წითელი ქარი, ნაწოლები, ტროფიკული წყლული, აბსცესი, ჩირქოვანი და ოპერაციის შემდგომი შეუხორცებელი ჭრილობა

მოლისანი ბეთლემი ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალური ფუნქციის აღდგენას და აჩქარებს შეხორცების პროცესს, ამავდროულად აუმჯობესებს შეხორცების ხარისხს. დანიშნულება: მწვავე და ქრონიკული ბაქტერიალური, ვირუსული და სოკოვანი ინფექცია, მძიმე, ოპერაციის შემდგომი შეუხორცებელი ჭრილობა, ტროფიკული წყლული, ნაწოლები, დამწვრობა, ძვალ-სახსართა ანთებითი დაავადებები.

მოლისანი დეტოქსი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. არეგულირებს სისხლძარღვების გამტარიანობას, ატონიზირებს სისხლძარღვებისა და კლაპანური აპარატის გლუვ კუნთებს: ასტიმულიებს ლიმფოვენურ ჰემოდინამიკას, ხსნის სისხლის შეგუბებას (სტაზს), გამოდევნის თირკმელების, ნაწლავების, ფილტვების, კანის მეშვეობით მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტებს, ასწორებს ელექტრომაგნიტურ ჰომეოსტაზს. მოლისანი დეტოქსი მიიღება დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე 15-20 მლ. და ძილის წინ.

როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, უშუალოდ ძილის წინ სუბლინგვურად (დააყოვნეთ 5 წუთი ენის ქვეშ და მერე გადაყლაპეთ) მიიღება 5-10 მლ. ვერცხლის ნანო კოლოიდი.

წითელი ქარი

საფენების სახით, დღეში 5-6 ჯერ გამოიყენება შემთბარი მოლისანი ბეთლემი.

შინაგანად დღეში 3-ჯერ, 4 კვირის განმავლობაში მიღება მოლისანი დეტოქსი.

მოლისანი დეტოქსი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. არეგულირებს სისხლძარღვების გამტარიანობას, ატონიზირებს სისხლძარღვებისა და კლაპანური აპარატის გლუვ კუნთებს: ასტიმულიებს ლიმფოვენურ ჰემოდინამიკას, ხსნის სისხლის შეგუბებას (სტაზს), გამოდევნის თირკმელების, ნაწლავების, ფილტვების, კანის მეშვეობით მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტებს, ასწორებს ელექტრომაგნიტურ ჰომეოსტაზს. მოლისანი დეტოქსი მიიღება დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე 15-20 მლ. და ძილის წინ.

როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი დილით უზმოზე და უშუალოდ ძილის წინ, სუბლინგვურად (ენის ქვეშ) 5 წუთით 5-10 მლ. მიღება ვერცხლის ნანო კოლიდი.

ნაწოლები

ნაწოლები ფრთხილად ჩამოიბანეთ თბილი მოლისანი ბეთლემით და მიეცით შეშრობის საშუალება. ავიღოთ დოლბანდი, დავასველოთ მოლისანი ბეთლემში, დავიფინოთ ნაწოლზე. ჩირქის წარმოშობის შემთხვევაში პროცედურა მეორდება (ისევე როგორც ჩირქოვანი ჭრილობის მკურნალობისას). პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია დაწვეს სელის ლეიბზე. ნაწოლის ქვეშ უფენენ სელის თესლებიან ტომარას (ჭრილობამ რომ უკეთ ისუნთქოს). ერთი ციკლი განისაზღვრება 6 დღით. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მკურნალობის ამ მეთოდის შედეგად ნაწოლები ხორცდება უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული, ქიმიური წამლებით მკურნალობისას.

ტროფიკული წყლული, ჩირქოვანი და ოპერაციის შემდგომი შეუხორცებელი ჭრილობა

მოლისანი ბეთლემი ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალური ფუნქციის აღდგენას და აჩქარებს შეხორცების პროცესს, ამავდროულად აუმჯობესებს შეხორცების ხარისხს.

