ წაიკითხოს.
2000-სი წლიდა 2003-წლის 15 მაისამდე უჩიოდი საერთო სისუსტეს, ძლიერ ალერგიას განსაკუთრებით ფუთკრის პროდუქტებზე. ექოსკოპიის საშუალებით აღმომიჩინეს ფარისებულ ჯირყვალზე კვანძი და ადენომა.
2003 წლის 15 მაისს გავიკეთე ოპერაცია რის შედეგადაც ამომკვეთეს ადენომა და ნაწილობრივ ფარისებული ჯირყვალი. ოპერაციის შემდეგ ალერგია აღარ მაწუხებს მაგრამსაგრძნობლად მოვიმატე წონაში. დარჩენილმა ჯირყვალმავერ შეძლო ორგანიზმისათვის საჭირო გორმონების მიწოდება, ამიტომ სისტემატიურად ვრებულობდი აბებს. მიუხედავად მკურნალობისა თავს კარგათ ვერ ვგრძნობდი.
2006 წლის ივლისის თვიდან თქვენი რჩევით მივიღე "ცოცხალი წყალი", მან მე სიცოცხლე მაჩუქა. ცოცხალი წყლის მიღების შემდეგ დავიკელი წონაში შევძელი სასმელი წყლის მიღება, რომელიც ადრე მასივებდა.
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო დავით! ღმერთმა შეგაძლებინოთ თქვენ მრავალი ადამიანის განკურნება.
11.01.2015.
ხათუთი ჩხიტუნიძე
პირის ღრუ მქონდა საშინელ მდგომარეობაში ოპერაციის შემდეგ. მოლისანმა ნამდვილად შემიმსუბუქა მდგომარეობა. მადლობა მოლისანს.
06.01.2015.
ნინო ოქროპირიძე
ბატონო დავით! მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოლისანის შექმნისთვის. პატარები ხშირად ავადმყოფობენ ვირუსული ინფექციებით, ჩირქოვანი ტონზილითით. ჩემი პატარა შვილიშვილი ავად გაგვიხდა, დაეწყო ცხვირიდან გამონადენი და ნუშურა ჯირკვლები დაიფარა ჩირქის საცობებით–მწვავე ტონზილიტი. მოლისანს ვაწვეთებდი ცხვირში და ვურეცხავდი ნუშურა ჯირკვლებს. 2-3 დღეში შემცირდა ცხვირიდან გამონადენი, რამდენიმე დღეში ჩირქოვანი საცობები გაქრა ნუშურა ჯირკვლებიდან. მალე პატარა გამოჯანმრთელდა, ისე რომ არ დაგვჭირდა ანტიბიოტიკის გამოყენება. ძალიან კმაყოფილი ვარ მოლისანით, ეფექტური საშუალებაა. ალბათ დადგება დრო, როცა კლასიკურ პრეპარატებს ჩაანაცვლებს ნატურალური და ტრადიციული საშუალებები.
დიდი მადლობა!!!!! პატივისცემით, ეპიდემიოლოგი ნინო ოქროპირიძე.
17.12.2014.
Nona Axobadze
ძალიან მაგარი წამალია მოლისანი, მეორე დღეა ფეხის სოკოსთვის ვხმარობ, და არაჩვეულებრივი შედეგი მაქვს. მადლობა თქვენ ბატონო დავით ამ არაჩვეულებრივი პრეპარატისთვის, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ერთ დღეში ასეთი გამოხმაურება მექნებოდა.
16.11.2014.
George Kvanchakhadze (George Kay)
გამარჯობათ, მინდა გითხრათ რომ ჩირქოვანი გამონაყარი მქონდა მრავალი წელი ზურგზე რაზეც მრავალი პრეპარატი ვიხმარე და არ მშველიდა... 1 თვე მოლისანის გამოყენებით 80% გავაქრე.... ნუ კიდე დარჩა მაგრამ შედეგი როგორც ცა და დედამიწააა! მაგარი წამალია ძალიან.
29.03.2014.
ფატმანი ც.
მიუხედავად იმისა, რომ სოკო გავრცელებული დაავადებაა არასოდეს მქონია. მაგრამ ზაფხულზე, ზღვაზე ყოფნის შემდეგ აღმომაჩნდა. სხვა პრეპარატებთან ერთად ვიკეთებდი თბილი მოლისანით გამორეცხვებს, ამ ხსნარმა გასაოგნებელი შედეგით იმოქმედა, რაც აღნიშნა გინეკოლოგ მარინა გელენიძემ. აღმოფხრა რა სოკოს ყოველგვარი ფუძე, მომიწესრიგა საშვილოსნოს ყელი.
