პროდუქტის აღწერა
აბზინდა ერთ-ერთი უძველესი წამალია, რომელსაც კაცობრიობა იცნობს. ეს არის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, მჭიდროდ მზარდი ვერცხლისფერი ფოთლებით და ძლიერი სპეციფიკური არომატით. აბზინდა გავრცელებულია თითქმის ყველა კონტინენტზე.
აბზინდის ექსტრაქტი კაფსულებში შეიცავს შემდეგ ბიოაქტიურ ნივთიერებებს:
მწარე გლიკოზიდები. ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლას. გამოყავთ ორგანიზმიდან წიდები, შხამები, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები. ასტიმულირებენ კუჭის წვენისა და ნაღვლის გამომუშავებას. აღიზიანებენ ნაწლავის ლორწოვან გარსს, რითიც ზრდიან პერისტალტიკას.
ტანინები, ფისოვანი ნივთიერებები. ლორწოვანი გარსის და კანის ზედაპირის დაზიანებისას აჩქარებენ შეხორცების პროცესს. ააქტიურებენ ახალი უჯრედების წარმოქმნას და ძველი, მკვდარი უჯრედების მოცილებას. სასარგებლოა წყლულების, დამწვრობის, ტროფიკული ჭრილობის სამკურნალოდ.
ფლავონოიდები. ბუნებრივი მცენარეული ანტიოქსიდანტები. ანორმალიზებენ უჯრედულ მეტაბოლიზმის. წინააღმდეგობას უწევენ თავისუფალი რადიკალების წარმოქმნა-გავრცელებას. მათ აქვთ სიცხის დამწევი და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.
ეთერზეთები. ახდენენ პათოგენური მიკროფლორის გაუსნებოვნებას, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების ნორმალიზებას: მოდუნება, ნერვული დაძაბულობის მოხსნა, ჯანსაღი ძილის აღდგენა.
კაროტინი. მონაწილეობს ბევრ მნიშვნელოვან მეტაბოლურ პროცესში. ზრდის იმუნიტეტს და ორგანიზმის ადაპტაციურ თვისებებს. ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას.
ფიტონციდები. ბუნებრივი მცენარეული ანტისეპტიკები. ისინი ასუფთავებენ შინაგან ორგანოებს საშიში ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან, სოკოს სპორებისგან. ზრდიან ორგანიზმის დამცავ თვისებებებს.
ორგანული მჟავები: სუქცინის, ვაშლის და სხვ. ანორმალიზებენ ნივთიერებათა ცვლას. არეგულირებენ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, სასუნთქი ორგანოების, გულის და სისხლძარღვების მუშაობას. ხელს უშლიან თრომბის წარმოქმნას. აუმჯობესებენ ტვინის კვებას.
ვიტამინი C. ამაღლებს იმუნიტეტს. ხელს უწყობს დაავადების ხანგრძლივობის შემცირებას. აჩქარებს ცხიმოვანი ქსოვილის დაშლას.
საპონინები. ისინი გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე. ამცირებენ ძლიერი სისხლდენის რისკს. ხელს უწყობენ გულის აქტივობას. ხელს უშლიან გულის კუნთის დეგენერაციულ ცვლილებებს.
მცენარე ფართოდ არის ცნობილი თავისი სიმწარით, რომელსაც აქვს ანტიპარაზიტული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. აბზინდა გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების ფუნქციონირების აღსადგენად, მეტეორიზმის, ბუასილის აღმოსაფხვრელად. აბზინდა ხელს უწყობს ღვიძლის გაწმენდას, პანკრეასის სტიმულირებას, სისხლძარღვთა კედლების გაძლიერებას და სისხლდენის შეჩერებას.