ჩირქოვანი ღრუს გახსნისა და ნეკროზული ქსოვილების მოცილების შემდეგ, გამოიყენება პატარა ოყნა და ჭრილობა მუშავდება თბილი მოლისანი ბეთლემითთ (2-3 წუთი), შემდეგ ედება სტერილური, მოლისანით დასველებული ტამპონი.

ნახვევი შეიძლება შეიცვალოს დღეში 2-ჯერ. მე-3 დღიდან, ჭრილობა მუშავდება მოლისანით 3-5 წუთით. დამუშავების შემდეგ, ტამპონი ჭრილობაში შეიძლება დარჩეს 24 საათით. მე-4, მე-5 დღეს ჭრილობა მუშავდება მოლისანით ტამპონის გარეშე.

უკვე ერთი დღის შემდეგ, ჭრილობაში მცირდება ჩირქის და ნეკროზული ქსოვილების რაოდენობა, ქრება ლპობის სუნი. დიდი ჭრილობების შეხორცება იწყება მე-2 მე-3 დღიდან. ძველი ტროფიკული წყლულები ხორცდება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

აბსცესი

მოუმწიფებელი ჩირქი უნდა დამუშავდეს თბილი მოლისანი ბეთლემით და შემდეგ მას უნდა დაედოს მოლისანი ბეთლემის კომპრესი. თუ ჩირქი გამოვიდა, ან გაიჩხვლიტა, ის უნდა ჩაირეცხოს მოლისანი ბეთლემით და დაედოს ნახვევი.

სად შევიძინო?

მობრძანდით ჩვენთან მოლისნის კლინიკაში შეიძინეთ მოლისანი და გაიარეთ უფასო კონსულტაცია ექიმთან:
თბილისი, ტაშკენტის ქ.14 (მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტი“).
ტელ: +995 596 00-10-60
ქუთაისი, 68 თამარ მეფის ქ. (ა.წერეთლის უნივერსიტეტის მიმდებარედ)
ტელ: +995 551 13-41-38
ბათუმი, ახმეტელის 1, ბინა 1. (ი.ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გვერდით)
ტელ: +995 511 44-44-20

შეუკვეთეთ კურიერს! ისარგებლეთ საკურიერო მომსახურეობით სრულიად საქართველოს მასშტაბით.
ტელ: +995 596 00-10-60

შეიძინეთ კერძო და ქსელურ აფთიაქებში:
(პრეპარატი სწრაფად იყიდება, გადარეკეთ აფთიაქში და დააზუსტეთ აქვთ თუ არა მოლისანი მარაგში)

