ორგანული პრიალა თელას (Slippery Elm) ექსტრაქტი, ჟელატინი (კაფსულა).
პრიალა თელას ექსტრაქტი. პრიალა თელას ქერქი შეიცავს დიდი რაოდენობით წებოვან ნივთიერებას, რომელიც მჭიდროდ ეკვრის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლებს, კურნავს და ამშვიდებს ნებისმიერ ანთებას და ტკივილს. ეს წებოვანი ნივთიერება ძალიან მკვებავია, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ადვილად ასათვისებელ კალციუმის ნაერთებს. სწორედ ამიტომ ის გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს: კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და ეროზიები, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, კრონის დაავადეა, წყლულოვანი კოლიტი (არამწვავე ფაზაში), დიარეა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და დივერტიკულიტი. პრიალა თელა ხელს უწყობს სხეულიდან ჰელმინთების გამოდევნასაც.
კომბინაციაში მიღებული პრიალა თელა და მოლისანის ელექსირი მოგიხსნით ისეთ სიმპტომებს, რომლებიც გაზაფხულზე მწვავდება და საკმაო დისკომფორტის გამოწვევა შეუძლია. ეს სიმპტომებია: გულძმარვა, წვის შეგრძნება, შებერილობა, მეტეორიზმი, ლორწოვანის გარსის გაღიზიანება. პრიალა თელაში შემავალი წებოვანი ნივთიერებები საუკეთესო დამხმაარე საშუალებაა წყლულებისა და ჭრილობების შეხორცების დაჩქარებაში. ასევე დადასტურებულია პრიალა თელას დადებითი გავლენა Helicobacter pylori-ს მიმდინარეობაზე ძირითად სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
პრიალა თელა კარგი დამხმარე საშუალებაა ფსორიაზის, ჭრილობების,
წყლულებისა და კანის სხვა პრობლემების სამკურნალოდ. ხშირად გამოიყენება გაღიზიანებული ნაწლავის
სინდრომის შემთხვევაშიც რადგან პრიალა თელა შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს.
პრიალა თელა ეხმარება მომნელებელ სისტემას შეკურლობის დროსაც.
მის შემადგენლობაში არსებული ლორწოვანი ნივთიერება აუმჯობესებს დეფეკაციის პროცესს. შესაბამისად
მისი გამოყენება შეუძლიათ ისეთ ადამიანებსაც, ვისაც აწუხებთ ჰემოროი.
პრიალა თელა შეიცავს მომნელებელი ფერმენტების უმრავლესობას.
ამიტომ კარგად მოქმედებს მეტაბოლიზმზე და ეხმარება ორგანიზმს წონის სწორად დაკლებაში. ამასთანავე,
ასეთი მოქმედებით ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დარეგულირებასაც.
მას ასევე შეუძლია მჟავიანობის დარეგულირება და იცავს
კუჭ-ნაწლავს წყლულებისაგან. ხშირად იყენებენ დიარეის, გულძმარვისა და დივერტიკულიტის სამკურნალოდ.
მისი გამოყენება შესაძლებელია შფოთვისა და გაღიზიანების
დროსაც, ვინაიდან წითელი თელა მდიდარია ფენოლებით. ეს ნივთიერებები კი იცავენ ორგანიზმს სტრესისაგან
და ამცირებენ მისგან გამოწვეულ სიმპტომებს.
ამ მცენარეს იყენებენ ფსორიაზის დროსაც. ეს არის ქრონიკული
დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის, თმის, ფრჩხილებისა და სახსრების დაზიანება. მისი ერთ-ერთი
ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბალთოვანი ფსორიაზი. პრიალა თელას კვების რაციონში ჩართვის დროს
ფსორიაზის გამოვლინება კლებულობს. ამიტომ მას ხშირად ურჩევენ ფსორიაზიით დაავადებულ პაციენტებს
დერმატოლოგები.
პრიალა თელას შეუძლია დაეხმაროს ორგანიზმს შარდ-სასქესო
სისტემის ანთებითი პროცესების დროსაც. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ცისტიტის (შარდის ბუშტის
ანთებითი პროცესი) დროს.