ტროფიკული წყლული, ნაწოლები, ჩირქოვანი და ოპერაციის შემდგომი ჭრილობა
მოლისანი პირველი
1000 მლ.- 55,0 ლარი
მოლისანი დეტოქსი
1000 მლ.- 75,0 ლარი
500 მლ.- 40,0 ლარი
მიიღეთ რეკომენდაცია ოჯახის ექიმისგან | ტელ: 032 214-10-10
ამ დაავადებების მკურნალობის დროს შინაგანად დღეში 3-ჯერ, 2-4 კვირის განმავლობაში მიღება მოლისანი დეტოქსი.
მოლისანი დეტოქსი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. არეგულირებს სისხლძარღვების
გამტარიანობას, ატონიზირებს სისხლძარღვებისა და კლაპანური აპარატის გლუვ კუნთებს: ასტიმულიებს
ლიმფოვენურ ჰემოდინამიკას, ხსნის სისხლის შეგუბებას (სტაზს), გამოდევნის თირკმელების,
ნაწლავების, ფილტვების, კანის მეშვეობით მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტებს, ასწორებს
ელექტრომაგნიტურ ჰომეოსტაზს. მოლისანი დეტოქსი მიიღება დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე
15-20 მლ. და ძილის წინ.
როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, უშუალოდ ძილის წინ სუბლინგვურად (დააყოვნეთ 5 წუთი ენის ქვეშ და
მერე გადაყლაპეთ) მიიღება 5-10 მლ. ვერცხლის ნანო კოლოიდი.
✔ აბსცესი
მოუმწიფებელი ჩირქი უნდა დამუშავდეს თბილი მოლისანით და შემდეგ მას უნდა დაედოს
მოლისანი პირველის კომპრესი. თუ ჩირქი გამოვიდა, ან გაიჩხვლიტა, ის უნდა ჩაირეცხოს მოლისანი
ბეთლემით და დაედოს ნახვევი.
✔ ტროფიკული წყლული, ჩირქოვანი და ოპერაციის შემდგომი ჭრილობა
მოლისანი პირველი (ან მოლისანი დეტოქსი) ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალური ფუნქციის
აღდგენას და აჩქარებს შეხორცების პროცესს, ამავდროულად აუმჯობესებს შეხორცების ხარისხს.
ჩირქოვანი ღრუს გახსნისა და ნეკროზული ქსოვილების მოცილების შემდეგ, გამოიყენება პატარა ოყნა და
ჭრილობა მუშავდება თბილი მოლისანითთ (2-3 წუთი), შემდეგ ედება სტერილური, მოლისანით
დასველებული ტამპონი.
ნახვევი შეიძლება შეიცვალოს დღეში 2-ჯერ. მე-3 დღიდან, ჭრილობა მუშავდება მოლისანით 3-5 წუთით.
დამუშავების შემდეგ, ტამპონი ჭრილობაში შეიძლება დარჩეს 24 საათით. მე-4, მე-5 დღეს ჭრილობა
მუშავდება მოლისანით ტამპონის გარეშე.
უკვე ერთი დღის შემდეგ, ჭრილობაში მცირდება ჩირქის და ნეკროზული ქსოვილების რაოდენობა, ქრება
ლპობის სუნი. დიდი ჭრილობების შეხორცება იწყება მე-2 მე-3 დღიდან. ძველი ტროფიკული წყლულები
ხორცდება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
✔ ნაწოლები
ნაწოლები ფრთხილად ჩამოიბანეთ თბილი მოლისანით და მიეცით შეშრობის საშუალება. ავიღოთ
დოლბანდი, დავასველოთ მოლისანი ბეთლემში, დავიფინოთ ნაწოლზე. ჩირქის წარმოშობის შემთხვევაში
პროცედურა მეორდება (ისევე როგორც ჩირქოვანი ჭრილობის მკურნალობისას). პაციენტს ეძლევა
რეკომენდაცია დაწვეს სელის ლეიბზე. ნაწოლის ქვეშ უფენენ სელის თესლებიან ტომარას (ჭრილობამ რომ
უკეთ ისუნთქოს). ერთი ციკლი განისაზღვრება 6 დღით. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მკურნალობის ამ
მეთოდის შედეგად ნაწოლები ხორცდება უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული, ქიმიური წამლებით
მკურნალობისას.
