შემადგენლობა

მაგნიუმის ციტრატის ექსტრაქტი, ჟელატინი (კაფსულა)

მაგნიუმის უკმარისობით გამოწვებული დარღვევები:
  • გარე ფაქტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • აგზნებადობა;
  • კუნთების სპაზმი;
  • დაჭიმულობა მთელს ორგანიზმში;
  • ძილის დარღვევა;
  • ადინამია;
  • უსიამოვნო შეგრძნებები გაღვიძებისას;
  • სტრესისადმი რეზისტენტობის დაქვეითება;
  • დეპრესია, შიში;
  • გულის რითმის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსურ მკურნალობაში);
  • სპასტიური მდგომარეობა (მათ შორის ანგიოსპაზმი);
  • ათეროსკლეროზის, დისლიპიდემიის პროფილაქტიკა;
  • ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა;
  • ორსულობის შეწყვეტის, გესტოზის საშიშროება;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიურობა;
  • პრედმენსტრუალური სიმპტომატიკა: გაღიძიანებადობა, დეპრესია, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, კლიმაქტერული სინდრომი ფსიქოვეგეტაციური აშლილობით;
  • შაქრიანი დიაბეტი
მიღების წესი და უკუჩვენება

მიღების წესები: მიიღება 2 კაფსულა დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა, თირკმელების უკმარისობა.

პროდუქტის აღწერა

მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში, მონაწილეობს: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში. იგი ასევე ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს.

მაგნიუმი ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. იგი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთოვან ქსოვილში, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას. შესაბამისად, მაგნიუმი ხასიათდება სედაციური მოქმედებით, ზრდის ორგანიზმის სტრესისადმი რეზისტენტობას.

მაგნიუმი წარმოადგენს კალციუმის ფიზიოლოგიურ ანტაგონისტს. მას მკვეთრად განსაზღვრული როლი უკავია კალციუმის მეტაბოლიზმში. მაგნიუმი მონაწილეობს ამ მინერალის იონების (ასევე კალიუმის იონების) ტრანსმემბრანულ ტრანსპორტირებაში, აფერხებს სისხლძარღვოვან ქსელში მის ჩალაგებას და ხელს უწყობს ძვლოვან ქსოვილში აბსორბციას. ამგვარად, მაგნიუმი მოქმედებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და მინერალიზაციაზე.

მაგნიუმი აკონტროლებს მიოკარდიუმის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას. იგი მონაწილეობს მიოკარდიუმის კუმშვის პროცესში. იცავს სისხლძარღვთა კედლებს არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებისგან. შესაბამისად, მაგნიუმი ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიის განვითარების რისკს და ახორციელებს გულის რითმის ნორმალიზებას.

მაგნიუმი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ.

ორგანიზმში მაგნიუმი საკვებიდან ხვდება. მისი დეფიციტის გამომწვევ მიზეზებს წარმოადგენს: კვების რეჟიმის დარღევა (დიეტა), მაგნიუმზე მოთხოვნილების ზრდა, მაგნიუმის მეტაბოლიზმის და გამოყოფის პროცესების დარღვევა (მაგ., მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, სტრესის, ორსულობის, დიურეზული საშუალებების მიღების დროს).

მოზრდილებში მაგნიუმზე მოთხოვნა წარმოადგენს დაახლოებით სხეულის წონის 5 მგ/კგ დღე-ღამეში. მაგნიუმის მნიშვნელოვანი დეფიციტის, ასევე ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ბავშვებში ინტენსიური ზრდის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოთხოვნილება მაგნიუმის იონებისადმი იზრდება სხეულის წონის 7-10 მგ/კგ დღე-ღამეში.

ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის დროს: იზრდება მგრძნობელობა გარე ფაქტორების მიმართ, აგზნებადობა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა მთელს ორგანიზმში (რაც ხელს უშლის ორგანიზმს მოსვენებულ მდგომარეობაში გადასვლასა და ჩაძინებაში), უსიამოვნო შეგრძნებები გაღვიძებისას, მცირდება სტრესისადმი რეზისტენტობა. მაგნიუმის უკმარისობის დროს ასევე ვლინდება გულის რითმის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია. ორსულობის დროს მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს თვითნებითი აბორტი.