პროდუქტის აღწერა
ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ეს სოკო ითვლება საუკეთესო საშუალებად მრავალი დაავადებებისგან
განსაკურნებლად. მის შემადგენლობაში შედის სტეროიდული შენაერთები - ფლავინოიდები, საპონინები,
ამინომჟავები, ალკალოიდები, პოლისაქარიდები, წყალხსნარი ცილები, კუმარინი. მიკრო ელემენტები: Ag,
Ca,
Fe, K, Na, Mn, Zn, Ba. ბიოენერგეტიკული მოქმედება:
უძველეს ჩინურ წიგნებში წერია, რომ ის პირდაპირ მოქმედებს გულის, ღვიძლის, ფილტვების, ელენთის და
თირკმლის მერედიანებზე. ითვლება რომ განოდერმა ზრდის სულიერების ძალას, ამაღლებს პოზიტიურ ემოციურ
განწყობას.
რეიში „უკვდავების სოკო„
შეიცავს პოლისაქარიდებსა და ერგოსტერინებს, რომლებიც აძლიერებენ იმუნური სისტემის მუშაობას.
დადგენილია,
რომ რეიში სისხლში ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას, არეგულირებს სიბლანტეს, ამცირებს
თრომბოციტების
სიმკვრივეს, აწესრიგებს არტერიულ წნევას. რეიში შესანიშნავი ადაფტოგენია: აუმჯობესებს ორგანიზმის
ყველა
სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რეიში - ძლიერი ადაპტოგენი და იმუნომოდულატორი - იცავს უჯრედულ დნმ-ს, უჯრედის მიტოქონდრიებს და
თირკმლის ტუბულარულ უჯრედებს ჟანგვითი დაზიანებებისგან, რომელიც დაბერებისა და სიმსივნის
განვითარების
წინაპირობაა; მონაწილეობს ღეროვანი უჯრედების ზრდასა და მომწიფებაში; ასუფთავებს ძვლის ტვინს
რადიაქტიური ცეზიუმისა (Cs) და სტრონციუმისგან (Sr); ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე მეტალების
მარილებს;
ზრდის ორგანიზმის ამტანიანობას არახელსაყრელი გარემო პირობების მიმართ; აძლიერებს მთლიანი
ორგანიზმისა
და ორგანოთა ნორმალურ ფუნქციონირებას; ამაღლებს ორგანიზმის სიცოცხლის უნარიანობას; ზრდის ორგანიზმის
ციტოტოქსიურ აქტივობას ატიპიური უჯრედების მიმართ; წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.
რეიში - ძლიერი ჰეპატოპროტექტორი
გააჩნია ღვიძლის ფიბროზული უჯრედების რევერსიის უნარი; კადმიუმის შემბოჭველი ცილების გამომუშავების
აქტივაციით ამცირებს კადმიუმის (Cd) აკუმულაციას ღვიძლში; ამცირებს ღვიძლის უჯრედებში ანთებით
პროცესებს
და აღადგენს მის ნორმალურ დეტოქსიკაციურ ფუნქციას; რეიში - ძლიერი ნეიროპროტექტორი - ასტიმულირებს
ნერვის ზრდის ფაქტორს, რაც უზრუნველყოფს ნეირონების მიტოქონდრიული ფუნქციის გაძლიერებას; ამცირებს
ბეტა-ამილოიდების (Abeta) დესტრუქციულ გავლენას ნეირონებზე, რომელიც გამშვები მექანიზმია
ალცჰაიმერის
დაავადების დროს; იცავს ტვინის უჯრედებს ანთებითი პროცესისაგან, რომელიც წამყვანია პარკინსონის
დაავადების დროს.