გამოხმაურება
Mzia Khalaijeva-khachidze
3 წელზე მეტია ჩემი მეუღლე ხმარობს მოლისანს, ფეხზე ჰქონდა ჭრილობა, რომელზეც რა აღარ იხმარა, ათასნაირი მალამოები თუ ხსნარები არაფერმა უშველა. ჩემმა გოგომ უყიდა მოლისანი. ადრე 1 ლიტრიანში იყო, იმის შემდეგ სულ გამოუმლეველად გვაქვს სახლში. ფეხი მოურჩა. ახლა მოლისანის ელექსირს სვავს, ინსულტ გადატანილია და რომ არ გაცივდეს ადვილად. ცუდია ხაშურში რომ აღარ არის გაყიდვაში. სულ ვწვალობთ, ბავშვები თუ ვერ ჩამოდიან სხვებს ატანენ.
24.12.2018.
Keti Grigolia
25 ლარი მივეცი მოლისანი ბეთლემში, მწოლიარესთვის, ნაწოლები რომ არ გაუჩნდეს, უკრიალებს ზურგს, კმაყოფილი ვარ.
22.08.2018.
Lali Janelidze
დიდი მადლობა, გაიხარეთ, ეს რა უკვდავება შექმენით. იხარეთ და იძლიერეთ. პირადად, ჯერჯერობით აღებული მაქვს ნაწოლების და თმის ცვენის საწინააღმდეგო მოლისანი. შედეგი ფანტასტიურია. მადლობა.
07.02.2018
Forodi Bitsadze
ფეხზე მქონდა წყლული 15 წლის განმავლობაში. არაფერმა არ მიშველა, ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი ამ წამალს - მოლისანი პირველი. ვიყიდე 25 ლარად რუსთავში. ერთ თვეში შემიხორცდა ჭრილობა. მადლობა დიდი!
14.10.2017.
Nuca Farjiani
მოლისანი გარდა ნაწოლები სხვა დარღვევებსაც შველის. ჩვენ ვლოცავთ ბატონ დავითს.
30.09.2017
Nargizi Lebanidze
მოლისანი ნამდვილად არჩენს ნაწოლებს. უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა წამლები რაც გამოიყენება ასეთ შემთხვევაში.
29.09.2017
Mzeo Jajanidze
ნაწოლები, ტროფიკული წყლული, შეუხორცებელი ჭრილობა.
25.09.2017.
მოხუცთა თავშესაფარი
მინდა გითხრათ რომ ნაწოლების მოლისანი არის იდეალური. შესაძლებელია ყველა კარგია, მაგრამ მე რაც გამოვცადე მინდა იმის შესახებ დაუსრულებლად მადლობა მოგიხადოთ. წლებია ვებრძვი პაციენტებთან ნაწოლებს პრობლემას და თქვენი წყალობით სრულიად მოხსნილია ეს საკითხი. ჩემი სურვილია ყველას მიწვდეს ეს ხმა და გაიგონ მის შესახებ, რადგან მე ძალიან ვწვალობდი როდესაც არ ვიცოდი მოლისანის შესახებ. ვწვალობდი ჩემს პაციენტებთან ერთად, უშედეგოდ, ათასნაირი საშუალებებით, ვიცი რომ უამრავი პაციენტი იტანჯება ნაწოლების პრობლემით, ამიტომ მინდა ყველამ გაიგოს და გამოცადოს, და მიაღწიონ შედეგს.
29.03.2017.
