ჰირსუტიზმი
ჰირსუტიზმი – ეს არის უხეში და მუქი (ტერმინალური) თმის ზრდა ქალის სხეულზე იქ, სადაც, ჩვეულებისამებრ, თმა არ იზრდება – პირველ რიგში, სახეზე, მკერდსა და მუცელზე;
ის მიეკუთვნება ენდოკრინული სისტემის დაავადებების რიცხვს, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმში სწრაფად იზრდება მამაკაცის სასქესო ჰორმონების კონცენტრაცია. ქალებისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელია ანდროგენების მინიმალური დონე, მაგრამ ეს მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ქალის ორგანიზმში ანდროგენების სიჭარბე ხელს უწყობს თმის ფოლიკულების სტიმულირებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ჭარბთმიანობას.
ჰირსუტიზმის დიაგნოზის მქონე ქალები უჩივიან გათმიანების ინტენსიურ ტემპს. თმის ღერები იმ თმის მსგავსია, რომელიც იღლიასა და ბოქვენის ზონაში იზრდება.
ჭარბთმიანობა შესაძლოა გამოვლინდეს:
ზედა ტუჩის თვაზე, მკერდზე, ზურგსა და მუცელზე. ეს დაავადება ზრდასრულ ასაკში ვითარდება.