  • თბილისი. დ. აღმაშენებლის 83/23. აფთიაქი 23. მარჯანიშვილის მეტროსთან, ქსოვილების მაღაზიის გვერდზე. ტელ: +995 032 295-23-96
  • თბილისი. თამარ მეფის და სურამის კვეთა, 2 ნაბიჯის და რონიკოს მოპირდაპირე მხარეს. აფთიაქი "მჯ". ტელ: +995 032 295-11-38
  • თელავი. ალაზნის გამზირი 6 სეხნიაშვილის 10. აფთიაქი "ნატალი". ტელ: +995 350
  • 27-00-10 . +995 322 42-45-01
  • ახმეტა. რუსთაველის 52. აფთიაქი "ნატალი". +995 599 37-11-14
  • გორი. მშვიდობის ქ. №2. აფთიაქი "დიო" (დიანას აფთიაქი) +995 599 49-63-75
  • გორი. ჭავჭავაძის №50. აფთიაქი "მედფარმა +" +995 599 33-55-42
  • ხაშური. რუსთაველის ქ. №59. აფთიაქი "იბერფარმი" +995 790 82-14-24
  • ახალციხე. რუსთაველის 97. აფთიაქი "ფარმა". +995 592 50-90-00
  • ზესტაფონი. აღმაშენებლის ქ. 39ა, აფთიაქი "იბერფარმი». +995 790 10-01-70
  • ქუთაისი. წერეთლის 20. აფთიაქი "მშვილდოსანი». +995 599 50-79-89; +995 599 40-38-83
  • ზუგდიდი. კოსტავას 50. აფთიაქი "ვიტა". სამუშაო საათები: 09:00 - 20:00. +995 558 59-04-44
  • სენაკი. რუსთაველის 170. აფთიაქი "პანაცეა" +995 413 27-87-51
  • ფოთი. ჭავჭავაძის ქ. 3 "ირინას აფთიაქი" ტელ: (422) 22 02 62
  • ოზურგეთი. თაყაიშვილის ქ.4. კერძო აფთიაქი +995 599 78-36-78
  • ქობულეთი. რუსთაველის ქ. 111ა. აფთიაქი "ნუგეში". +995 571 00-00-63
  • ბათუმი. ჭავჭავაძის ქ. 3 "ირინას აფთიაქი" ტელ: (422) 22 02 62
  • ნეოფარმის სააფთიაქო ქსელი. ტელ: +995 032 259-64-46
  • პსპ-ს სააფთიაქო ქსელი. ტელ: +995 032 240-20-20

გამოხმაურება

Soso Tushmalovi
აქ ბევრი კომენტარი ვნახე მოლისანზე, სიმართლეს ვერ გაექცევი, წითელი ქარი 3 დღეში მომირჩა.
11.01.2019.

Mzia Khalaijeva-khachidze
3 წელზე მეტია ჩემი მეუღლე ხმარობს მოლისანს, ფეხზე ჰქონდა ჭრილობა, რომელზეც რა აღარ იხმარა, ათასნაირი მალამოები თუ ხსნარები არაფერმა უშველა. ჩემმა გოგომ უყიდა მოლისანი. ადრე 1 ლიტრიანში იყო, იმის შემდეგ სულ გამოუმლეველად გვაქვს სახლში. ფეხი მოურჩა. ახლა მოლისანის ელექსირს სვავს, ინსულტ გადატანილია და რომ არ გაცივდეს ადვილად. ცუდია ხაშურში რომ აღარ არის გაყიდვაში. სულ ვწვალობთ, ბავშვები თუ ვერ ჩამოდიან სხვებს ატანენ.
24.12.2018.

Keti Grigolia
25 ლარი მივეცი მოლისანი ბეთლემში, მწოლიარესთვის, ნაწოლები რომ არ გაუჩნდეს, უკრიალებს ზურგს, კმაყოფილი ვარ.
22.08.2018.

Lela Dundua
წითელ ქარზე იხმარა დასალევი მოლისანი ელექსირი და ბეთლემის საფენიც ჩემმა დედამთილმა, და საუკეთესო შედეგი აქვს. ასევე მხედველობაც გაუუმჯობესა. 2 ბოთლი უნდა დალიო მაინც.
09.01.2018.

Lali Janelidze
დიდი მადლობა, გაიხარეთ, ეს რა უკვდავება შექმენით. იხარეთ და იძლიერეთ. პირადად, ჯერჯერობით აღებული მაქვს ნაწოლების და თმის ცვენის საწინააღმდეგო მოლისანი. შედეგი ფანტასტიურია. მადლობა.
07.02.2018

Forodi Bitsadze
ფეხზე მქონდა წყლული 15 წლის განმავლობაში. არაფერმა არ მიშველა, ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი ამ წამალს - მოლისანი ბეთლემი. ვიყიდე 25 ლარად რუსთავში. ერთ თვეში შემიხორცდა ჭრილობა. მადლობა დიდი!
14.10.2017.