Tinatin Zerzvaze
ვადასტურებ, რომ მოლისანი ყველაზე ეფექტური საშუალება გამოდგა ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ: ჩემს ახლობლებს ვუყიდე, რომლებიც წლების მანძილზე იტანჯებოდნენ ამ დაავადებით. ერთს 10 დღეში მოუსუფთავა და შეუხორცა, მეორეს, ხანდაზმულ ქალბატონს, - მოუსუფთავა და ტკივილები შეუმსუბუქა. მეორე ბოთლიც ვუყიდე და მკურნალობას აგრძელებენ. გაიხარეთ, ბატონო დავით! 💖
26.10.2016.
Ajika Mtsare
მოლისანს ზერელედ ვუყურებდი, არ მჯეროდა. ჩემს შვილიშვილსაც ჩემი შვილი აწვეთებდა ცხვირში, ცხვირის ერთი ნესტო დახშული ჰქონდა და მოარჩინა, მაგრამ მე მაინც ჯეროვანი ყურადღება არ მიმიქცევია. მაგრამ მძიმე ავადმყოფი მყავს, ნაწოლები ჰქონდა. ზომით დიდი არ იყო, მაგრამ საშინლად აწუხებდა. ყველა საშუალება რაც კი არსებობს დედამიწაზე ვიხმარე. თქვენ წარმოიდგინეთ იაპონიიდან გამოვიწერე წამლები, რომელმაც თითქოს უშველა. მაგრამ არ იკვრებოდა ჭრილობა (შეიძლება დიაბეტის ფონზე), აფთიაქარმა მირჩია მოლისანი და ზერელედ მოვეკიდე მაგრამ ვიყიდე. სასწაული მოხდა ერთ კვირაში შეხორცდა. მადლობას ვუხდი ამ წამლის შემქმნელებს. ეხლა ჯერ კიდევ ვხმარობ არ ვეშვები მეშინია იმიტომ რომ 2 წელია ვიტანჯებოდით.
22.08.2016.
Nino Bladadze
მოლისანს ვიყენებდი ტროფიკულ წყლულზე, არაჩვეულებრივი შედეგი მომცა, ერთ თვეში მოარჩინა, ძალიან კმაყოფილი ვარ, აგრეთვე ფრჩხილის სოკო მოარჩინა. დაილოცოს მისი შემქმნელი.
10.07.2016.
Yrmi Yrmi
გამარჯობა! პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მოლისანის ეფექტურობისთვის. დედაჩემს ტროფიკულ წყლულზე მართლაც საოცარი შედეგი მისცა, და აუცილებლად თქვენი გასაოცარი სითხის მომხმარებლები ვიქნებით. ასევე მე პირადად კუჭნაწლავის პრობლემები მომიგვარა. დიდი მადლობა თქვენ.
01.06.2016.
Maka Cxovrebashvili
მართლაც საოცარი რამ არის მოლისანი, დედას აქვს ტროფიკული წყლული და ძალიან ცუდ დღეში იყო ფეხი, გაუშავდა, მიუხედავათ იმისა ექიმის დანიშნული პრეპარატებით მკურნალობდა. რა გამეკეთებია არ ვიცოდი და შევიძინე მოლისანი. ერთ დღეში ჭრილობა მოაშრო და ფეხს კანისფერი უბრუნდება. მეორე ბოთლის ხმარება დავიწყეთ, შედეგი ფანტასტიურია. დიდი მადლობა მოლისანის გამომგონებელს.
09.04.2016.
Тамуна Чихладзе
მოლისანი ნაწოლებს აშკარად შველის და სოკოსაც, ცოტა ხანგრძლივი დრო უნდა და ყველა წამალს ჯობია, არაფერმა არ მომცა შედეგი, ეს ძაან მაგარია. ბოლომდე არაა ჯერ აღმოფხვრილი, მაგრამ მორჩება დარწმუნებული ვარ. მეგონა ვერასოდეს მოვირჩენდი.
24.03.2016.
