პროდუქტის აღწერა
იოდი – ადამიანის ორგანიზმისთვის შეუცვლელი მიკროელემენტი. აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების
სინთეზისათვის, რომლებიც მართავენ თავის ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებისა და ფუნქციონირების
პროცესებს, ინარჩუნებენ სხეულის ნორმალურ ტემპერატურას.
ამ ჰორმონების დაბალმა დონემ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე,
ასევე მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე.
ჯანმო-ს მონაცემებით 800 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეხუთედი,
იმყოფება მათ რეგიონში წარმოებულ პროდუქტებში იოდის დეფიციტის გამო განვითარებული ჯანმრთელობის
დარღვევის რისკის ქვეშ.
ბიოლოგიურად აქტიურ დანამატ – კელპის შემადგენლობაში ბუნებრივი იოდი ანაცვლებს ყოველდღიურ რაციონში ამ
ელემენტის ნაკლებობას.
კელპი – ეს არის 12 ნატურალური ვიტამინის ( A, B1, B2, C, D, E და სხვ.) და ასევე შეუცვლელი
ამინომჟავების წყარო. მის შემადგენლობაში ასევე შედის ადამიანისთვის საჭირო რამდენიმე ათეული მიკრო- და
მაკროელემენტი (რკინა, ნატრიუმი, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, ბარიუმი, კალიუმი, გოგირდი და სხვ.),
იოლად ასათვისებელ ფორმაში.
კელპს გააჩნია ანტითრომბოზული აქტივობა, ზემოქმედებს გულის კუნთის კუმშვადობაზე, აფერხებს რაქიტის,
ოსტეოპოროზის, კბილების კარიესის განვითარებას, ფრჩხილებისა და თმების მტვრევადობას.
კელპი ორგანიზმზე ახდენს ზოგადგამაჯანსაღებელ მოქმედებას.