31.01.2014.
Tata Abesadze Saginashvili
მყავდა დედა ტროფიკული წყლულით, ძალიან მძიმედ ავად. მიუხედავად იმისა, რომ გამოვიყენე ძალიან ბევრი პრეპარატი, როგორც დასალევი, საინექციო და გარეგანი მოქმედების, შედეგი არ იყო. შემდეგ საფენების სახით გამოვიყენე მოლისანი რამაც ძალიან კარგი შედეგი მომცა. წყლულები ალაგდა რამდენიმე პროცედურის მერე და სიწითლე გაქრა, შეხორცების უნარი აღუდგა ქსოვილს. 2 კვირს მერე წყლულები მოშუშდა. კმაყოფილი ვარ მოლისანის გამოყენების შედეგად მიღებული შედეგით.
17.09.2012.
ონკოლიგიის ნაციონალური ცენტრის თანამშრომლები
ალეგიული რინიტი, პოლინოზი, გინგივიტი.
ჩვენს მიერ მკურნალობის მიზნით გამოყენებული იქნა ცოცხალი წყალი და მოლისანი. მოლისანს ვიყენებდით ალერგიული რინიტის, პოლინოზის დროს, ცხვირის გამორეცხვისთვის, გინგივიტის შემთხვევაში. ცოცხალი წყალი გამოვიყენეთ კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ. გამოხმაურება კარგია. ვფიქრობთ მოლისანის და ცოცხალი წყალის სისტემატიური გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა დაავადებათა პროფილაქტიკას და მათგან განკურნებას.
ონკოლიგიის ნაციონალური ცენტრის თანამშრომლები:
ექიმი-ციტოლოგი: ლ. გოგნიაშვილი
ექიმი-ციტოლოგი: ნ. აბდუშელიშვილი
უფროსი მეცნ. მუშაკი, მედ. მეცნ. კანდიდატი: ნ. წიქარიშვილი
ლაბორანტი: ლ. ფრუიძე
ლაბორანტი: ს. არხოშაშვილი
უფროსი ლაბორანტი: ც. სახაროვა
29.12.2006.
ციური, დიასახლისი. თბილისი.
ფეხის სოკო.
ორი თვის განმავლობაში მაწუხებდა ორივე ფეხზე სოკო. ცერა თითიდან კოჭის ძვალზე და ფეხის გულებზე. ვიხმარე ბევრი მალამო: კლოტრემაზოლი, ტრიდერმი, ფიტომალი და ლამიზინი. არაფერმა არ მიშველა. ბოლო ორი კვირა ფეხზე ვერარ ვიცმევდი და ვერც დავდიოდი ტკივილების გამო. სრულიად შემთხვევით გავიგე რომ, ბატონი დავითი ამზადებდა სოკოს საწინააღმდეგო საშვალებას მოლისანს. წავიკითხე წიგნში, რომელიც ახლავს ამ საშვალებას და გავიგე, რომ მოლისანი კურნავდა ძალიან ბევრ დაავადებებს.
დავიწყე მკურნალობა:
პირველი პროცედურა. დაუჯერებელი შედეგი პირველივე პროცედურაზე. მომისუფთავდა მთელი დაზიანებული ადგილები.
21.05.2006.
დილით მეორე პროცედურა გავიკეთე. საღამოს გავიმეორე პროცედურა, დაზიანებული ადგილები მოსუფთავდა, მოძვრა ჩირქიანი ადგილები.
22.05.2006.
დილით ჩემი ფეხი ვეღარ ვიაცნი ისეთი კარგი მდგომარეობა მქონდა. გავიკეთე ისევ პროცედურა. ფეხი რომ გაშრა ჩავიცვი თეთრი ბამბის წინდა იმავე ხსნარში დასველებული. მთელი დღის განმავლობაში გავიკეტე სამი პროცედურა და ხუთჯერ სველი წინდები ჩავიცვი. ფეხები მაქვს ძალიან კარგ მდგომარეობაში. რაც მთავარია მეორე დღეს უკვე ფეხძე სიარული შევძელი.
23.05.2006.
მეოთხე პროცედურა, ფეხზე ავდექი. ფაქტიურად ფეხზე არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც ვაგრძელებ აბაზანებს, დილა საღამოს ვიცმევ სველ წინდებს. დავდივარ ძალიან კარგათ.
24.05.2006.
მეხუთე დღის საღამო, ფეხზე სულ ვარდისფერი ახალი კანი მაქვს. დიდი მადლობა ბატონო დავით. ღმერთმა გიშველოთ.
25.05.2006.