Khatuna Leshkasheli
დიდი მადლობა მოლისანისთვის, 2 თვეა სახეს ვუვლი ამ სითხით და საოცარი შედეგი მაქვს. ეს კიდევ არაფერი, 87 წლის ბებიას, რომელსაც აქვს ტროფიკული წყლული, დღეში ოთხჯერ ვადებდი მოლისანით გაჯერებულ საფენებს და გაოცებული დავრჩი როცა ჭრილობამ შეხორცება დაიწყო. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ჩემი და ბებიის სახელით.
08.02.2016.
Anna Anna
მოლისანმა ჩემს დედიკოსაც უშველა ტროფიკულ წყლულზე, მადლობა მოლისანს 💜
13.01.2016.
Nino Bladadze
საოცარი საშუალებაა მოლისანი, დედაჩემს ქონდა ტროფიკული წყლული და მოურჩა. სამწუხაროა რომ დიაბეტით არის დაავადებული და როცა მოურჩება, შემდეგ სხვა ადგილას უჩდება, ისევ მოლისანით ვმკურნალობ. მადლობა ვინც მოლისანი გამოიგონა, მართლაც საოცარი საშუალებაა.
19.11.2015.
Nino Bladadze
მადლობა მას ვინც მოლისანი გამოიგონა, დედაჩემს ტროფიკული წყლული მოურჩინა, რა არ ვცადე, მაგრამ ყველა წამალი უშედეგო იყო, ძალიან მაგარია, აუცილებლად გამოიყენეთ ყველამ, საუკეთესოა !!!!!!!!!!!!!!!!!
18.11.2015.
Тамуна Чихладзе
მამა მყავს ჩაწოლილი და ნაწოლები გაუჩნდა. რა არ გამოვიყენე, ძალიან დიდიხანი დაჭირდა მორჩენას. ეხლა ვახმარე მოლისანი ახალ ნაწოლზე და მადლიერება როგორ გამოვხატო არ ვიცი. მოაკრიალა რომ მივბანე და მოვწმინდე ნაწოლი. არადა დავიტანჯე მალამოების შეძენით და ხან სტრეპტოციდი, ხან პრისიპკა, მოაშროსთქო დროზეთქო, მერე ამის ჩამობანა. ერთი საათი ვწმენდი ფრთხილად. დავაფინე მოლისანში დასველებული მარლა და ნახევარ საათში მოვასუფთავე და გაკრიალდა. დავისვენე და ამოვისუნთქე. უღრმესი მადლობა ამ ჯადოსნური სითხისთვის. გაიხაროს მისმა მომგონმა.
30.06.2015.
თამუნა ჩიხლაძე
არ დაიჯერებთ სანამ თავად არ გამოცდით. მე შევიძინე მოლისანი კანის სიმშრალისთვის და მომირჩინა. გავვოგნდი.
მამა მყავს ჩაწოლილი და ნაწოლები გაუჩნდა, რა არ ვიხმარე. ძალიან დიდიხანი დაჭირდა მორჩენას. ეხლა ვახმარე მოლისანი ახალ ნაწოლზე და მადლიერება როგორ გამოვხატო არ ვიცი. მოაკრიალა რომ მივბანე და მოვწმინდე ნაწოლი. არადა დავიტანჯე მალამოების შეძენით და ხან სტრეპტოციდი, ხან პრისიპკა, მოაშროსთქო დროზეთქო, მერე ამის ჩამობანა. ერთი საათი ვწმენდი ფრთხილად.
დავაფინე მოლისანში დასველებული მარლა და ნახევარ საათში მოვასუფთავე და გაკრიალდა. დავისვენე და ამოვისუნთქე. უღრმესი მადლობა ამ ჯადოსნური სითხისთვის. გაიხაროს მისმა მომგონმა.
16.04.2015.
Nana Gugushvili
ნაწოლებზე ფანტასტიური შედეგი აქვს. პირადად ვიხმარე და გავოგნდი.
25.02.2014.