იოჰიმბეს (Pausinystalia yohimbe) ექსტრაქტი, ჟელატინი (კაფსულა).
ოჰიმბეს ქერქი 1,5%-ით ალკოლოიდებისგან შედგება, მათ შორის: იოჰიმბინი, დეჰიდროკორინანტეინი, აიმალიცინი, კორინანტინი, ალოიოჰიმბინი, ქორეანტეინი.
მიღების წესები:
პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღწევს მიღებიდან 1-2 საათში. ამის გამო უმჯობესია მისი მიღება ვაღჯიშის წინ, სასურველია დილით კვებამდე. სქესობრივი დისფუნქციის დროს ინიშნება ნახევარი-ერთი საათით ადრე სქესობრივ აქტამდე, არაუგვიანესი 2 საათი დაძინებამდე.
პრეპარატის მიღების წინ შეიკავეთ თავი ნახშირწყლების მიღებისგან: კარტოფილი, თეთრი პური, მაკარონი, ნამცხვრები, რადგან ინსულინი და ალკალოიდი იოჰიმბინი ანტაგონისტები არიან და ნახშირწყლები ამცირებენ წამლის ეფექტს. ცხიმიანი საკვები, არ ამცირებს ეფექტს, მხოლოდ აფერხებს მედიკამენტის კუჭიდან ათვისებას. ეფექტის გასაძლიერებლად, შესაძლოა მისი მიღება ასკორბინის მჟავასთან (C ვიტამინი).
ცხიმის დასაწვავი ეფექტი ძლიერდება ყავის მიღებასთან ერთად, მაგრამ მისი მიღება მხოლოდ იმ პირებშია შესაძლებელი, ვისაც არ აქვს სისხლის მიმოქცევის პრობლემები.
იოჰიმბეს პრეპარატების მიღება ადრენომიმეტიკებთან, კლოფელინის ჩათვლით, ასევე სხვა სქესობრივი ფუნქციის მასტიმულირებელ პრეპერატებთან ერთად-სასტიკად დაუშვეველია.
ნუ გადააჭარბებთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზირებას.
უკუჩვენება და შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ასაკი. (21 წლამდე ან 60 წლის ზემოთ), ორსულობა, ლაქტაცია, ჰიპოტონია, ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, ჰიპერთირეოზი, გულის იშემიური დაავადება, მომატებული ნევროზული აღზნებულობა, შფოთვა, ფსიქიკის სერიოზული დარღვევა, უძილობა, გლაუკომა, ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაზიანება, კუჭის წყლულოვანი დაავადება, I ტიპის შაქრიანი დიაბეტი, პროსტატის მწვავე დაავადებები.
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები:
მომატებული აღზნებადობა, ნევროტულობა; თავის ტკივილები; თავბრუსხვევა; კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამწვავება, ტკივილი კუჭის მიდამოში; ტაქიკარდია; ორტოსტატიკური ჰიპოტონია; ალერგია.
არ არის რეკომენდირებული იოჰიმბინის შემადგენლობის პრეპარატების ხანგრძლივი მიღება და დოზის გადაჭარბება. როგორც ცნობილია, იოჰიმბინი იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, რაც დაბალწნევიან პაციენტებში გარკვეულ პრობლემებს ქმნის, სამაგიეროდ, საუკეთესო სტიმულატორია იმათთვის, ვინც ვერ იღებს მსგავსი მოქმედების პრეპარატებს არტერიული ჰიპერტენზიის გამო. მედიკამენტის დოზის გადაჭარბება გამოვლინდება შემდეგნაირად:
- ძლიერე ნერწვდენა
- სუნთქვის და გულისცემის გახშირება
- არტერიული ჰიპერტენზია
- ნევროტულობა და ძილის დარღვევა
- ტრემორი
გასათვალისწინებელია, რომ იოჰიმბინის პრეპარატები თრგუნავენ ფერმენტ მონოამონოოქსიდაზის მოქმედებას, რაც აფერხებს ორგანიზმიდან სხვადასხვა ტოქსინების გამოდევნას, მაგალითად თირამინს. ისე რომ თუ მედიკამენტის მიღების წინ, თქვენ მიირთვით ლუდი, ყველი, შებოლილი ხორცი, წითელი ღვინო, გულ-ღვიძლის პროდუქტები, მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი მომატება.