თაკო კიპაროიძე
ვაიმეე მოლისანი ძალიან მაგარი წამალია, მამაჩემს წითელი ქარი აქვს და ამის საფენებს ვუკეთებთ, მართლა გაოცებული ვარ რამოდენიმე დღეში ისეთი შედეგი მივიღეთ 👍👍👍
01.10.2017.

Nuca Farjiani
მოლისანი გარდა ნაწოლები სხვა დარღვევებსაც შველის. ჩვენ ვლოცავთ ბატონ დავითს.
30.09.2017

Nargizi Lebanidze
მოლისანი ნამდვილად არჩენს ნაწოლებს. უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა წამლები რაც გამოიყენება ასეთ შემთხვევაში.
29.09.2017

Mzeo Jajanidze

ნაწოლები, ტროფიკული წყლული, შეუხორცებელი ჭრილობა.


25.09.2017.

მოხუცთა თავშესაფარი
მინდა გითხრათ რომ ნაწოლების მოლისანი არის იდეალური. შესაძლებელია ყველა კარგია, მაგრამ მე რაც გამოვცადე მინდა იმის შესახებ დაუსრულებლად მადლობა მოგიხადოთ. წლებია ვებრძვი პაციენტებთან ნაწოლებს პრობლემას და თქვენი წყალობით სრულიად მოხსნილია ეს საკითხი. ჩემი სურვილია ყველას მიწვდეს ეს ხმა და გაიგონ მის შესახებ, რადგან მე ძალიან ვწვალობდი როდესაც არ ვიცოდი მოლისანის შესახებ. ვწვალობდი ჩემს პაციენტებთან ერთად, უშედეგოდ, ათასნაირი საშუალებებით, ვიცი რომ უამრავი პაციენტი იტანჯება ნაწოლების პრობლემით, ამიტომ მინდა ყველამ გაიგოს და გამოცადოს, და მიაღწიონ შედეგს.
29.03.2017.

Tinatin Zerzvaze
ვადასტურებ, რომ მოლისანი ყველაზე ეფექტური საშუალება გამოდგა ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ: ჩემს ახლობლებს ვუყიდე, რომლებიც წლების მანძილზე იტანჯებოდნენ ამ დაავადებით. ერთს 10 დღეში მოუსუფთავა და შეუხორცა, მეორეს, ხანდაზმულ ქალბატონს, - მოუსუფთავა და ტკივილები შეუმსუბუქა. მეორე ბოთლიც ვუყიდე და მკურნალობას აგრძელებენ. გაიხარეთ, ბატონო დავით! 💖
26.10.2016.

Ajika Mtsare
მოლისანს ზერელედ ვუყურებდი, არ მჯეროდა. ჩემს შვილიშვილსაც ჩემი შვილი აწვეთებდა ცხვირში, ცხვირის ერთი ნესტო დახშული ჰქონდა და მოარჩინა, მაგრამ მე მაინც ჯეროვანი ყურადღება არ მიმიქცევია. მაგრამ მძიმე ავადმყოფი მყავს, ნაწოლები ჰქონდა. ზომით დიდი არ იყო, მაგრამ საშინლად აწუხებდა. ყველა საშუალება რაც კი არსებობს დედამიწაზე ვიხმარე. თქვენ წარმოიდგინეთ იაპონიიდან გამოვიწერე წამლები, რომელმაც თითქოს უშველა. მაგრამ არ იკვრებოდა ჭრილობა (შეიძლება დიაბეტის ფონზე), აფთიაქარმა მირჩია მოლისანი და ზერელედ მოვეკიდე მაგრამ ვიყიდე. სასწაული მოხდა ერთ კვირაში შეხორცდა. მადლობას ვუხდი ამ წამლის შემქმნელებს. ეხლა ჯერ კიდევ ვხმარობ არ ვეშვები მეშინია იმიტომ რომ 2 წელია ვიტანჯებოდით.
22.08.2016.

