ალოე ვერა
500 მლ.- 45,0 ლარი
117 მლ. - 12,0 ლარი
მიიღეთ რეკომენდაცია ოჯახის ექიმისგან | ტელ: 032 214-10-10
მოლისანი ალოე ვერა ნაზად ასუფთავებს, ატენიანებს, არბილებს და კვებავს მგრძნობიარე კანს. უზრუნველყოფს სისუფთავეს, ანადგურებს მავნე ფლორას და ხსნის გაღიზიანებას.
ალოე ვერას კონცენტრატი, მკვდარი ზღვის მარილი, ოქროს ნანო ნაწილაკები, მცენარეული ეთერზეთები: ჩაის ხე, გვირილა, ვარდის ხე, ევკალიპტი, პიტნა.
- აკნე, მუწუკები, ჩირქოვანი გამონაყარი, ფერიმჭამელა, სტაფილოკოკი, პაპილომა ვირუსი, პიგმენტური და ხანდაზმულობის ლაქები, ჰერპესი ტანზე
- ალერგია, ნეიროდერმიტი, ინფექციური დერმატიტი, ჯინჭრის ციება, დიათეზი
- ართრიტი, მადეფორმირებელი ართროზი, ოსტეოქონდროზი
- მზის ალერგია, მზით დამწვრობა, გარუჯვა
- სებორეა (ქერტლი), თმის ცვენა, ფსორიაზი
- როზაცეა
- მწერის ნაკბენი
უკუჩვევები: ინდივიდუალური შეუთავსებლობა, ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ მდგომარეობაში, დაიცავით მზის სხივებისგან
პროდუქტის აღწერა
მგძნობიარე კანის მოვლა:
მოლისანი ალოე ვერა ნაზად ასუფთავებს, ატენიანებს, არბილებს და კვებავს მგრძნობიარე კანს. უზრუნველყოფს სისუფთავეს, ანადგურებს მავნე ფლორას და ხსნის გაღიზიანებას.მოლისანი ალოე ვერა ღრმად, მაგრამ ნაზად ასუფთავებს ეპიდერმისს, ავიწროებს კანის ფორებს, ამცირებს სტრიებს, ეფექტურად ებრძვის და ხელს უწყობს კანის ზედაპირის გასწორებას;
მოლისანი ალოე ვერა ებრძვის აკნეს, ფერიმჭამელებს, შავ წერტილებს, აქრობს ლაქებს (ანთების შემდგომი ლაქები, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, ნაწიბურები, მოწითალო პიგმენტური ლაქები, ვიტილიგო), კანის სიწითლეს (როზაცეა, კუპეროზი); გამოიყენება დერმატიტის, სებორეის, ეგზემის და ფსორიაზის მკურნალობისთვის.
მაკიაჟის მოსაცილებლად გამოიყენეთ მოლისანში დასველებული მრგვალი ბამბის ტამპონი. მაკიაჟი უნდა ჩამოიშოროთ ისე, რომ არ გაჭიმოთ კანი, ჯერ გაიწმინდეთ ტუჩები, მერე წამწამები და წარბები, და ხოლო ბოლოს სახის კანი.
მოხმარება: არსებობს მოლისანის გამოყენების ორი ხერხი, ინტენსიური და პროფილქტიკური (გამოიყენება ისევე როგორც მოლისანი ლოსიონი, ინსტრუქცია იხილეთ «აქ»).
ინტიმური ადგილების მოვლა:
მოლისანი ალოე ვერა ნაზად ასუფთავებს, ატენიანებს, არბილებს და კვებავს მგრძნობიარე კანს. უზრუნველყოფს სისუფთავეს, ანადგურებს მავნე ფლორას და ხსნის ლორწოვანის გაღიზიანებას. ატენიანებს ნაზ თმას და მატებს აბრეშუმის სირბილეს და ბუნებრივ ბზინვარებას. იცავს არასასიამოვნო სუნისგან დღის განმავლობაში. გათვლილია ყოველდღიური მოხმარებისთვის.გამოიყენეთ მოლისანი და თქვენ შეამჩნევთ თუ როგორ გაქრება კანის დაჭიმულობის შეგრძნება რომელიც წარმოიქმნება ონკანის წყლის გამოყენებისას.
დეპილაციის ან გაპარსვის შემდეგ, კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად სასარგებლოა მოლისანის გამოყენება (გელისა ან ლოსიონის მაგივრად).
თმის ცვენა, სებორეა:
მოლისანი ალოე ვერა ამაგრებს თმის ძირებს და აქრობს ქერტლს. აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. აჩერებს თმის ცვენას (ალოპეცია, ბუდობრივი თმის ცვენა) და ნაადრევ გაჭაღარავებას.მოხმარება: თავის დაბანის შემდეგ, პირსახოცით შემშრალებულ თავის კანში შეიზილეთ მოლისანი. შეზელვა აჯანსაღებს და აღადგენს დაზიანებულ კანს. შეზელვის მერე მთელ თავზე გადაეფარება პირსახოცი. დაყოვნება 15-20 წუთი. პროცედურები უნდა განმეორდეს მინიმუმ 2 ჯერ დღეში, კურსი 6-8 დღე. თავის დაბანა დღეში ერთხელ საკმარისია. მოლისანი ჩამობანვას არ საჭიროებს.