Onega Machavariani
დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა კისრის ტკივილი, მიშეშდებოდა ხელი. ექიმებმა დიაგნოზი დამისვეს - თიაქარი კისრის არეში. იძულებული ვიყავი აუტანელი ტკივილის გამო დავთანხმებულიყავი ოპერაციას. ამ დროს ჩემდა საბედნიეროდ ახლობელმა მოლისანი შემომთავაზა. დავიწყე კისრის არეში საფენების კეთება, რამოდენიმე დღეში ტკვილი მნიშვნელოვნად შემიმცირა და თვენახევარში თითქმის სულ გაქრა. დღეს ხელს თავისუფლად ვხმარობ, კისერი აღარ მტკივა და ოპერაციაზე უკვე აღარ ვფიქრობ. ძალიან მადლობელი ვარ მოლისანის გამომგონებლის და იმ ადამიანის ვინც მე მოლისანი გამაცნო.
09.08.2016.

Nino Bladadze
მოლისანს ვიყენებდი ტროფიკულ წყლულზე, არაჩვეულებრივი შედეგი მომცა, ერთ თვეში მოარჩინა, ძალიან კმაყოფილი ვარ, აგრეთვე ფრჩხილის სოკო მოარჩინა. დაილოცოს მისი შემქმნელი.
10.07.2016.

Yrmi Yrmi
გამარჯობა! პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მოლისანის ეფექტურობისთვის. დედაჩემს ტროფიკულ წყლულზე მართლაც საოცარი შედეგი მისცა, და აუცილებლად თქვენი გასაოცარი სითხის მომხმარებლები ვიქნებით. ასევე მე პირადად კუჭნაწლავის პრობლემები მომიგვარა. დიდი მადლობა თქვენ.
01.06.2016.

Irma Abuladze
როგორ შეძელით შეგექმნათ ასეთი საოცარი სითხე. პირის ღრუს, სახის კანის, კუჭნაწლავის პრობლემები ოჯახში ისე იოლად მოგვარდა. მაგრამ ყველაზე მეტად მოლისანი დაგვეხმარა დედასთვის, რომელსაც კანის სიმსივნე აქვს - მელანომა, მცირე მენჯში მეტასტაზებით, შეემსუბუქებინა გაუსაძლისი სწორნაწლავის ტკივილები. შეშუპებულ ნანემსარებს ერთი დადებით აქრობს. სულ ვფიქრობ მეგობარს რომ არ გაეწია რეკომენდაცია როგორ ვიქნებოდით. დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ბატონო დავით, რომ კიდევ მრავალი წელი იყოთ ბევრი ადამიანის ნუგეშად. მადლობაა 💖 💖 💖
24.05.2016.

Maka Cxovrebashvili
მართლაც საოცარი რამ არის მოლისანი, დედას აქვს ტროფიკული წყლული და ძალიან ცუდ დღეში იყო ფეხი, გაუშავდა, მიუხედავათ იმისა ექიმის დანიშნული პრეპარატებით მკურნალობდა. რა გამეკეთებია არ ვიცოდი და შევიძინე მოლისანი. ერთ დღეში ჭრილობა მოაშრო და ფეხს კანისფერი უბრუნდება. მეორე ბოთლის ხმარება დავიწყეთ, შედეგი ფანტასტიურია. დიდი მადლობა მოლისანის გამომგონებელს.
09.04.2016.

Тамуна Чихладзе
მოლისანი ნაწოლებს აშკარად შველის და სოკოსაც, ცოტა ხანგრძლივი დრო უნდა და ყველა წამალს ჯობია, არაფერმა არ მომცა შედეგი, ეს ძაან მაგარია. ბოლომდე არაა ჯერ აღმოფხვრილი, მაგრამ მორჩება დარწმუნებული ვარ. მეგონა ვერასოდეს მოვირჩენდი.
24.03.2016.

Khatuna Leshkasheli
დიდი მადლობა მოლისანისთვის, 2 თვეა სახეს ვუვლი ამ სითხით და საოცარი შედეგი მაქვს. ეს კიდევ არაფერი, 87 წლის ბებიას, რომელსაც აქვს ტროფიკული წყლული, დღეში ოთხჯერ ვადებდი მოლისანით გაჯერებულ საფენებს და გაოცებული დავრჩი როცა ჭრილობამ შეხორცება დაიწყო. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ჩემი და ბებიის სახელით.
08.02.2016.

Anna Anna

მოლისანმა ჩემს დედიკოსაც უშველა ტროფიკულ წყლულზე, მადლობა მოლისანს 💜
13.01.2016.

Nino Bladadze

საოცარი საშუალებაა მოლისანი, დედაჩემს ქონდა ტროფიკული წყლული და მოურჩა. სამწუხაროა რომ დიაბეტით არის დაავადებული და როცა მოურჩება, შემდეგ სხვა ადგილას უჩდება, ისევ მოლისანით ვმკურნალობ. მადლობა ვინც მოლისანი გამოიგონა, მართლაც საოცარი საშუალებაა.
19.11.2015.

Nino Bladadze

მადლობა მას ვინც მოლისანი გამოიგონა, დედაჩემს ტროფიკული წყლული მოურჩინა, რა არ ვცადე, მაგრამ ყველა წამალი უშედეგო იყო, ძალიან მაგარია, აუცილებლად გამოიყენეთ ყველამ, საუკეთესოა !!!!!!!!!!!!!!!!!
18.11.2015.

თამუნა ჩიხლაძე

მამა მყავს ჩაწოლილი და ნაწოლები გაუჩნდა. რა არ გამოვიყენე, ძალიან დიდიხანი დაჭირდა მორჩენას. ეხლა ვახმარე მოლისანი ახალ ნაწოლზე და მადლიერება როგორ გამოვხატო არ ვიცი. მოაკრიალა რომ მივბანე და მოვწმინდე ნაწოლი. არადა დავიტანჯე მალამოების შეძენით და ხან სტრეპტოციდი, ხან პრისიპკა, მოაშროსთქო დროზეთქო, მერე ამის ჩამობანა. ერთი საათი ვწმენდი ფრთხილად. დავაფინე მოლისანში დასველებული მარლა და ნახევარ საათში მოვასუფთავე და გაკრიალდა. დავისვენე და ამოვისუნთქე. უღრმესი მადლობა ამ ჯადოსნური სითხისთვის. გაიხაროს მისმა მომგონმა.
30.06.2015.

თამუნა ჩიხლაძე

არ დაიჯერებთ სანამ თავად არ გამოცდით. მე შევიძინე მოლისანი კანის სიმშრალისთვის და მომირჩინა. გავვოგნდი.

მამა მყავს ჩაწოლილი და ნაწოლები გაუჩნდა, რა არ ვიხმარე. ძალიან დიდიხანი დაჭირდა მორჩენას. ეხლა ვახმარე მოლისანი ახალ ნაწოლზე და მადლიერება როგორ გამოვხატო არ ვიცი. მოაკრიალა რომ მივბანე და მოვწმინდე ნაწოლი. არადა დავიტანჯე მალამოების შეძენით და ხან სტრეპტოციდი, ხან პრისიპკა, მოაშროსთქო დროზეთქო, მერე ამის ჩამობანა. ერთი საათი ვწმენდი ფრთხილად.

დავაფინე მოლისანში დასველებული მარლა და ნახევარ საათში მოვასუფთავე და გაკრიალდა. დავისვენე და ამოვისუნთქე. უღრმესი მადლობა ამ ჯადოსნური სითხისთვის. გაიხაროს მისმა მომგონმა.
16.04.2015.

Nana Gugushvili

ნაწოლებზე ფანტასტიური შედეგი აქვს. პირადად ვიხმარე და გავოგნდი.
25.02.2014.